ნიკოტინი – დამოკიდებულება თუ მავნე ჩვევა?

ნიკოტინი წარმოადგენს გამჭვირვალე ზეთოვან ნივთიერებას მძაფრი, მწარე გემოთი, დუღს 140-145 გრადუსზე, იხსნება წყალში და სპირტში. ნიკოტინს დიდი ოდენობით შეიცავს თამბაქოს ფოთლები, ხოლო მცირე ოდენობით ბადრიჯანი, კარტოფილი, პომიდორი, მწვანე წიწაკა. ნიკოტინის ალკალოიდებს შეიცავს ასევე კოკას ფოთლები.

ნიკოტინი ნეიროტოქსინიარომლის მეშვეობით მცენარეები თავს მწერებისგან იცავენ. ადამიანის მიერ თამბაქოს კვამლის ჩასუნთქვის დროს ფილტვებში ხდება ნიკოტინის შეწოვა და ნიკოტინი წამებში აღწევს ადამიანის თავის ტვინს.

ნიკოტინი წარმოადგენს ფსიქოაქტიურ ნივთიერებას – სტიმულატორს, რომელიც იწვეს ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას. ნიკოტინი სწრაფად შეიწოვება თამბაქოს ნაწარმის მოხმარების შედეგად, მალე აღწევს ტვინამდე და გავლენას ახდენს ნეირონების მუშაობაზე. ნიკოტინის მცირე დოზით მოხმარება იწვევს ნერვული სისტემის აგზნებას, რის შედეგადაც მატულობს გულისცემა, წნევა, კუჭ-ნაწლავის სპაზმი.

სისტემატურად მოხმარებისას ნიკოტინი ითავსებს ბუნებრივი ნეიორმედიატორის ფუქნციონირებასრის შედეგადაც იცვლება ნივთიერებათა ბალანსი.

თამბაქოს ნაწარმი, რომელიც შეიცავს თამბაქოსა და ნიკოტინს და იწვევს მიჩვევას: სიგარეტი, აიქოსი, სიგარა, ჩიბუხის თამბაქო, თაბაქოს მცენარის ფოთლები, საღეჭი თამბაქო, ელექტრონული სიგარეტი (ვეიპები) შეიძლება შეიცავდნენ ნიკოტინს.

თამბაქოზე დამოკიდებულება განიხილება, როგორც მდგომარეობა, რომლის დროსაც დამოკიდებული აგრძელებს მოწევას მიუხედავად თამბაქოსთან დაკავშირებული ან მისი მოხმარების შედეგად გამოწვეული ფიზიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური პრობლემების არსებობისა.

ნივთიერებაზე დამოკიდებულება – ეს არის ქრონიკული მორეციდივე მდგომარეობარომელიც ხასიათდება:

ნიკოტინის მოხმარების შეწყვეტის შემდეგ მწეველს ახასიათებს აღკვეთის სინდრომი – სხვადასხვა სიმპტომთა ჯგუფი, რომლებიც გამოვლინდება იმ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შეწყვეტის ან შემცირების შემთხვევაში, რომელსაც პიროვნება მოიხმარდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

ნიკოტინური დამოკიდებულების შემთხვევაში აღკვეთის სინდრომი გრძელდება 3-5 დღე და გამოიხატება შემდეგ სიმპტომებში:

არ არსებობს ნიკოტინისა და თამბაქოს მიღების უსაფრთხო დოზა. ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღება ყოველთვის შეიცავს რისკებს.

ნიკოტინის რეგულარული მოხმარებისას სწრაფად ყალიბდება ტოლერანტობაშედეგად კი ადამიანი შესაძლოა განიცდიდეს:

ნიკოტინის დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება, კრუნჩხვები, სწრაფი სუნთქვა, სუნთქვის გაჩერება და სიკვდილი.

ზოგიერთი მწეველი მიიჩნევს, რომ ვეიპებისა და აიქოსის გამოყენება არ არის საზიანო, თუმცა შესუნთქული ქიმიკატების რაოდენობა დიდად არ ჩამოუვარდება ჩვეულებრივი სიგარეტისას.

თამბაქოს ნაწარმის მოხმარების ზიანი და ეფექტები ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე დადასტურებულია და შესაძლოა გამოიწვიოს:

მეორადი მწეველობა, როდესაც ადამიანი სუნთქვას მწეველების კვამლს, ასევე საშიშია ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია არ მოწევა სხვა ადამიანებთან, განსაკუთრებით ჩვილებთან, ბავშვებს, ორსულებთან და მეძუძურ ქალებთან. ასევე რესპირატორული ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებთან ახლოს.

ნიკოტინის გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული ან გამოწერილი მედიკამენტების ჩათვლითშეიძლება იყოს არაპროგნოზირებადი და გამოიწვიოს:

ნიკოტინი + ბენზოდიაზეპინები: ბენზოდიაზეპინების ეფექტურობის დაქვეითება.

ნიკოტინი + კონტრაცეპტული აბი: სისხლის შედედების წარმოქმნის რისკი.

ფსიქოატიური ნივთიერებების მოხმარება, გარდა ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის ხარიხის გაუარესებისა, უარყოფითად მოქმედებს ადამიანების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში თამბაქოს შეძენაც კი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც მეტად აღარიბებს ისედაც ღარიბ მოსახლეობას. დაზიანებული ჯანმრთელობის მკურნალობა კიდევ უფრო ძვირი უჯდებათ ადამიანებს და სახელმწიფოსაც.

 

გამოყენებული მასალა:

ბექაია ნ. (2021). ადიქცია ქვიარ ადამიანებში: დამოკიდებულების ზეგავლენა, შედეგები და დაძლევის გზები

Koob G.F. & Dr. Simon E.J. (2010). The Neurobiology of Addiction: Where We Have Been and Where We Are Going

Alcohol and drug foundation. (2022). https://adf.org.au/drug-facts/nicotine/

Exit mobile version