ექსტაზი/MDMA

ექსტაზის ქიმიური სახელწოდებაა 3,4-მეთილენდოქსი–მეტამფეტამინი. ტაბლეტის სახით ცნობილია როგორც ექსტაზი, ხოლო ფხვნილისა და კრისტალური სახით, როგორც მოლი. ექსტაზს წვეულების ნარკოტიკსაც ეძახიან.

MDMA სინთეტიური ნარკოტიკია და მოიცავს როგორც სტიმულატორის, ასევე ჰალუცინოგენის ეფექტებს. ის ცვლის გუნება–განწყობას, დროის შეგრძნებას, აღქმას. თავდაპირველად ექსტაზი პოპულარული იყო ღამის კლუბებში “რეივერებისთვის”, თუმცა მომხმარებელთა წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

MDMA ზრდის ტვინის ქიმიური ნივთიერების აქტივობას და ხელს უწყობს შემდეგი ჰორმონების გამოყოფას:

დოფამინი – პასუხისმგებელია სიამოვნებაზე, მოტივაციაზე, მოძრაობასა და მეხსიერებაზე.

ექსტაზის მიღების შედეგად წარმოიქმნება ჭარბი ენერგია/აქტივობა, რაც მოქმედებს თავის ტვინის დამაჯილდოვებელ სისტემაზე და ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს მსგავსი ქმედების განმეორებას მომავალში.

ნორეპინეფრინი – ზრდის გულისცემას და არტერიულ წნევას, რაც განსაკუთრებით სარისკოა გულისა და სისხლძარღვების პრობლემების მქონე ადამიანებისთვის

სეროტონინი – გავლენას ახდენს განწყობაზე, მადაზე, ძილს და სხვა ფუნქციებზე.

ექსტაზის ეფექტი დამოკიდებულია არა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების შემადგენლობაზე, არამედ მომხმარებლის სხეულის აგებულებაზე, გუნება–განწყობაზე, და გარემოზე, რომლებშიც ხდება მისი მიღება.

ექსტაზის ზომიერი გამოყენების შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში ადამიანმა შეიძლება განიცადოს:

შესაძლებელია, რომ ზოგიერთი აღნიშნული ეფექტი გამოწვეული იყოს MDMA-ს სხვა ნივთიერებებთან, განსაკუთრებით მარიხუანასთან ერთად გამოყენების გამო.

ექსტაზის რისკებია:

ექტსტაზის გრძელვადიან მოხმარებას შესაძლოა მოჰყვეს შემდეგი ეფექტები:

ექსტაზს აქვს მიჩვევის პოტენციალი. ისევე როგორც სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, ფრთხილად მოეკიდეთ MDMA-ის მიღებას.

 

გამოყენებული მასალა:

https://nida.nih.gov/publications/drugfacts/mdma-ecstasymolly

https://altgeorgia.ge/drug-info/items/ecstasy-mdma-%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%9B%E1%83%90/

Exit mobile version