კავშირი დალაგებასა და ჯანმრთელობას შორის

სახლის დასუფთავება გულისხმობს ფიზიკურ აქტივობას 

ინდიანას უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეისწავლეს ასოციაცია ჯანსაღ ფიზიკურ აქტივობასა და სახლის ატმოსფეროს შორის. კვლევაში ჩართული იყო 998 ადამიანი, 49-65 წლის ასაკობრივი კატეგორიიდან.

ცნობილია, რომ ფიზიკურმა აქტივობამ შეიძლება შეამციროს გულ-სისხლძარვთა დაავადებების განვითარების რისკი. კვლევამ აჩვენა, რომ კვლევაში მონაწილეები, რომელთა სახლები მეტად სუფთა მდგომარეობაში იყო შენახული, უკეთესი ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოირჩეოდნენ, რაც მათი მხრიდან ფიზიკური აქტივობის დონესთან, სახლის დასუფთავებასთან იყო დაკავშირებული. 

კავშირი დალაგებასა და გარემოზე კონტროლს შორის 

ეკოლოგიური გაურკვევლობა, უმართაობა შეიძლება იყოს სტრესის მომგვრელი და ადამიანის ნორმალური ფუნქციონირების ხელშემშლელი. აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ ხშირად ვლინდება რიტუალიზაცია, რომელიც განსაზღვრულ, განმეორებად ქმედებებში გამოიხატება. ასეთი ქცევა, რომელიც თავისთავად რაიმე მიზანს არ ემსახურება, შეიძლება ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობის სიმპტომიც იყოს და ადამიანს კონტროლის შეგრძნების აღდგენაში ეხმარებოდეს. შფოთვის მომგვრელ სიტუაციებში რიტუალიზირებული ქცევა შესწავლილ იქნა 62 სტუდენტის მაგალითზე და დადგინდა რომ შფოთვასა და დალაგებას შორის კავშირი მართლაც არსებობს. ამ შემთხვევაში ქცევა არ იყო რიგიდული – გააჩნდა ობიექტური მიზანი დალაგების სახით. 

კავშირი დალაგებასა და გუნებაგანწყობის გაუმჯობესებას შორის

ერთ-ერთ კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Mindfulness, საკვლევ საკითხს წარმოადგენდა ჭურჭლის რეცხვისას Mindfulness მდგომარეობის შესაძლებლობა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 51-მა სტუდენტმა. შედეგად დადგინდა, რომ ჭურჭლის რეცხვის პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს  ადამიანის მეტად გაცნობიერებული მდგომარეობა, ასევე პოზიტიური აფექტები (უეცარი, ინტენსიური განცდა, ემოცია) და ამავდროულად შეამციროს ნევროტულობა. 

კავშირი დალაგებასა და ფოკუსის უნარს შორის

კვლევების თანახმად, მრავლობითი ვიზუალური სტიმულაცია აფერხებს კოგნიტურ ფუნქციას. აღნიშნული შეზღუდვა განპირობებულია, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი, ფსიქიკური პროცესებით. სენსორული არხების მეშვეობით, “ქვემოდან ზემოთ” – გარემოდან მოგვეწოდება ინფორმაცა, რომელიც დამუშავებას საჭიროებს, ხოლო თავის ტვინიდან – “ზემოდან ქვემოთ” მოედინება ინფორმაცია, რომელიც დაგროვებულ გამოცდილებას, ცოდნებს და მოლოდინებს ემყარება. როდესაც “ქვემოდან ზემოთ” სტიმულაცია იკლებს, ჩვენი ფოკუსირების უნარი უმჯობესდება. დალაგების შედეგად, მცირდება ზედმეტი ვიზუალური გამღიზიანებლების რიცხვი, მცირდება შფოთვა, ფოკუსირების უნარი უმჯობესდება. ამასთან, თუ დალაგების დროს გაცნობიერებული საქამინობით ხართ დაკავებული, თავად აქტიური დალაგება იწვევს თავდაჯერებულობის ზრდას, გარემოს მართვის შეგრნებას, რის შედეგადაც გაღიზიანება და შფოთვა მცირდება. 

გამოყენებული მასალები: Investigating the Link between Cleaning and Mental Health By Hidaya Aliouche, B.Sc., Reviewed by Emily Henderson, B.Sc. Published in News Medical Life Sciences  2022

References:

 

Exit mobile version