ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო

ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს შორის. ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ აღნიშნული პროდუქტები უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის და წარმოადგენს სიგარეტისთვის თავის დანებების ალტერნატიულ საშუალებას. 

სტატიაში განვიხილავთ, რას წარმოადგენს ელექტრო სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო და რამდენად უსაფრთხოა აღნიშნული პროდუქტები. 

ელექტრონული სიგარეტი (ე.წ. “ვეიპი”) შეიცავს სითხეს. სითხის გახურების შედეგად წარმოიქმნება აეროზოლი, რომელსაც ჩაისუნთქვას ადამიანი. ელექტრო სიგარეტის უმეტესობა შეიცავს ნიკოტინს, ასევე, პროპილენ გლიკოლს, გლიცერინს, სხვადასხვა კარცენოგენულ ნივთიერებებსა და დანამატებს. ზოგიერთი ნივთიერება, რომელიც შედის ელექტრონული სიგარეტის შემადგენლობაში, ასოცირებულია ფილტვების დაავადებებთან და კიბოსთან.

ელექტრონული სიგარეტის დაახლოებით 15000-მდე არომატი არსებობს და მოწყობილობის დიზაინიც განსხვავებულია. ბოლო ათწლეულებში ელექტრო სიგარეტის მოხმარება საკმაოდ გაზრდილია როგორც ახალგაზრდებში, ისე ზრდასრულებში. 

ბოლო პერიოდში საკმაო პოპულარობით სარგებლობს ელექტრონული სიგარეტის ახალი ბრენდი JUUl. მას აქვს USB ფლეშ დრაივის ფორმა. სხვა ელექტრონული სიგარეტებისგან განსხვავებით JUUl-ს აქვს მაღალი ნიკოტინის შემცველობა. მისი ერთი კაფსულა შეიცავს იმდენივე ნიკოტინს, რამდენსაც ერთი კოლოფი სიგარეტი. ამიტომ აღნიშნული პროდუქტი განსაკუთრებით საშიში და ზიანის მომტანია. 

ელექტრო სიგარეტი ბევრ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში, განიხილება როგორც თამბაქოს პროდუქტი, ისევე, როგორც სიგარეტი. 

გასახურებელი თამბაქოს პროდუქტი, როგორიცაა აიქოსი, წარმოადგენს ელექტრონულ მოწყობილობას. ის ელექტრონული სიგარეტისგან განსხვავებით წვის ნაცვლად ახურებს თამბაქოს ფოთოლს გარკვეულ ტემპერატურამდე, რათა გამოიყოს ნიკოტინი, შედეგად კი, გამოიყოფა აეროზოლი, რომელსაც შეისუნთქავს მომხმარებელი. 

აიქოსი შეიცავს ნიკოტინს, რომლის რაოდენობა სიგარეტისგან განსხვავებით შედარებით ნაკლებია (0,3 – 0,8 მგ), თუმცა, რადგან აიქოსის შემთხვევაში ხდება არა თამბაქოს ფოთლის წვა, არამედ წვის პროცესამდე გახურება, მომხმარებელი შესუნთქვისას შეიწოვს მეტ ნიკოტინს. 

ელექტრონული სიგარეტი და აიქოსი შედარებით ახალი პროდუქტებია და ამჟამად მიმდინარეობს მათი კვლევა. თუმცა, უკვე სახეზეა ფაქტები, რაც არსებული კვლევების შედეგად ცნობილია. მაგალითად:

ვეიპებისა და აიქოსის მწარმოებელი კომპანიები იყენებენ  მიმზიდველ არომატებსა და დიზაინს არაპირდაპირი რეკლამირების გზით. კვლევებმა აჩვენა, რომ ბევრი ახალგაზრდა სინჯავს აიქოსსა და ვეიპს ინტერესის გამო. აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმად ელექტრონულ სიგარეტებში აიკრძალა გარკვეული არომატებისა და მენთოლის გამოყენება. 

 

გამოყენებული მასალა:

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. (2023). https://www.ncdc.ge/#/pages/file/02af3037-538c-470a-b7f1-ccc064c7dcc5 

Centers for Disease Control and Prevention. https://www.cdc.gov/tobacco/basic_information/e-cigarettes/Quick-Facts-on-the-Risks-of-E-cigarettes-for-Kids-Teens-and-Young-Adults.html 

Exit mobile version