რას წარმოადგენს კლიმატის ცვლილება
კლიმატის ცვლილება არის გრძელვადიანი ცვლილებები ამინდის პატერნებისა, რომლებიც განსაზღვრავენ დედამიწის ლოკალურ, რეგიანალურ და გლობალურ კლიმატს. აღნიშნული ცვლილებები მოიცავს ფართო სპექტრს და მათი ეფეტებიც სხვადასხვანაირია.
დედამიწზე კლიმატის ცვლილებები მეოცე საუკუნის შუა პერიოდიდან იწყება და მასზე გავლენას ახდენს ადამიანი და მისი საქმიანობა, კერძოდ, წიაღისეული საწვავის წარმოება, რაც იწვევს სათბური აირების წვას. შედეგად, წლების განმავლობაში იზრდება ჰაერის ტემპერატურა დედამიწაზე.
მეცნიერები წლების განმავლობაში აკვირდებიან და იკვლევენ მიწას, წყალს, ჰაერსა და კოსმოსს, შედგად კი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კლიმატის ცვლილება იწვევს: ოკეიანეების ტეპმერატურისა და ზღვის დონის მატებას, ყინულის დნობას პოლუსებზე, ასევე მყინვარების დნობას. ქარიშხლების, სითბური ტალღების, ხანძრების, გვალვებისა და წყალდიდობების მატებას.
პრეინდუსტრიული პერიოდიდან მოყოლებული (1850-1900 წლები), ადამიანის აქტოვობის შედეგად დედამიწაზე ჰაერის საშუალო ტეპმერატურა 1 გრადუსი ცელსიუსით არის გაზრდილი.
კლიმატის ცვლილების ეფექტები
გლობალური დათბობის შედეგები, რომელიც ადამიანებისგან არის გამოწვეული, მიმდინარეობს ახლა და ამჟამად. პროცესი შეუქცევადია და გაგრძელდება მანამ, სანამ ადამიანები აგრძელებენ სათბური აირების გამოყენებას.
კლიმატის ცვლილებები, რომლებიც უკვა სახეზეა:
- მყინვარებისა და ყინულის საფარის შემცირება
- მდინარისა და ტბის ყინულების ადრეული დაშლა
- მცენარეებისა და ცხოველების გეოგრაფიული არეალის ცვლილება
- მცენარეების ადრეული ყვავილობა
“კლიმატის ცვლილების მასშტაბი, სისწრაფე და მასთან დაკავშირებული რისკები დამოკიდებულია იმ უახლოეს გეგმებზე და ქმედებებზე, რომელთა გატარებაც შეამცირებს მავნე შედეგებს. შედეგები, რასაც ვიმკით გლობალური დათბობის შედეგად, იზრდება და მძიმდება ყოველდღიურად.”
ზოგიერთი ცვლილება (მაგალითად გვალვა, ტყის ხანძრები, ძლიერი წვიმები), უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე მეცნიერები ვარაუდობდნენ. გარკვეული ცვლილებები კი, შეუქცევადია და გაგრძელდება მომდევნო ასწლეულების განმავლობაში.
მავნე შედეგების მასშტაბი დამოკიდებულია ადამიანების მოქმედებაზე. კერძოდ, რა რაოდენობის სათბურ აირებსა და ნახშიროჟანგს გამოვყოფთ მომავალში. შეგვიძლია მათი შემცირებით თავიდან ავიცილოთ ზოგიერთი სავალალო შედეგი.
წყარო: