ოპიოიდები/ოპიატები დეპრესანტების ძირითად კატეგორიაში შედის. დეპრესანტები ცენტრალურ ნერვულს სისტემაზე მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი (სედაციური), იწვევ ტვინსა და სხეულს შორის კავშირის შესუსტებას. შენელებულია კავშირი კოორდინაციასა და კონცენტრაციაზე. მათი დიდი დოზებით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა, ღებინება, უგონო მდგომარეობა და სიკვდილი.
ოპიოდიები მოიცავს მაგალითად ფენტანილს. ოპიატები – ჰეროინს, მორფინს, კოდეინს და ა.შ.
საქართველოში ოპიატების მოხმარება დღემდე გამოწვევად რჩება. 2014 წლისთვის ქვეყანაში ინექციურ მომხმარებელთა საშუალო რაოდენობა განისაზღვრა 49,700 პირით, ხოლო პრევალენტობა 2,02%-ით, 18-64 წლის მოსახლეობაზეგადათვლით. 2019 წლის მონაცემებით კვლევაში ჩართული რესპონდემტების 55%-ის მიერ, ბოლო 30 დღის განმავლობაში, ყველაზე ხშირად მოხმარებულ ნარკოტიკულ ნივთიერებად სასახელდა ჰეროინი/სირეცი, ხოლო 36%-ის მიერ კი ინექსიურად მოხმარებით ე.წ. ქუჩის სუბუტექსი.
ოპიოიდებს/ოპიატებს ხშირად ტკივილგამაყუჩებლად იყენებენ, ორგანიზმი მალე ეჩვევეა მას და უყალიბდება ტკივილზე მაღალი მგრძნობელობა. ადამიანს აღარ ჰყოფნის თავდაპირველი დოზა, რადგან ის ვერ ერევა ტკივილს და იწყებს ნივთიერების დოზისა და სიხშირის გაზრდას. ზოგადად, ოპიოიდებზე მალე ყალიბდება ტოლერანტობა, რის შედეგად ადამიანი ზრდის ნივთიერების დოზასა და სიხშირეს. ადვილია ზედოზირება, რაც შესაძლოა ლეტალურადაც დასრულდეს. ხშირად ადიქციის სფეროში მომუშავე პრაქტიკოსი სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ხდება ზედოზირება ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვედრილი ადამიანი პატიმრობის პერიოდში არ მოიხმარს ოპიოდებს, გამოსვლის შემდეგ კი იყენებს იმ დოზას, რომელსაც მოიხმარდა პატიმრობამდე. ამ პერიოდისთვის ტოლერანტობა საგრძნობლად არის შემცირებული, ჩვეული დოზა კი სასიკვდილო აღმოჩნდება ხოლმე.
ოპიატების ჯგუფიდან ერთ-ერთი გავრეცელებული ნივთიერება არის ჰეორინი. ის ურთიერთქმედებს თავის ტვინში არსებულ ოპიოიდურ რეცეპტორებთან, რის შედეგადაც იწვევს ისეთ ეფექტებს, როგორებიცაა ტკივილის შემსუბუქება, სხეულისა და გონების მოდუნება და კმაყოფილების შეგრძნება.
ჰეროინი გვხვდება სხვადასხვა ფორმით, მათ შორის თეთრი ფხვნილისა და გრანულების სახით.
ჰეროინს მოიხმარენ ინტრავენურად, ეწევიან ან ამატებენ სიგარეტს, კოკაინსა და კანაფს.
ჰეროინის ეფექტები დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:
- სიმაღლე, წონა და ჯანმრთელობა
- მიღებული ნოივთიერების დოზა
- ნივთიერების სიძლიერე და ხარისხი
- ჰეროინის სხვა ნივთიერებასთან ერთად მიღება
- ტოლერანტობა (რამდენად მიჩვეულია ჩვენი ორგანიზმი ამ ნივთიერების მიღებას)
ჰეორნის ეფექტებია:
- ტკივილის შემსუბუქების გრძნობა
- მოდუნება, ძილიანობა და მოუხერხებლობა
- პირის სიმშრალე
- რეალობისგან მოწყვეტის შეგრძნება
- შენელებული მეტყველება
- შენელებული სუნთქვა და გულისცემა
- დაწვრილებული გუგები
- ღებინების შეგრძნება
- ინტრავებული გამოყენება ზრდის ინფექციების რისკს, ხოლო ნემსის გაზიარება B და C ჰეპატიტისა და აივის რისკებს.
ჰეორინის ხანგრძლივი და რეგულარული მოხმარების ეფექტებია:
- გაუარესებული გუნება-განწყობა
- ქალების შემთხვევაში ხშირია არარეგულარული მენსტრუაცია და დაფეხმძიმების სირთულე
- დამოკიდებულების განვითარება
- ლიბიდოს დაქვეითება
- ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესება
- ინსომნია
- ვენების დაზიანება და კოლაფსი
- პირის ღრუს პრობლემები
- გულის, ფილტვების, ღვიძლის პრობლემები
- სამსახურეობრივი, სამუშაო ან სოციალური პრობლემები
ჰეროინით ზედოზირება საკმაოდ ხშირია. ზედოზირება შესაძლოა გამოიწვიოს მისმა მაღალი დოზით ან სხვა ნივთიერებასთან ერთად გამოყენებამ. ზედოზირების სიპმტომებია: სუნთქვის შენელება, გულის წასვლა, არარეგულარული გულისცემა, კონცენტრაციის პრობლემები.
ჰეროინით ზედოზირებისას გამოიყენება ნალოქსონი, იგივე ნარკანი. ის კეთდება კუნთში ან პირის ღრუში შესხურებით და ანეიტრალებს ჰეროინის ეფექტებს.
მორფინი ოპიატების ჯგუფის ერთ-ერთი გავცრელებული ნარკოტიკული ნივთიერებაა, მათ შორის საქართველოში. ის ჰეორინის მსგავსად ხშირად გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება და მალე ყალიბდება მის მიმართ ტოლერანტობაც. ადამიანს ძალიან მოკლე პერიოდში შესაძლოა დასჭირდეს ათჯერ მეტი დოზა, რაც ზრდის მორფინით ზედოზირებისა და სიკვდილიანობის რისკებს.
მორფინის მოხმარების ეფექტები და ზედოზირების სიმპტომები ჰეორინის მსგავსია. ზედოზირებისას მორფინის შემთხვევაშიც გამოიყენება ნალოქსონი, თუმცა ნებისმიერი ნივთიერების შედეგად ზედოზირებისას აუცილებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება.
ოპიოიდებზე/ოპიატებზე დამოკიდებულების სამკურნალოდ გამოიყენება მეთადონი, ბუპრენორფინი და ფსიქო-სოციალური თერაპია.
ფსიქოლოგიური მკურნალობა მოიცავს: 12 ნაბიჯის მეთოდს, კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიას, გეშტალტ თერაპიას, არტ-თერაპიას. ფსიქოანალიზსა და EMDR თერაპიას, ასევე, ფსიქოგანათლებასა და თვითდახმარების ჯგუფებს.
ბუპრენორფინით მკურნალობა აქტიურად გამოიყენება მაგალითად, საფრანგეთსა და ესპანეთში. საფრანგეთში აღნიშნული მედიკამენტით მკურნალობა თავისუფალია გადასახადისგან. ბუპრენორფინი ამცირებს ნარკოტიკის მიმართ ლტოლვას და აქვს გარკვეული უპირატესობები მეთადონთან შედარებით, კერძოდ, მისი ხანგრძლივი ეფექტურობა და გამოყენების მოქნილი გრაფიკი, ასევე მისი შეწყვეტით გამოწყვეული აღკვეთის სიმპტომები მეტად მსუბუქია.
საქართველოში ნარკოტიკებისგან თავისუფლებაზე ორიენტირებული მკურნალობის მიღება შესაძლებელია 9 კლინიკაში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ხონი). ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია ხელმისაწვდომია 5 სარეაბილიტაციო ცენტრში, მათ შორის, კამარაში, თანადგომასა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში.
გამოყენებული მასალა:
კოენი უ.ე. (2017). ფსიქოაქტიური საშუალებების ფიზიკური და ფსიქიკური ეფექტები.
ნარკოვითარების წლიური ანგარიში. (2019). ნარკოვიტარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
https://altgeorgia.ge/media/uploads/drug-situation-2019.pdf
J. P. Moatti et al. (2000). Adherence to HAART in French HIV-infected injecting drug users: the contribution of buprenorphine drug maintenance treatment.