12 ნაბიჯის პროგრამის პირველი ნაბიჯები საქართველოში – ინტერვიუ მანანა სოლოღაშვილთან

კითხვებს პასუხობს მანანა სოლოღაშვილი – ექიმი, ფსიქოლოგი, ორგანიზაციაჰეპა+”- ის დირექტორი, წითელი ჯვრის სარეაბილიტაციო ცენტრის ფსიქოლოგი.

 

თუ შეიძლება რომ მოგვიყვეთ ცოტა თქვენი საქმიანობის შესახებ, როგორ დაფუძნდა საქართველოში 12 ნაბიჯის პროგრამა, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი თქვენ ხართ.  

ყველაფერი დაიწყო 1998 წელს, როცა დაფუძნდა ქალთა კლუბი “პეონი”, რომელიც ფემინისტური ორგანიზაცია იყო. აქედან მოვხვდი  ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ცენტრში, ვმუშაობდი ფსიქოლოგად ძალადობის მსხვერპლ ქალებთან, თითქმის ათი წელი. მუშაობის პერიოდში გავეცანი დამოკიდებულ პირთა სარეაბილიტაციო პროგრამას, რომელიც 12 ნაბიჯის პროგრამით მუშაობას მოიცავდა. 2005 წლიდან, პოლონელ ექსპერტთა დახმარებით დავნერგეთ პროგამის სარეაბილიტაციო ცენტრები მონასტრებში და ასევე ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომელთაც იმუშავეს 2010 წლამდე, საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით. 

2010-2011 წლებში ევროკავშირის პროექტის ფარგლებში სახელმწიფომ გადაიბარა ციხეში არსებული სარეაბილიტაციო ცენტრი – 12 ნაბიჯის პროგრამა “ატლანტი”. სამწუხაროდ სახელმწიფომ არაფერი გააკეთა ამ მიმართულებით, ვერ ამუშავა ცენტრი. ჩვენ კი დაფინანსება აღარ გვქონდა, რადგან სახელმწიფომ გადაიბარა. 2014 წლიდან კვლავ ვეცადეთ დაფინანსების მოპოვებას და გავაააქტიურეთ ბრძოლა, შედეგად რამდენიმე წელი კვლავ ამუშავეს ციხეებში პროგრამა, რომელიც სახელმწიფო პროგრამა გახდა, შემდეგ ისევ გააჩერეს. სამწუხაროდ დღეს ციხეებში არ არსებობს აღნიშნული პროგრამა. თავის დროზეც ხარვეზებით მუშაობდა ციხეში, რადგან სათანადოდ არ სრულდებოდა პროგრამის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაო.  

ამჟამად გვაქვს მიდინარე 12 ნაბიჯის პრგრამა, რომელიც წითელი ჯვრის მხარდაჭერით მიმდინარეობს. ჩვენ პროგრამაში ჩართულია როგორც კაცები, ისე ქალებიც. ჯგუფში ჩართვა უფასოა. 

 

როგორ არის ორგანიზებული ეს ჯგუფები? რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, ვისაც პროგრამაში ჩართვა სურს?

ჯგუფურ თერაპიას ვიწყებთ ორშაბათს 12:00 საათზე და ვამთავრებთ 15:00 ან 17:00 საათზე, გაააჩნია დღეს. გვაქვს სულიერი განვითარების ცალკე ჯგუფიც, რომელსაც სასულიერი პირი ატარებს და კვირაში ერთი საათი ამ ნაწილს ეთმობა. 

შეხვედრებს ვიწყებთ სულიერი სიმშვიდის პრაქტიკებით. გვაქვს შეხვედრები ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა. ხანგრძლივი რეაბილიტაცია განსაზვრულია 4-დან 6 თვემდე. გვაქვს ყოველდღე ინდივიდუალური მუშაობა და ჯგუფურიც. პრაქტიკული და თეორიული სამუშაო, ასევე არის თვითდახმარების ჯგუფები, უკვე 5 ჯგუფი გვყავს ასეთი. პრაქტიკულ ნაბიჯებს ჯგუფის მონაწილეები გადიან იმ პირებთან ერთად, ვინც გათავისუფლდა ადიქციისგან და ახლა სხვებს ეხმარება. 

12 ნაბიჯის პროგრამა მოიცავს იმას, რომ როდესაც გაივლი ყველა ნაბიჯს და გათავისუფლდები დამოკიდებულებისგან, სხვას უნდა გადასცე შენი ცოდნა. აღნიშნულ პროგრამაში, რომელსაც მინესოტური მოდელი ჰქვია, ჩართვის მთავარი კრიტერიუმია ადამიანს ჰქონდეს გავლილი დეტოქსი/თვითდეტოქსი, როდესაც უკვე აღარ აქვს აღკვეთის სინდრომი ე. წ. ლომკა.

 

მოკლედ რომ გვითხრათ რას მოიცავს 12 ნაბიჯის პროგრამა, თითოეული ნაბიჯი?

პროგრამა მოიცავს ურთიერთობის გაუმჯიბესებას როგორც ჯგუფში, ისე მის გარეთ – სოციუმში. მინესოტური მოდელი გუსლისხმობს ყოფილი დამოკიდებულებისა და მათი გამოცდილების გაზიარებას ჯგუფის წევრებთან. ეს არის პროფესიული, ფსიქო-სოციალური პროგრამა, სადაც ჩართულია როგორც ყოფილი მომხმარებლები, ასევე ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები. 

პირველი ნაბიჯი ეს არის პრობლემის აღიარება, რომ უძლური ვარ დამოკიდებულების წინაშე, ქრონიკული დაავადების წინაშე და ვერ ვუმკლავდები მას მარტო. 

მეორე ნაბიჯია – მივენდობი, ვთხოვ ჩემზე ძლიერ ძალას დამეხმაროს. ძლიერ ძალაში შესაძლოა არ იგულისხმებოდეს ღმერთი, ეს არ არის რელიგიური პროგრამა, ვიღაძისთვის ეს იქნება ღმერთი, ვიღაცისთვის ოჯახი და სხვა რამ. 

მესამე ნაბიჯი არის ის, რომ ჩემზე ძლიერ ძალას გადავაბარო პრობლემა, რომ ის დამეხმაროს. 

მეოთხე ნაბიჯი მოიცავს საკუთარი ცხოვრების გაანალიზებას. აღნიშნული ნაბიჯი მოიცავს კონკრეტულ მეთოდებს, რომლის მიხედვითაც ხდება გაანალიზების პროცესი. ამ ნაბიჯზე ვიწყებთ წყენების გააზრებას. აღიარება საკუთარი პასუხისმგებლობის, რომ ჩემს წყენებში ჩემი წვლილიც არის. მეც ვუშვებ შეცდომებს. 

მეხუთე ნაბიჯია საკუთარი ხასიათის დეფექტების აღიარება საკუთარი თავის წინაშე და სხვებთან. ვუზიარებთ ჩვენი ხასიათის დეფექტებს უმაღლეს ძალას. ხდება ისე, რომ ვიღაცისთვის საკმარისი აღმოჩნდება თვითდახმარების ჯგუფები, ვიღაცისთვის სულიერ მოძღვართან ურთიერთობა და ვიღაცას სრული პროგრამის გავლა სჭირდება. 

მეექვსე ნაბიჯია სრულად შემზადება იმისთვის, რომ უმაღლესმა ძალამ გაგვანთავისუფლოს ჩვენი ხასიათის დეფექტებისგან.

მეშვიდე ნაბიჯზე უკვე ვიწყებთ ხასიათის დეფექტებზე მუშაობას და მზადყოფნას განთავისუფლებისთვის. 

მერვე ნაბიჯია სიის შედგენა იმ ადამიანების, ვისაც მივაყენეთ ზიანი ჩვენი დამოკიდებულების გამო. 

მეცხრე ნაბიჯი – ვცდილობთ ამ ზიანის ანაზღაურებას და გამოსწორებას. 

მეათე ნაბიჯი ერთგვარი ინვენტარიზაცია, ვუშვებდი თუ არა შეცდომებს და იქვე ვასწორებდი თუ არა. 

მეთერთმეტე ნაბიჯი ყოველდღე დილას  ვადგენთ დღის გეგმას, საღამოს კი ანგარიშს ვწერთ. ასევე ვაწარმოებთ ემოციების დღიურს. 

მეთორმეტე ნაბიჯია – მივაღწიე რა სულიერ გამოღვიძებას, რასთანაც მიმიყვანა ამ ნაბიჯებმა, შევეცადე ეს პრონციპები გამომეყენებინა ყველა სფეროში და მიმეტანა სხვა ადამიანებამდე. ძირიტადად ეს არის სხვისი დახმარება. 

 

Exit mobile version