რა გავლენას ახდენს ოფისის გარემო თანამშრომლებზე

ოფისის თანამშრომლები დიდ დროს ატარებენ შენობაში, გარემოში, რომელიც გავლენას ახდენს მათ კეთილდღეობაზე, სამუშაოს შესრულებაზე და პროდუქტიულობაზე. მიჩნეულია, რომ რაც უფრო მეტად კმაყოფილნი არიან თანამშრომლები ფიზიკური გარემოთი, მით უკეთესად გრძნობენ თავს და ეს აისახება მათ მუშაობაზეც. ფიზიკურ გარემოში იგულისხმება: ჰაერის ტემპერატურა ოფისში, ჰაერის ხარისხი, განათება, ფანჯრების ქონა, ხმაური, ავეჯის განლაგება/კომფურტულობა, თანამშრომლებს შორის კომუნიკაცია და ა.შ.

რიგი კვლევები ადასტურებს, რომ ფიზიკური გარემო პირდაპირ გავლენას ახდენს თანამშრომლების ქცევაზე, შესრულებული სამუშაოს ხარისხზე და მათ კეთილდღეობაზე. აღნიშნულ სტატიაში გთავაზობთ იმ ფაქტორების მიმოხილვას, რომლებიც გავლენას ახდენს თანამშრომლებზე და სამუშაო პროცესზე. 

სამუშაო ადგილის/გარემოს დიზაინი და მისი ეფექტი

სამუშაო ოფისების სივრცე ძირითადად ორ ტიპად იყოფა: ღია ტიპის ოფისი (Open-plan design) და დახურული/კაბინეტური ტიპის ოფისი (Closed floor plans). 

ღია ტიპის ოფისები ბოლო ათწლეულების განმავლობაში მეტად პოპულარული გახდა, სადაც ერთ საერთო სივრცეში განლაგებულია საოფისე მაგიდები, რომლებიც განცალკევებულია ერთმანეთისგან ტიხარით (მცირე კედელით), ან არ არის განცალკევებული. ასეთი ტიპის ოფისების უპირატესობებია –  მეტი მოქნილობა, მეტი თანამშრომლის განთავსებისა და სივრცის დაზოგვის შესაძლებლობა, გათბობისა და კონდიცირების ხარჯების შემცირება, თანამშროლებს შორის კომუნიკაციის შესაძლებლობა, რაც გავლენას ახდენს მათ კეთილდღეობასა და პროდუქტიულობაზე. თუმცა, ღია ტიპის ოფისებს აქვს თავისი მინუსებიც, კერძოდ: ხმაური, კონცენტრაციის სირთულე და პირადი სივრცის არ არსებობა. არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ ღია ტიპის ოფისების გარემო დაკავშირებულია თანამშრომლების სამუშაო კმაყოფილების შემცირებასთან და დაბალ მოტივაციასთან. ასევე თანამშრომლები აღნიშნავდნენ დაღლილობას, დისტრესსა და გაღიზიანებას. 

ოფისის გარემო და დიზაინი გავლენას ახდენს თანამშრომლებს შორის კომუნიკაციის სტილზეც. მოქნილი და კომფორტული გარემო აისახება კომუნკაციის სისწრაფესა და სიმარტივეზე. 

გარდა დიზაინისა, ოფისის გარემოში უზრუნველყოფილი უნდა იყოს საჭირო ნივთების ხელმისაწვდომობა, მაგალითად ფურცლები, კალმები, პრინტერი თუ სხვა საჭირო ინვენტარი მარტივად გამოსაყენებელი და ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინვენტარის ქონა, არამედ მათი განლაგებაც. მნიშვნელოვანია ასევე ოფისის განათება, რომელიც  უნდა იყოს საკმარისი. 

ოფისის ტემპერატურა და მისი გავლენა 

დადასტურებულია, რომ იფისში ტემპერატურა გავლენას ახდენს თანამშრომლების არა მხოლოდ ჯანმრთელობაზე, არამედ მათი მუშაობის ხარისხზეც. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კონდიცირების სისტემის ქონა ზაფხულში ზრდის თანამშრომლების კმაყოფილებასა და სამუშაოს შესრულებას 5-15%-ით. 25C ზევით რამდენადაც იწევს ტემპერატურა ოფისში, მით უფრო მცირდება თანამშრომელთა პროდუქტიულობა. ოფისისი ხშირი განიავება, ზომიერი ტემპერატურის შენარჩუნება და თანამშრომლებზე ზრუნვა ჯანსაღი გარემოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. 

ოფისის ფერები და მათი გავლენა

თითოეული ფერი სხვადასხვანაირად აღიქმება ადამიანის მიერ და სხვადასხვა გავლენა აქვს მის  განწყობაზე და სხეულზეც კი. აღმოჩნდა, რომ ფერებს გარკვეული გავლენა აქვს მუშაობის ხარისხსა და პროდუქტიულობაზეც. ზოგიერთი ფერი მეტად ამშვიდებს, ზოგი კი ასტიმულირებს ნერვულ სისტემას. 

მაგალითად, გრძელი, ვიწრო ოთახი მეტად კომფორტულად გამოიყურება, თუ ორი პატარა კედელი შეღებილია თბილ და ინტენსიურ ფერებში, ხოლო დანარჩენი ორი გრძელი კედელი მეტად ღია, მსუბუქ ფერებში. დაბალი ჭერი ნაკლებად დამთრგუნველია, თუ ის ღია ფერისაა, ამის საპირისპიროდ, მუქი ფერის მაღალი ჭერი მეტად მყუდროს გახდის საოფისე გარემოს. სასურველია ოფისის ოთახები ნეიტრალურ ფერენში იყოს შეღებილი, თუ სამუშაო სპეციფიკა მეტ კონცენტრირებას მოითხოვს თანამშრომლების მხრიდან. ასეთია, მაგალითად ბუღალტერია და იურიდიული-საკონსულტაციო ოფისი. ტელევიზიაში, ჟურნალისტებისთვის შესაძლებელია მეტად ეფექტური იყოს მკვეთრი და ხალისიანი ფერის ინტერიერი. ლურჯი ფერი ითვლება სასურველ სტიმულად კონცეტრაციისთვის, ხოლო მწვანე ფერი მენეჯერული საქმიაონობისთვის, ყვითელი ფერი კი, გაყიდვების დეპარტამენტისთვის. 

ფერების შერჩევა ოფისში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომფორტული გარემოს შესაქმნელად, არამედ თანამშრომლების ემოციური სტაბილურიბისთვის. 

ხმაური, როგორც ფსიქო-სოციალური სტრესი და მისი გავლენა

დადასტურებულია, რომ მუდმივი ხმაური ართულებს კონცეტრირებას და საოფისე გარემოში ქმნის დამატებით დისტრესისა და დაძაბულობის საფუძველს. ხმაურში იგულისხმება როგორც ოფისის შიგნით ადამიანების საუბარი და მისგან გამოწვეული ხმაური, ასეევ გარედან შემომავალი მანქანებისა თუ მშენებლობის ხმაური. 

არსებული კვლევები ხმაურის გავლენაზე არაერთგვროვანია და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად მის სიხშირეზე, ინტენსივობასა და ტიპზე. 

არსებობს საშუალებები, რომელთა გამოყენება ამცირებს ხმაურს ოფისში და გარემოს მეტად კომფორტულს ქმნის, მაგალითად:

მცენარეების ქონა და მათი გავლენა ოფისში მუშაობაზე

მცენარეებს ბევრ ოფისში აქტიურად იყენებენ, განსაკუთრებით ღია ტიპის ოფისებში, სადაც მცენარე მაგიდებს შორის ერთგვარი ტიხრის როლსაც შეიძლება ასრულებდეს. 

მცენარეები პოზიტიურ გავლენას ახდენს ადამიანზე, მათ შორის ოფისში. არსებობს დადებითი კორელაცია მცენარეების ქონასა და თანამშრომლებში სტრესის შემცირებას შორის, ასევე მცენარეების ქონასა და კეთილდღეობას შორის. თანამშრომლები, რომელთაც აქვთ ოფისში ხედი და მცენარეები, აღნიშნავდნენ ნაკლებ დაღლილობასა და სტრესის ქონას. 

დასკვნა

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ გარემო ფაქტორებს, როგორებიცაა: ხმაური, დიზაინი, ტემპერატურა, განათება, ფერები და მცენარეების ქონა ოფისში, გავლენას ახდენს თანამშრომლების კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობაზე და აისახება მათ შრომისუნარიანობაზე. გამოწვევა შეიძლება იყოს ოფისის ისე მოწყობა, რომ ყველა აღნიშნული ფაქტორი იქნას გათვალისწინებული, თუმცა სამსახურში, სადაც ადამიანები დღისა და ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებენ, საბაზისო საჭიროებას წარმოადგენს გარემოს კეთილმოწყობა და თანამშრომლებზე ზრუნვა.  

გამოყენებული მასალა:

Kamarulzaman N. et al. (2011). An Overview of the Influence of Physical Office Environments towards Employees.

Exit mobile version