ჩვენი წესები და პირობები:
ჩვენთან ნაყიდი პროდუქცია ფიზიკური სახით მოგეწოდებათ 2-3 სამუშაო დღის განმავლობაში თბილისის ფარგლებში და 5-7 დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით.
ჩვენი მხრიდან პროდუქტის მოწოდების ვალდებულება წარმოიშობა თქენ მიერ გადახდილი საფასურის ჩვენ საბანკო ანგარიშზე ასახვის შემდეგ.
საიტზე განთავსებული პროდუქციის ფასში არ შედის ტრანსპორტირების ხარჯი, რომელსაც თქვენ პროდუქციის ფასთან ერთად იხდით წინასწარ, თქვენ მიერ მითითებული მოწოდების ადგილის მიხედვით.
შეკვეთის მიღება და შესრულება ხდება სამუშაო დღეებსა და საათებში 10:00-დან 19:00-მდე.
გაყიდული პროდუქცია არ ექვემდებარება დაბრუნებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თქვენ პროდუქტის წუნი მიღებისთანავე აღმოაჩინეთ და შეგვატყობინეთ აღნიშნულის შესახებ წერილობით. ასეთ შემთხვევაში გადახდილი თანხა დაგიბრუნდებათ მთლიანად პრეტენზიის წარდგენიდან მომდევნო 3 დღეში.
გადახდილი საფასურის დაბრუნება შესაძლებელია ჩვენთვის წერილობითი შეტყობინების მოწოდებით, სანამ პროდუქტი გადმოგეცემათ.
ჩვენ შორის შეთანხმება არ იარსებებს, ვიდრე ჩვენ არ შეგატყობინებთ, რომ თქვენთვის სასურველი პროდუქცია გვაქვს მარაგში და შეგვიძლია ის თქვენ მოგაწოდოთ.
ნებისმიერი პრეტენზიის განხილვა/მოგვარება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
პერსონალური მონაცემების დაცვის წესები
ჩვენთვის გაზიარეული თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ თქვენთვის შეკვეთის მოწოდების მიზნით, შეინახება და წაიშლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ თქვენი პერსონალური მონაცემების კანონსაწინააღმდეგო კიბერ შეტევის შედეგად გაჟონვის შემთხვევაში.