კითხვებს პასუხობს დავით ოთიაშვილი - ექიმი-ნარკოლოგი, ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის დოქტორი, მკვლევარი, ორგანიზაცია "ალტერნატივა ჯორჯიას" დამფუძნებელი და დირექტორი, ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის...
ოპიოიდები/ოპიატები დეპრესანტების ძირითად კატეგორიაში შედის. დეპრესანტები ცენტრალურ ნერვულს სისტემაზე მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი (სედაციური), იწვევ ტვინსა და სხეულს შორის კავშირის შესუსტებას....
გემბლინგს, იგივე აზარტულ თამაშებს დიდი ხნის ისტორია აქვს და მისი არსებობის შესახებ ინფორმაციას ჩვენ წელთაღრიცხვამდე წყაროებშიც ვხვდებით. აზარტული თამაშები ბოლო...
ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს შორის. ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ აღნიშნული პროდუქტები უსაფრთხოა...
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები (აფნ) საქართველოში აქტიურად ვრცელდება ბოლო 15-20 წელია. ტერმინი “ახალი” პირობითია, რადგან ეს ნივთიერებები საკმაოდ დიდი ხანია რაც მსოფლიო ნარკოხცენაზეა...
საქართველოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული, არალეგალური ნარკოტიკული საშუალებებია: ჰალუცინოგენებედან კანაბინოიდების ჯგუფი (კანაფი, ჰაშიში), სტიმულატორები, სადაც შედის ოპიოიდების ჯგუფი. ოპიოდიები მოიცავს ოპიატებს...
კანაბინოიდები კანაბისის მცენარე 100-მდე კანაბინოიდსა და უფრო მეტ არაკანაბიოიდს მოიცავს. მისი წარმოშობის სავარაუდო ადგილი ჩინეთი და ცენტრალური აზიაა. ჩინეთის ისტორიულ...
ექსტაზის ქიმიური სახელწოდებაა 3,4-მეთილენდოქსი–მეტამფეტამინი. ტაბლეტის სახით ცნობილია როგორც ექსტაზი, ხოლო ფხვნილისა და კრისტალური სახით, როგორც მოლი. ექსტაზს წვეულების ნარკოტიკსაც ეძახიან. MDMA სინთეტიური ნარკოტიკია და მოიცავს როგორც სტიმულატორის, ასევე ჰალუცინოგენის ეფექტებს. ის ცვლის გუნება–განწყობას, დროის შეგრძნებას, აღქმას. თავდაპირველად ექსტაზი პოპულარული იყო ღამის კლუბებში “რეივერებისთვის”, თუმცა მომხმარებელთა წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა. MDMA ზრდის ტვინის ქიმიური ნივთიერების აქტივობას და ხელს უწყობს შემდეგი ჰორმონების გამოყოფას: დოფამინი – პასუხისმგებელია სიამოვნებაზე, მოტივაციაზე, მოძრაობასა და მეხსიერებაზე. ექსტაზის მიღების შედეგად წარმოიქმნება ჭარბი ენერგია/აქტივობა, რაც მოქმედებს თავის ტვინის დამაჯილდოვებელ სისტემაზე და ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს მსგავსი ქმედების განმეორებას მომავალში. ნორეპინეფრინი – ზრდის გულისცემას და არტერიულ წნევას, რაც განსაკუთრებით სარისკოა გულისა და სისხლძარღვების პრობლემების მქონე ადამიანებისთვის სეროტონინი – გავლენას ახდენს განწყობაზე, მადაზე, ძილს და სხვა ფუნქციებზე. ექსტაზის ეფექტი დამოკიდებულია არა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების შემადგენლობაზე, არამედ მომხმარებლის სხეულის აგებულებაზე, გუნება–განწყობაზე, და გარემოზე, რომლებშიც ხდება მისი მიღება. ექსტაზის ზომიერი გამოყენების შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში ადამიანმა შეიძლება განიცადოს: გაღიზიანებადობა იმპულსურობა და აგრესია დეპრესია ძილის პრობლემები შფოთვა მეხსიერების და ყურადღების პრობლემები დაქვეითებული მადა შემცირებული ინტერესი სექსის მიმართ შესაძლებელია, რომ ზოგიერთი აღნიშნული ეფექტი გამოწვეული იყოს MDMA-ს სხვა ნივთიერებებთან, განსაკუთრებით მარიხუანასთან ერთად გამოყენების გამო. ექსტაზის რისკებია: სხეულის ტემპერატურის მატება და ოფლიანობა. იმის გამო, რომ იგი ძლიერი სტიმულატორია და ახასიათებს სხეულის ჰიპერაქტიურობა, შესაბამისი გაგრილებისა და წყლის გარეშე მარტივად შესაძლებელია, მის მომხმარებელს, მთელი ღამის ცეკვის შედეგად, ჰიპერთემია (სხეულის გადახურება) განუვითარდეს....
ჯადოსნური სოკოები ჯადოსნური სოკო გვხვდება ბუნებრივ გარემოში. ადამიანები ჯადოსნურ სოკოს მოიხმარენ მისი ჰალუცინოგენური ეფექტების გამო. ჯადოსნური სოკოს მთავარი ინგრედიენტი არის...
ალკოჰოლი ალკოჰოლი ფსიქოაქტიური ნივთიერებააა და მიეკუთვნება დეპრესანტების ჯგუფს. იგი შეიცავს ეთაქნოლს ან ეთანოლის სპირტს, რომელიც იწვევს სიმთვრალის მდგომარეობას. მიღებისას ალკოჰოლის დაახლოებით 20% შეიწოვება კუჭის მეშვეობით, დანარჩენი 80% შეიწოვება წვრილ ნაწლავში. ალკოჰოლი სისხლძარღვის მეშვეობით ხვდება სხვადასხვა ორგანოებში და იწყებს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას. მიღებული ალკოჰოლის დიდი წილი მეტაბოლიზდება ღვიძლის მეშვეობით, ამიტომ ალკოჰოლის ხანგრძლივმა გამოყენებამ და გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანოს დატვირთვა, შედეგად კი, ჯანმრთელობის პრობლემები. თავის ტვინში ალკოჰოლი ურთიერთქმედებს ნეიროტრანსმიტერების მეშვეობით და გავლენას ახდენს განწყობის, ცნობიერების და აღქმის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. ალკოჰოლი თრგუნავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და ანელებს თავის ტვინის ფუნქციონირებას. ალკოჰოლის გამოყენების მოკლევადიანი ეფექტებია: შენელებული მეტყველება; კოორდინაციის პრობლემები;...
დაგვიკავშირდით:
ელ. ფოსტა: centercognita@gmail.com
ტელეფონი: +995 593 228 168
წესები და პირობები | პერსონალური მონაცემების დაცვის წესები