კითხვებს პასუხობს ცენტრი Cognita-ს დირექტორი, ფსიქოლოგი ნინო ბექაია.
რას უკავშირდება ნიკოტინური დამოკიდებულების დაძლევის პროგრამის – კოგნიტას დაარსება და რას მოიცავს პროგრამა?
კოგნიტას დამფუძნებლები, წამყვანები ვართ ყოფილი მწეველები, როლებმაც თავად გავიარეთ ის გზა, რასაც ჩვენი პროგრამის მინაწილეები გადიან. როდესაც დაძლევ დამოკიდებულებას, მერე ბუნებრივად გიჩნდება სურვილი, სხვებსაც გაუზიარო შენი გამოცდილება და ასეც მოხდა. ჩვენს მეგობრებთან, ნაცნობებთან ბევრს ვსაუბრობდით ნიკოტინურ დამოკიდებულებაზე, მის დაძლევაზე და ჩვენ გამოცდილებაზე. ბევრმა შეწყვიტა მოწევა, გარკვეული დროის მერე კი გადავწყვიტეთ, ორგანიზებული სახე მიგვეცა ამ ყველაფრისთვის, რათა მეტ ადამიანს დავხმარებოდით და გაგვევრცელებინა ჩვენი ცოდნა. ასე დაარსდა კოგნიტა 3,5 წლის წინ. სხვა დამოკიდებულებებზე მუშაობის გამოცდილებაც მაქვს, ვარ ფსიქოლოგი.
5 ნაბიჯის პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც მოიხმარს თამბაქოს ან ნიკოტინის შემცველ ნებისმიერ ნაწარმს: სიგარეტს, აიქოსს, ვეიპს და ა.შ. 5 ნაბიჯის პროგრამა იყენებს როგორც მოტივაციურ, ასევე კოგნიტურ-ბიჰეივიორული ფსიქოკონსულტირების მეთოდს. თერაპიის მიზანია დაეხმაროს კლიენტს შეცვალოს დამაზიანებელი აზროვნების პატერნი. მონაწილეს აქვს შესაძლებლობა განასხვავოს რეალური და შეცდომაში შემყვანი აზრები მოწევასთან დაკავშირებით და გამოიმუშაოს უნარები, რომლებიც დაეხმარება გაუკმლავდეს ტრიგერებს, გამოიმუშავოს სტრესთან გამკლავების ახალი ქცევები და ა.შ. ნიკოტინური დამოკიდებულების დიდი წილი მოდის ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებაზე, ამიტომ პროგრამის ფარგლებში ჯერ ვმუშაობთ სწორედ ფსიქლოგიურ დამოკიდებულებაზე და შემდეგ ვწყვეტთ მოწევას.
5 ნაბიჯის პროგრამა ეხმარება მწეველებს ძლიერი სტერსისა და ნეგატიური ემციების თანხლების გარეშე შეწყვიტონ თამბაქოს ნაწარმის მოხმარება. მონაწილეებმა იციან, როგორ გაუმკლავდნენ ტრიგერებს, სტრესულ სიტუაციებს მარტივად და არ მოიმატონ წონაში.
თქვენ ახსენეთ ნიკოტინზე დამოკიდებულება, რას მოიცავს ის და რას ნიშნავს ზოგადად დამოკიდებულება?
დამოკიდებულება ქრონიკული მდგომარეობაა, რომელიც ხასიათდება ნივთიერების კომპულსიური მიღებით ან კომპულსიური ქცევით. ნიკოტინი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა, რომელიც იწვევს მიჩვევას. ნიკოტინური დამოკიდებულება მოიცავს ბიო-ფსიქო-სოციალურ ფაქტორებს, ასევე ჩვევით ნაწილს.
ნიკოტინი სწრაფად შეიწოვება თამბაქოს ნაწარმის მოხმარების შედეგად, მალე აღწევს ტვინამდე და გავლენას ახდენს ნეირონების მუშაობაზე. სისტემატურად მოხმარებისას ნიკოტინი ითავსებს ბუნებრივი ნეიორმედიატორის ფუქნციონირებას, რის შედეგადაც იცვლება ნივთიერებათა ბალანსი.
მწეველი დამოკიდებული ხდება ნიკოტინზე ფიზიკურ დონეზე, ის ასევე დამოკიდებული ხდება ფსიქოლოგიურადაც. ადიქცია (დამოკიდებულება) ცვლის ჩვენი ფიქრების პატერნს, აყალიბებს პოზიტიურ დამოკიდებულებას მოწევის პროცესის მიმართ, რაც გვაფიქრებინებს, რომ გვიყვარს, მოგვოწნს სიგარეტი, გვეხმარება სტრესის დაძლევაში, ის ჩვენი მეგობარია და მის გარეშე გაგვიჭირდება სოციალიზაცია, სტრესთან გამკლავება და ა.შ. დამოკიდებულება ზეგავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე, ურთიერთობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
არსებობს მეორადი მწეველობა (second hand smoking), რომელიც ასევე ზიანის მომტანია. მეორადი მწეველობის დროს ადამიანი თავად არ ეწევა, არ არის მწეველი, მაგრამ სისტემატურად შეისუნთქვას ოჯახის წევრების ან სხვა მწეველების გამონაბოლქვს. მსოფლიოში წელიწადში მილიონი ადამინი (ცოტა მეტიც) იღუპება მეორადი მწეველობის შედეგად, ამიტომ მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ სხვებს და არ მოვწიოთ დახურულ სივრცეებში. არსებობს მესამე ხელის მწეველობაც (third hand smoking), როდესაც მაგალითად, დახურულ სივრცეში თამბაქოს ნაწარმის მოხმარების შედეგად გამოყოფილი მავნე ნაწილაკები რჩება თმაზე, ტანსაცმელზე, კანზე, საგნებზე და ა.შ. მათი შეწოვის შედეგად იზრდება სხვადასხვა დაავადებების რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში.
ყველამ ვიცით, რომ სიგარეტი მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. რამდენად ახდენს გავლენას ჯანმრთელობის ფაქტორი მოწევის შეწყვეტის გადაწყვეტლიებაზე?
ხშირად ჩვენი ცოდნა, როდესაც მწეველი ვართ, შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ მოწევა იწვევს ფილტვის კიბოს, გულ-სისხლ-ძარღვთა პრობლემებს და აბერებს კანს. შესაძლოა ზოგს უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს ზიანზე, ზოგს ნაკლები და ამას თავისი მიზეზები აქვს. მე როდესაც მწეველი ვიყავი, მახსოვს, თავს ვარიდებდი იმ ინფორმაციის მიღებას და განსაკუთრებით სიღრმისეულად შესწავლასა და ცოდნას, რაც ზიანთან იყო დაკავშირებული. თამბაქოს ნაწარმი შეიცავს არა მხოლოდ ნიკოტინს, არამედ ბევრ ნივთიერებას, მათ შორის კანცეროგენებს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
რეაულრად თამბაქოს ნაწარმის მოხმარება გვაზიანებს სხვადასხვა მიმართულებით, ყოველდღიურად და გრძელვადიან პერპექტივაშიც, თუმცა ხშირად სიმპტომებს ან ვაიგნორებთ, ან სხვა მიზეზებს მივაწერთ.
თამბაქოს ნაწარმის მოხმარების ზიანი და ეფექტები ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე დადასტურებულია და შესაძლოა გამოიწვიოს:
- ნერვული სისტემის დისფუნქცია
- ნეიროდეგენერაციული, ავტოიმუნური დაავადებები
- ინსულტი
- სიბრმავე, კატარაქტა (თვალის დაავადებები)
- პერიოდონტიტი (კბილების გაყვითლება, ღრძილების დაავადება)
- აორტის ანევრიზმი
- გულის კორონარული დაავადება
- ონკოლოგიური დაავადებები (20-ზე მეტი სახეობის)
- პნევმონია, ფილტვის ემფიზემა
- სხვადასხვა რესპირატორული დაავადებები (ქოშინი, ასთმა, ხველა)
- შაქრიანი დიაბეტი, პირველი და მეორე ტიპის
- შემცირებული ნაყოფიერება
- საშვილოსნოს გარეორსულობა, ორსულობის შეწყვეტა
- ბარძაყის მოტეხილობები
- მამაკაცის სექსუალური დისფუნქცია
- ლიბიდოს დაქვეითება ქალებში
- რევმატოიდული ართრიტი
- დაქვეითებული იმუნური ფუნქცია (რეგულარული გაციება და გრიპი)
- ჯანმრთელობის რესურსის საერთო დაქვეითება
- ფსიქიკური, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები
- ფსიქოლოგიური სირთულეები
- ფინანსური და სოციალური პრობლემები
რაც შეეხება მეორე კითხვას, რამდენად ახდენს გავლენას ჯანმრთრელობის ფაქტორი მოწევის შეწყვეტის გადაწყვეტლიებაზე, ზოგის შემთხვევაში ეს წამყვანი ფაქტორია, რადგან სახეზეა გამოხატული სიმპტომები ან/და ექიმი ეუბნება, რომ უნდა შეწყვიტოს მოწევა. ზოგი მწეველის შემთხვევაში კი შესაძლოა ჯანმრთელობის საკითხი არ იყოს წამყვანი, მაგრამ დაღლილია თავად დამოკიდებულებისგან – აღარ უნდა იყოს ცუდი როლური მოდელი მაგალითად, შვილისთვის. აღარ უნდა ხარჯოს შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი დამაზიანებელ პროდუქტზე, არ უნდა ნაადრევი დაბერება და ა.შ. მნიშვნელოვანია მწეველი არ დაელოდოს რაიმე სიმპტომის გამოვლენას და მალევე ეცადოს მოწევის შეწყვეტას. დამოკიდებულება ნივთიერების მოხმარების დასაწყისში და შემდგომ სხვადასხვა სიმძიმისაა. ტოლარენტობის განვითარების შედეგად მწეველს გარკვეული დროის შემდეგ აღარ აკმაყოფილებს მოწეული სიგარეტის ჩვეული რაოდენობა და ზრდის მოხმარებას. დროთა განმავლობაში იზრდება დამოკიდებულების ხარისხი, რაც აისახება ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე.
რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანი ჩაერთოს 5 ნაბიჯის პროგრამაში?
ყველა მწეველს გარკვეულ დროსა და ეტაპზე აქვს მოწევის შეწყვეტის სურვილი, თუმცა მხოლოდ სურვილი არ კმარა. რიდესაც მწეველი გადაწყვეტს, რომ დაასრულოს მწეველობა – მზად არის გარკვეული რესურსი გაიღოს ამისთვის, გადადის ფიქრის და შემდგომ უკვე მოწევის შეწყვეტის დაგეგმვის ეტაპზე.
5 ნაბიჯის პორგრამაში შეუძლია ჩაერთოს ნებისმიერ ადამიანს, ვინც ფიქრობს და გეგმავს მოწევის შეწყვეტას, ვინც უკვე შეწყვიტა დამოუკდებლად, თუმცა ფსიქო-სოციალური დამოკიდებულების დაძლევის სურვილიც აქვთ და სურთ გრძელვადიანად შენიარჩუნონ არამწეველობა. ვისაც უკვე აქვს დიზგნოზი და ექიმის ჩვენება, რომ შეწყვიტოს მოწევა. ვისაც ხელი ეშლება ორსულობაში, რადგან ნიკოტოინის მიღება ამ დროს დაკავშირებულია რისკებთან და ზიანთან როგორც დედისთვის ასევე ნაყოფისთვის. ვისაც აწუხებს თუ როგორ აისახება როლური მოდელი ოჯახის სხვა წევრებზე – პარტნიორებზე, შვილებზე. ვინც ზრუნავს საკუთარ სოციალურ სტატუსზე, რადგან მოწევა აღარ არის სოციალურად მისაღები ქცევა. ვინც ღელავს ფინანსურ ნაწილზე, ვისაც სურს უკეთესი ფიზიკური ფორმის შეძენა – ვარჯიში, ჯანმრთელი ცხოვრება. ვისაც სურს იზრუნოს საკუთარ გარეგნობაზე, პარნტიორულ თუ რომანტიულ ურთიერთბებზე და ა.შ.
პროგრამის მონაწილე მზად უნდა იყოს, რომ მას მოუწევს გაწიოს გარკვეული სამუშაო, მაგალითად, დაესწროს ყველა თერაპიულ შეხვედრას გაცდენისა და დაგვიანების გარეშე. გააკეთოს ადგილზე და დამოუკიდებლად მიცემული სამუშაო, რაც თერაპიის ნაწილია. დამოკიდებულების დაძლევა პროცესია, რომელიც მოითხოვს დაგეგმვას და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.
პროგრამაში ჩართვამდე გვიკავშირდებიან სოციალურ ქსელზე/მეილზე/ტელეფონზე, რის შემდეგაც მსურველი ეწერება პირველად კონსულტაციაზე ჩვენთან. კონსულტაცია მოიცავს მოტივაციურ ინტერვიუს, მზაობის განსაზღვრას, შემდგომ დამოკიდებულების ხარისხის განსაზღვრასა და მკურნალობის დაგეგმვას. მონაწილეები ეწევიან კურსის განმავლობაში, პარალელურად ვმუშაობს ფსიოლოგიურ დამოკიდებულებაზე, ხოლო, როდესაც მზად არიან, აქრობენ ბოლო სიგაფრეტს. კურსის დასრულების შემდგომ გვაქვს მხარდამჭერი მომსახურებაც, რადგან მონაწილეები რეაბილიტაციის პროცესს გადიან ჩვენთან ერთად და არ არიან მარტო.