• მთავარი
No Result
View All Result
Cognita | კოგნიტა
  • მთავარი
  • 5 ნაბიჯის პროგრამა
  • ადიქციები
  • ფსიქოლოგია
  • კეთილდღეობა
  • გარემო
  • მთავარი
  • 5 ნაბიჯის პროგრამა
  • ადიქციები
  • ფსიქოლოგია
  • კეთილდღეობა
  • გარემო
No Result
View All Result
Cognita | კოგნიტა
No Result
View All Result

ნიკოტინი – დამოკიდებულება თუ მავნე ჩვევა?

ninobekaia by ninobekaia
სექტემბერი 26, 2023
in ადიქციები
429 4
0
ნიკოტინი – დამოკიდებულება თუ მავნე ჩვევა?
გააზიერე ფეისბუქზეგააზიარე ტვიტერზე

ნიკოტინი წარმოადგენს გამჭვირვალე ზეთოვან ნივთიერებას მძაფრი, მწარე გემოთი, დუღს 140-145 გრადუსზე, იხსნება წყალში და სპირტში. ნიკოტინს დიდი ოდენობით შეიცავს თამბაქოს ფოთლები, ხოლო მცირე ოდენობით ბადრიჯანი, კარტოფილი, პომიდორი, მწვანე წიწაკა. ნიკოტინის ალკალოიდებს შეიცავს ასევე კოკას ფოთლები.

ნიკოტინი ნეიროტოქსინია, რომლის მეშვეობით მცენარეები თავს მწერებისგან იცავენ. ადამიანის მიერ თამბაქოს კვამლის ჩასუნთქვის დროს ფილტვებში ხდება ნიკოტინის შეწოვა და ნიკოტინი წამებში აღწევს ადამიანის თავის ტვინს.

You might also like

ადიქციის სფეროში აქტუალურ საკითხებზე საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე

ადიქციის სფეროში აქტუალურ საკითხებზე საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე

ოქტომბერი 30, 2023
20 წლიანი მოღვაწეობა დამოკიდებულების სფეროში – ინტერვიუ დავით ოთიაშვილთან

20 წლიანი მოღვაწეობა დამოკიდებულების სფეროში – ინტერვიუ დავით ოთიაშვილთან

ოქტომბერი 30, 2023

ნიკოტინი წარმოადგენს ფსიქოაქტიურ ნივთიერებას – სტიმულატორს, რომელიც იწვეს ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას. ნიკოტინი სწრაფად შეიწოვება თამბაქოს ნაწარმის მოხმარების შედეგად, მალე აღწევს ტვინამდე და გავლენას ახდენს ნეირონების მუშაობაზე. ნიკოტინის მცირე დოზით მოხმარება იწვევს ნერვული სისტემის აგზნებას, რის შედეგადაც მატულობს გულისცემა, წნევა, კუჭ-ნაწლავის სპაზმი.

სისტემატურად მოხმარებისას ნიკოტინი ითავსებს ბუნებრივი ნეიორმედიატორის ფუქნციონირებას, რის შედეგადაც იცვლება ნივთიერებათა ბალანსი.

თამბაქოს ნაწარმი, რომელიც შეიცავს თამბაქოსა და ნიკოტინს და იწვევს მიჩვევას: სიგარეტი, აიქოსი, სიგარა, ჩიბუხის თამბაქო, თაბაქოს მცენარის ფოთლები, საღეჭი თამბაქო, ელექტრონული სიგარეტი (ვეიპები) შეიძლება შეიცავდნენ ნიკოტინს.

თამბაქოზე დამოკიდებულება განიხილება, როგორც მდგომარეობა, რომლის დროსაც დამოკიდებული აგრძელებს მოწევას მიუხედავად თამბაქოსთან დაკავშირებული ან მისი მოხმარების შედეგად გამოწვეული ფიზიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური პრობლემების არსებობისა.

ნივთიერებაზე დამოკიდებულება – ეს არის ქრონიკული მორეციდივე მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება:

  • ნივთიერების კომპულსური მიღებით/ძიებით;
  • მიღებული ნივთიერების რაოდენობის შემცირების შეუძლებლობით ან რაოდენობის კონტრულის სრული დაკარგვით;
  • ნეგატიური ემოციური მდგომარეობით, როდესაც ნივთიერების მიღების შესაძლებლობა შეფერხებულია ან შეუძლებელია.

ნიკოტინის მოხმარების შეწყვეტის შემდეგ მწეველს ახასიათებს აღკვეთის სინდრომი – სხვადასხვა სიმპტომთა ჯგუფი, რომლებიც გამოვლინდება იმ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შეწყვეტის ან შემცირების შემთხვევაში, რომელსაც პიროვნება მოიხმარდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

ნიკოტინური დამოკიდებულების შემთხვევაში აღკვეთის სინდრომი გრძელდება 3-5 დღე და გამოიხატება შემდეგ სიმპტომებში:

  • გაღიზიანება
  • ბრაზი
  • შფოთვა
  • უენერგიობა
  • უძილობა ან ძილიანობა
  • თავის ტკივილი
  • ხველება
  • ყელის სიმშრალე

არ არსებობს ნიკოტინისა და თამბაქოს მიღების უსაფრთხო დოზა. ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღება ყოველთვის შეიცავს რისკებს.

ნიკოტინის რეგულარული მოხმარებისას სწრაფად ყალიბდება ტოლერანტობა, შედეგად კი ადამიანი შესაძლოა განიცდიდეს:

  • გულისცემისა და წნევის მატებას
  • ფიზიკური დატვირთვის დროს სუნქთვის გაძნელებას
  • ყელის ტკივილსა და ხველას
  • თავბრუსხვევას, თავის ტკივილს
  • დაბუჟებას კიდურებში
  • ყნოსვის და გემოს შეგრძნების დაქვეითებას
  • გასტრო-ენტეროლოგიურ პრობლემებს
  • ზოგად სისუსტეს, უენერგიობას (მუდმივი ჰიპოქსიის გამო)
  • ინტოქსიკაციის, გულისრევის შეგრძნებას
  • სახსრების ტკივილს
  • ძილის დარღვევა

ნიკოტინის დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება, კრუნჩხვები, სწრაფი სუნთქვა, სუნთქვის გაჩერება და სიკვდილი.

ზოგიერთი მწეველი მიიჩნევს, რომ ვეიპებისა და აიქოსის გამოყენება არ არის საზიანო, თუმცა შესუნთქული ქიმიკატების რაოდენობა დიდად არ ჩამოუვარდება ჩვეულებრივი სიგარეტისას.

თამბაქოს ნაწარმის მოხმარების ზიანი და ეფექტები ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე დადასტურებულია და შესაძლოა გამოიწვიოს:

  • ნერვული სისტემის დისფუნქცია
  • ნეიროდეგენერაციული, ავტოიმუნური დაავადებები
  • ინსულტი
  • სიბრმავე, კატარაქტა (თვალის დაავადებები)
  • პერიოდონტიტი (კბილების გაყვითლება, ღრძილების დაავადება)
  • აორტის ანევრიზმი
  • გულის კორონარული დაავადება
  • ონკოლოგიური დაავადებები (20-ზე მეტი სახეობის)
  • პნევმონია, ფილტვის ემფიზემა
  • სხვადასხვა რესპირატორული დაავადებები (ქოშინი, ასთმა, ხველა)
  • შაქრიანი დიაბეტი, პირველი და მეორე ტიპის
  • შემცირებული ნაყოფიერება
  • საშვილოსნოს გარეორსულობა, ორსულობის შეწყვეტა
  • ბარძაყის მოტეხილობები
  • მამაკაცის სექსუალური დისფუნქცია
  • ლიბიდოს დაქვეითება ქალებში
  • რევმატოიდული ართრიტი
  • დაქვეითებული იმუნური ფუნქცია (რეგულარული გაციება და გრიპი)
  • ჯანმრთელობის საერთო დაქვეითება (დაბერება, ზურგის ტკივილი, ჭრილობების შეხორცება, განწყობის ცვალებადობა)
  • ფსიქიკური, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები
  • ფსიქოლოგიური სირთულეები
  • ფინანსური და სოციალური პრობლემები

მეორადი მწეველობა, როდესაც ადამიანი სუნთქვას მწეველების კვამლს, ასევე საშიშია ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია არ მოწევა სხვა ადამიანებთან, განსაკუთრებით ჩვილებთან, ბავშვებს, ორსულებთან და მეძუძურ ქალებთან. ასევე რესპირატორული ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებთან ახლოს.

ნიკოტინის გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული ან გამოწერილი მედიკამენტების ჩათვლით –შეიძლება იყოს არაპროგნოზირებადი და გამოიწვიოს:

ნიკოტინი + ბენზოდიაზეპინები: ბენზოდიაზეპინების ეფექტურობის დაქვეითება.

ნიკოტინი + კონტრაცეპტული აბი: სისხლის შედედების წარმოქმნის რისკი.

ფსიქოატიური ნივთიერებების მოხმარება, გარდა ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის ხარიხის გაუარესებისა, უარყოფითად მოქმედებს ადამიანების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში თამბაქოს შეძენაც კი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც მეტად აღარიბებს ისედაც ღარიბ მოსახლეობას. დაზიანებული ჯანმრთელობის მკურნალობა კიდევ უფრო ძვირი უჯდებათ ადამიანებს და სახელმწიფოსაც.

 

გამოყენებული მასალა:

ბექაია ნ. (2021). ადიქცია ქვიარ ადამიანებში: დამოკიდებულების ზეგავლენა, შედეგები და დაძლევის გზები

Koob G.F. & Dr. Simon E.J. (2010). The Neurobiology of Addiction: Where We Have Been and Where We Are Going

Alcohol and drug foundation. (2022). https://adf.org.au/drug-facts/nicotine/

ninobekaia

ninobekaia

Related Stories

ადიქციის სფეროში აქტუალურ საკითხებზე საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე

ადიქციის სფეროში აქტუალურ საკითხებზე საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე

by Cognita
ოქტომბერი 30, 2023
0

კითხვებს პასუხებს ფსიქიატრი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ირმა კირთაძე როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა ადიქტოლოგიის მიმართულებით,...

20 წლიანი მოღვაწეობა დამოკიდებულების სფეროში – ინტერვიუ დავით ოთიაშვილთან

20 წლიანი მოღვაწეობა დამოკიდებულების სფეროში – ინტერვიუ დავით ოთიაშვილთან

by Cognita
ოქტომბერი 30, 2023
0

კითხვებს პასუხობს დავით ოთიაშვილი - ექიმი-ნარკოლოგი, ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის დოქტორი, მკვლევარი, ორგანიზაცია "ალტერნატივა ჯორჯიას" დამფუძნებელი და დირექტორი, ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის...

ოპიოიდები/ოპიატები

ოპიოიდები/ოპიატები

by ninobekaia
სექტემბერი 27, 2023
0

ოპიოიდები/ოპიატები დეპრესანტების ძირითად კატეგორიაში შედის. დეპრესანტები ცენტრალურ ნერვულს სისტემაზე მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი (სედაციური), იწვევ ტვინსა და სხეულს შორის კავშირის შესუსტებას....

ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო

გემბლინგი

by ninobekaia
სექტემბერი 28, 2023
0

გემბლინგს, იგივე აზარტულ თამაშებს დიდი ხნის ისტორია აქვს და მისი არსებობის შესახებ ინფორმაციას ჩვენ წელთაღრიცხვამდე წყაროებშიც ვხვდებით. აზარტული თამაშები ბოლო...

Recommended

კეთილგანწყობის შენარჩუნების მნიშვნელობა სტრესის დროს

კეთილგანწყობის შენარჩუნების მნიშვნელობა სტრესის დროს

ოქტომბერი 10, 2023
ინტერნეტ-დამოკიდებულება და ფიზიკური აქტივობა

ინტერნეტ-დამოკიდებულება და ფიზიკური აქტივობა

ივლისი 28, 2023

Popular Story

  • ადიქციის სახეობები, წარმოქმნის მექანიზმები და მათი გავლენა ადამიანზე

    ადიქციის სახეობები, წარმოქმნის მექანიზმები და მათი გავლენა ადამიანზე

    624 shares
    Share 250 Tweet 156
  • 12 ნაბიჯის პროგრამის პირველი ნაბიჯები საქართველოში – ინტერვიუ მანანა სოლოღაშვილთან

    616 shares
    Share 246 Tweet 154
  • ნიკოტინი – დამოკიდებულება თუ მავნე ჩვევა?

    600 shares
    Share 240 Tweet 150
  • ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო

    598 shares
    Share 239 Tweet 150
  • ტოქსიკური ურთიერთობები — რა ნიშნები ახასიათებს და როგორ ვმართოთ ის

    597 shares
    Share 239 Tweet 149
დაგვიკავშირდით:
ელ. ფოსტა: centercognita@gmail.com
ტელეფონი: +995 593 228 168
წესები და პირობები | პერსონალური მონაცემების დაცვის წესები

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

  • მთავარი
  • 5 ნაბიჯის პროგრამა
  • ადიქციები
  • ფსიქოლოგია
  • კეთილდღეობა
  • გარემო

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Go to mobile version