• მთავარი
No Result
View All Result
Cognita | კოგნიტა
  • მთავარი
  • 5 ნაბიჯის პროგრამა
  • ადიქციები
  • ფსიქოლოგია
  • კეთილდღეობა
  • გარემო
  • მთავარი
  • 5 ნაბიჯის პროგრამა
  • ადიქციები
  • ფსიქოლოგია
  • კეთილდღეობა
  • გარემო
No Result
View All Result
Cognita | კოგნიტა
No Result
View All Result

რა გავლენას ახდენს ოფისის გარემო თანამშრომლებზე

ninobekaia by ninobekaia
ნოემბერი 1, 2023
in გარემო
420 4
0
რა გავლენას ახდენს ოფისის გარემო თანამშრომლებზე
გააზიერე ფეისბუქზეგააზიარე ტვიტერზე

ოფისის თანამშრომლები დიდ დროს ატარებენ შენობაში, გარემოში, რომელიც გავლენას ახდენს მათ კეთილდღეობაზე, სამუშაოს შესრულებაზე და პროდუქტიულობაზე. მიჩნეულია, რომ რაც უფრო მეტად კმაყოფილნი არიან თანამშრომლები ფიზიკური გარემოთი, მით უკეთესად გრძნობენ თავს და ეს აისახება მათ მუშაობაზეც. ფიზიკურ გარემოში იგულისხმება: ჰაერის ტემპერატურა ოფისში, ჰაერის ხარისხი, განათება, ფანჯრების ქონა, ხმაური, ავეჯის განლაგება/კომფურტულობა, თანამშრომლებს შორის კომუნიკაცია და ა.შ.

რიგი კვლევები ადასტურებს, რომ ფიზიკური გარემო პირდაპირ გავლენას ახდენს თანამშრომლების ქცევაზე, შესრულებული სამუშაოს ხარისხზე და მათ კეთილდღეობაზე. აღნიშნულ სტატიაში გთავაზობთ იმ ფაქტორების მიმოხილვას, რომლებიც გავლენას ახდენს თანამშრომლებზე და სამუშაო პროცესზე. 

You might also like

ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო

კლიმატის ცვლილება და მისი ეფეტქები

სექტემბერი 14, 2023

სამუშაო ადგილის/გარემოს დიზაინი და მისი ეფექტი

სამუშაო ოფისების სივრცე ძირითადად ორ ტიპად იყოფა: ღია ტიპის ოფისი (Open-plan design) და დახურული/კაბინეტური ტიპის ოფისი (Closed floor plans). 

ღია ტიპის ოფისები ბოლო ათწლეულების განმავლობაში მეტად პოპულარული გახდა, სადაც ერთ საერთო სივრცეში განლაგებულია საოფისე მაგიდები, რომლებიც განცალკევებულია ერთმანეთისგან ტიხარით (მცირე კედელით), ან არ არის განცალკევებული. ასეთი ტიპის ოფისების უპირატესობებია –  მეტი მოქნილობა, მეტი თანამშრომლის განთავსებისა და სივრცის დაზოგვის შესაძლებლობა, გათბობისა და კონდიცირების ხარჯების შემცირება, თანამშროლებს შორის კომუნიკაციის შესაძლებლობა, რაც გავლენას ახდენს მათ კეთილდღეობასა და პროდუქტიულობაზე. თუმცა, ღია ტიპის ოფისებს აქვს თავისი მინუსებიც, კერძოდ: ხმაური, კონცენტრაციის სირთულე და პირადი სივრცის არ არსებობა. არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ ღია ტიპის ოფისების გარემო დაკავშირებულია თანამშრომლების სამუშაო კმაყოფილების შემცირებასთან და დაბალ მოტივაციასთან. ასევე თანამშრომლები აღნიშნავდნენ დაღლილობას, დისტრესსა და გაღიზიანებას. 

ოფისის გარემო და დიზაინი გავლენას ახდენს თანამშრომლებს შორის კომუნიკაციის სტილზეც. მოქნილი და კომფორტული გარემო აისახება კომუნკაციის სისწრაფესა და სიმარტივეზე. 

გარდა დიზაინისა, ოფისის გარემოში უზრუნველყოფილი უნდა იყოს საჭირო ნივთების ხელმისაწვდომობა, მაგალითად ფურცლები, კალმები, პრინტერი თუ სხვა საჭირო ინვენტარი მარტივად გამოსაყენებელი და ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინვენტარის ქონა, არამედ მათი განლაგებაც. მნიშვნელოვანია ასევე ოფისის განათება, რომელიც  უნდა იყოს საკმარისი. 

ოფისის ტემპერატურა და მისი გავლენა 

დადასტურებულია, რომ იფისში ტემპერატურა გავლენას ახდენს თანამშრომლების არა მხოლოდ ჯანმრთელობაზე, არამედ მათი მუშაობის ხარისხზეც. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კონდიცირების სისტემის ქონა ზაფხულში ზრდის თანამშრომლების კმაყოფილებასა და სამუშაოს შესრულებას 5-15%-ით. 25C ზევით რამდენადაც იწევს ტემპერატურა ოფისში, მით უფრო მცირდება თანამშრომელთა პროდუქტიულობა. ოფისისი ხშირი განიავება, ზომიერი ტემპერატურის შენარჩუნება და თანამშრომლებზე ზრუნვა ჯანსაღი გარემოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. 

ოფისის ფერები და მათი გავლენა

თითოეული ფერი სხვადასხვანაირად აღიქმება ადამიანის მიერ და სხვადასხვა გავლენა აქვს მის  განწყობაზე და სხეულზეც კი. აღმოჩნდა, რომ ფერებს გარკვეული გავლენა აქვს მუშაობის ხარისხსა და პროდუქტიულობაზეც. ზოგიერთი ფერი მეტად ამშვიდებს, ზოგი კი ასტიმულირებს ნერვულ სისტემას. 

მაგალითად, გრძელი, ვიწრო ოთახი მეტად კომფორტულად გამოიყურება, თუ ორი პატარა კედელი შეღებილია თბილ და ინტენსიურ ფერებში, ხოლო დანარჩენი ორი გრძელი კედელი მეტად ღია, მსუბუქ ფერებში. დაბალი ჭერი ნაკლებად დამთრგუნველია, თუ ის ღია ფერისაა, ამის საპირისპიროდ, მუქი ფერის მაღალი ჭერი მეტად მყუდროს გახდის საოფისე გარემოს. სასურველია ოფისის ოთახები ნეიტრალურ ფერენში იყოს შეღებილი, თუ სამუშაო სპეციფიკა მეტ კონცენტრირებას მოითხოვს თანამშრომლების მხრიდან. ასეთია, მაგალითად ბუღალტერია და იურიდიული-საკონსულტაციო ოფისი. ტელევიზიაში, ჟურნალისტებისთვის შესაძლებელია მეტად ეფექტური იყოს მკვეთრი და ხალისიანი ფერის ინტერიერი. ლურჯი ფერი ითვლება სასურველ სტიმულად კონცეტრაციისთვის, ხოლო მწვანე ფერი მენეჯერული საქმიაონობისთვის, ყვითელი ფერი კი, გაყიდვების დეპარტამენტისთვის. 

ფერების შერჩევა ოფისში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომფორტული გარემოს შესაქმნელად, არამედ თანამშრომლების ემოციური სტაბილურიბისთვის. 

ხმაური, როგორც ფსიქო-სოციალური სტრესი და მისი გავლენა

დადასტურებულია, რომ მუდმივი ხმაური ართულებს კონცეტრირებას და საოფისე გარემოში ქმნის დამატებით დისტრესისა და დაძაბულობის საფუძველს. ხმაურში იგულისხმება როგორც ოფისის შიგნით ადამიანების საუბარი და მისგან გამოწვეული ხმაური, ასეევ გარედან შემომავალი მანქანებისა თუ მშენებლობის ხმაური. 

არსებული კვლევები ხმაურის გავლენაზე არაერთგვროვანია და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად მის სიხშირეზე, ინტენსივობასა და ტიპზე. 

არსებობს საშუალებები, რომელთა გამოყენება ამცირებს ხმაურს ოფისში და გარემოს მეტად კომფორტულს ქმნის, მაგალითად:

  • ჭერზე დამონტაჟებული სპეციალური ხმაურის ჩამხშობი მასალა
  • სქელი ფარდების/ჟალუზების დამონტაჟება ქუჩიდან შემოსული ხმაურის შესამცირებლად
  • თანამშრომლების ტელეფონების “ჩუმ რეჟიმზე” გადაყვანა
  • ხალიჩების დაფენა იატაკზე, რომელიც ასევე, ხელს უწყობს ხმაურის შემცირებას

მცენარეების ქონა და მათი გავლენა ოფისში მუშაობაზე

მცენარეებს ბევრ ოფისში აქტიურად იყენებენ, განსაკუთრებით ღია ტიპის ოფისებში, სადაც მცენარე მაგიდებს შორის ერთგვარი ტიხრის როლსაც შეიძლება ასრულებდეს. 

მცენარეები პოზიტიურ გავლენას ახდენს ადამიანზე, მათ შორის ოფისში. არსებობს დადებითი კორელაცია მცენარეების ქონასა და თანამშრომლებში სტრესის შემცირებას შორის, ასევე მცენარეების ქონასა და კეთილდღეობას შორის. თანამშრომლები, რომელთაც აქვთ ოფისში ხედი და მცენარეები, აღნიშნავდნენ ნაკლებ დაღლილობასა და სტრესის ქონას. 

დასკვნა

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ გარემო ფაქტორებს, როგორებიცაა: ხმაური, დიზაინი, ტემპერატურა, განათება, ფერები და მცენარეების ქონა ოფისში, გავლენას ახდენს თანამშრომლების კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობაზე და აისახება მათ შრომისუნარიანობაზე. გამოწვევა შეიძლება იყოს ოფისის ისე მოწყობა, რომ ყველა აღნიშნული ფაქტორი იქნას გათვალისწინებული, თუმცა სამსახურში, სადაც ადამიანები დღისა და ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებენ, საბაზისო საჭიროებას წარმოადგენს გარემოს კეთილმოწყობა და თანამშრომლებზე ზრუნვა.  

გამოყენებული მასალა:

Kamarulzaman N. et al. (2011). An Overview of the Influence of Physical Office Environments towards Employees.

ninobekaia

ninobekaia

Related Stories

ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო

კლიმატის ცვლილება და მისი ეფეტქები

by ninobekaia
სექტემბერი 14, 2023
0

რას წარმოადგენს კლიმატის ცვლილება კლიმატის ცვლილება არის გრძელვადიანი ცვლილებები ამინდის პატერნებისა, რომლებიც განსაზღვრავენ დედამიწის ლოკალურ, რეგიანალურ და გლობალურ კლიმატს. აღნიშნული...

Recommended

ფსიქოდელიური ნარკოტიკული საშუალებები და მათი ეფექტები

ფსიქოდელიური ნარკოტიკული საშუალებები და მათი ეფექტები

მაისი 2, 2023
ჯგუფური თერაპია ადიქციების მკურნალობისას

ჯგუფური თერაპია ადიქციების მკურნალობისას

სექტემბერი 5, 2023

Popular Story

  • ადიქციის სახეობები, წარმოქმნის მექანიზმები და მათი გავლენა ადამიანზე

    ადიქციის სახეობები, წარმოქმნის მექანიზმები და მათი გავლენა ადამიანზე

    624 shares
    Share 250 Tweet 156
  • 12 ნაბიჯის პროგრამის პირველი ნაბიჯები საქართველოში – ინტერვიუ მანანა სოლოღაშვილთან

    616 shares
    Share 246 Tweet 154
  • ნიკოტინი – დამოკიდებულება თუ მავნე ჩვევა?

    600 shares
    Share 240 Tweet 150
  • ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო

    598 shares
    Share 239 Tweet 150
  • ტოქსიკური ურთიერთობები — რა ნიშნები ახასიათებს და როგორ ვმართოთ ის

    597 shares
    Share 239 Tweet 149
დაგვიკავშირდით:
ელ. ფოსტა: centercognita@gmail.com
ტელეფონი: +995 593 228 168
წესები და პირობები | პერსონალური მონაცემების დაცვის წესები

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

  • მთავარი
  • 5 ნაბიჯის პროგრამა
  • ადიქციები
  • ფსიქოლოგია
  • კეთილდღეობა
  • გარემო

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Go to mobile version