• მთავარი
No Result
View All Result
Cognita | კოგნიტა
  • მთავარი
  • 5 ნაბიჯის პროგრამა
  • ადიქციები
  • ფსიქოლოგია
  • კეთილდღეობა
  • გარემო
  • მთავარი
  • 5 ნაბიჯის პროგრამა
  • ადიქციები
  • ფსიქოლოგია
  • კეთილდღეობა
  • გარემო
No Result
View All Result
Cognita | კოგნიტა
No Result
View All Result

ALPHA – PVP, იგივე “აბაზანის მარილები”, FLAKKA ან GRAVEL – რა უნდა ვიცოდეთ ამ ფსიქოაქტიური ნივთიერების შესახებ

ninobekaia by ninobekaia
მაისი 4, 2023
in ადიქციები
408 17
0
ALPHA – PVP, იგივე “აბაზანის მარილები”, FLAKKA ან GRAVEL – რა უნდა ვიცოდეთ ამ ფსიქოაქტიური ნივთიერების შესახებ
გააზიერე ფეისბუქზეგააზიარე ტვიტერზე

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები (აფნ) საქართველოში აქტიურად ვრცელდება ბოლო 15-20  წელია. ტერმინი “ახალი” პირობითია, რადგან ეს ნივთიერებები საკმაოდ დიდი ხანია რაც მსოფლიო ნარკოხცენაზეა 1960 წლიდან და წარმოადგენენ სინთეზური გზით მიღებულ ნარკოტიკებს, რომლებიც იატაკქვეშ მომუშავე ლაბორატორიებში იქმნება.

აფნ “ტრადიციული” ფსიქოაქტიური ნივთერებების  (სტიმულატორების, ოპიატების, კანაბინოიდების) ეფექტების იმიტაციას ახდენენ, ამასთან, როგორც წესი, მეტად ძლიერი ზემოქმედებით და ნაკლები ფასით გამოირჩევიან.

You might also like

ადიქციის სფეროში აქტუალურ საკითხებზე საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე

ადიქციის სფეროში აქტუალურ საკითხებზე საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე

ოქტომბერი 30, 2023
20 წლიანი მოღვაწეობა დამოკიდებულების სფეროში – ინტერვიუ დავით ოთიაშვილთან

20 წლიანი მოღვაწეობა დამოკიდებულების სფეროში – ინტერვიუ დავით ოთიაშვილთან

ოქტომბერი 30, 2023

საქართველოში აფნ ცნობილია ე. წ. “ბიოს” სახელით, რაც ძალიან უცნაურია, რადგან ბიოპროდუქტთან არაფერი აქვს საერთო.

აფნ ხშირად მოწევის საშუალებით მისაღები პროდუქტია – ნებისმიერი მცენარის გამხმარ ფოთლებზე დატანილი სინთეტიური გამჭვირვალე ნივთიერებაა. ასეთი გზით დამზადებული აფნ საშიშია იმით, რომ ზედოზირებისთვის ძალიან მცირე რაოდენობაა საჭირო, ხოლო კუსტარულად დამზადების პირობებში სათანადოდ ვერ კონტროლდება ნივთიერების ოდენობის გადანაწილება. შედეგად ასეთი მოსაწევის ერთი ნაფაზიც კი ან სხვაგვარად მიღებული აფნ შეიძლება გახდეს მომხმარებლის ზედოზირების და გარდაცვალების მიზეზი. 

ალფა პვპ – Alpha PVP alpha-pyrrolidinovalerophenone – ძლიერი სტიმულატორი, რომელიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, სინთეზური კათინონების ჯგუფს. ასევე ცნობილია სახელწოდებით –  “აბაზანის მარილები”,  Flakka და Gravel.

Alpha – PVP-ს გავრცელება იწყება 1960-იანი წლებიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სკანდინავიის ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებში. ბოლო ათი წელია, მეტი თუ არა,  ვრცელდება საქართველოშიც.

Alpha – PVP-ს ბიოლოგიური და ფიზიკური ეფექტები:

  • ხელს უწყობს დოფამინის და ნორადრენალინის დონის მატებას უფრო მეტად ვიდრე ამფიტამინი და კოკაინი;
  • გამოირჩევა ადიქციის მაღალი პოტენციალით;
  • იწვევს ენერგიის მოზღვავებას, აჟიტირებას, ტაქიკარდიას, შფოთვას, მაღალ წნევას;
  • შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერთერმია, დეჰიდრატაცია, თირკმლის ფუნქციის მოშლა,
  • მანია, სუიციდური ქცევა/მცდელობები, ფსიქოზი;
  • ნევროლოგიური სიმპტომები – კიდურების უნებლიე, მკვეთრი მოძრაობები (რის გამოც ხანდახან ზომბი ნარკოტიკს უწოდებენ), კრუნჩხვები, ეპილეფსიური შეტევები;
  • ინსულტი, გულის გაჩერება, სიკვდილი;
  • სისტემატური მოხმარებისას იწვევს სახსრების ქსოვილის ძლიერ დაზიანებას;
  • ადვილია ზედოზირება.

საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან პერიოდულად ხდება ამ ნარკოტიკის საკმაოდ დიდი ოდენობების ამოღება. მაგალითად 2018-ში ამოითეს 6.5 მილიონი დოლარის ღირებულების შესაბამისი ოდენობა და 2020-შიც დიდი ოდენობით.

მიუხედავად აღნიშნულისა, მომხმარებლები მაინც ახერხებენ ნარკოტიკის შეძენასა და გამოყენებას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამის მიზეზია ნარკოტიკის სიაფე, თუმცა ნარკოტიკის მომხმარებლების და ადიქციის სფეროში მომუშავე სპეციალისტების აზრით, ამის მიზეზია საქართველოში არსებული, დასჯაზე ორიენტირებული, არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა, რომლის გამოც არ არის ხელმისაწვდომი მეტად უსაფრთხო ნარკოტიკები და მომხმარებელი იძულებულია დარკ-ნეტში შეიძინოს სიცოცხლისთვის საშიში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

გამოყენებული წყაროები:

THE SYNTHETIC CATHINONE Α-PYRROLIDINOVALEROPHENONE (Α-PVP): PHARMACOKINETIC AND PHARMACODYNAMIC CLINICAL AND FORENSIC ASPECTS – HTTPS://PUBMED.NCBI.NLM.NIH.GOV/29540067/
THE DANGEROUS NEW SYNTHETIC DRUG Α-PVP AS THE HYDRATED CHLORIDE SALT Α-PYRROLIDINOPENTIOPHENONE HYDROCHLORIDE 0.786-HYDRATE –
HTTPS://PUBMED.NCBI.NLM.NIH.GOV/26742826/
TECHNO, FASCISM AND FLAKKA: GEORGIA’S DEADLY DRUG WAR | HIGH SOCIETY – HTTPS://WWW.YOUTUBE.COM/WATCH?V=JND_XS8L5CK&T=214S

The Review

ninobekaia

ninobekaia

Related Stories

ადიქციის სფეროში აქტუალურ საკითხებზე საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე

ადიქციის სფეროში აქტუალურ საკითხებზე საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე

by Cognita
ოქტომბერი 30, 2023
0

კითხვებს პასუხებს ფსიქიატრი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ირმა კირთაძე როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა ადიქტოლოგიის მიმართულებით,...

20 წლიანი მოღვაწეობა დამოკიდებულების სფეროში – ინტერვიუ დავით ოთიაშვილთან

20 წლიანი მოღვაწეობა დამოკიდებულების სფეროში – ინტერვიუ დავით ოთიაშვილთან

by Cognita
ოქტომბერი 30, 2023
0

კითხვებს პასუხობს დავით ოთიაშვილი - ექიმი-ნარკოლოგი, ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის დოქტორი, მკვლევარი, ორგანიზაცია "ალტერნატივა ჯორჯიას" დამფუძნებელი და დირექტორი, ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის...

ოპიოიდები/ოპიატები

ოპიოიდები/ოპიატები

by ninobekaia
სექტემბერი 27, 2023
0

ოპიოიდები/ოპიატები დეპრესანტების ძირითად კატეგორიაში შედის. დეპრესანტები ცენტრალურ ნერვულს სისტემაზე მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი (სედაციური), იწვევ ტვინსა და სხეულს შორის კავშირის შესუსტებას....

ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო

გემბლინგი

by ninobekaia
სექტემბერი 28, 2023
0

გემბლინგს, იგივე აზარტულ თამაშებს დიდი ხნის ისტორია აქვს და მისი არსებობის შესახებ ინფორმაციას ჩვენ წელთაღრიცხვამდე წყაროებშიც ვხვდებით. აზარტული თამაშები ბოლო...

Recommended

პარტნიორისა და მეგობრის მხარდაჭერა რეაბილიტაციის პროცესში

პარტნიორისა და მეგობრის მხარდაჭერა რეაბილიტაციის პროცესში

სექტემბერი 1, 2023
ადიქციის სფეროში აქტუალურ საკითხებზე საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე

ადიქციის სფეროში აქტუალურ საკითხებზე საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე

ოქტომბერი 30, 2023

Popular Story

  • ადიქციის სახეობები, წარმოქმნის მექანიზმები და მათი გავლენა ადამიანზე

    ადიქციის სახეობები, წარმოქმნის მექანიზმები და მათი გავლენა ადამიანზე

    627 shares
    Share 251 Tweet 157
  • 12 ნაბიჯის პროგრამის პირველი ნაბიჯები საქართველოში – ინტერვიუ მანანა სოლოღაშვილთან

    619 shares
    Share 248 Tweet 155
  • ტოქსიკური ურთიერთობები — რა ნიშნები ახასიათებს და როგორ ვმართოთ ის

    601 shares
    Share 240 Tweet 150
  • ნიკოტინი – დამოკიდებულება თუ მავნე ჩვევა?

    600 shares
    Share 240 Tweet 150
  • ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო

    598 shares
    Share 239 Tweet 150
დაგვიკავშირდით:
ელ. ფოსტა: centercognita@gmail.com
ტელეფონი: +995 593 228 168
წესები და პირობები | პერსონალური მონაცემების დაცვის წესები

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

  • მთავარი
  • 5 ნაბიჯის პროგრამა
  • ადიქციები
  • ფსიქოლოგია
  • კეთილდღეობა
  • გარემო

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Go to mobile version