• მთავარი
No Result
View All Result
Cognita | კოგნიტა
  • მთავარი
  • 5 ნაბიჯის პროგრამა
  • ადიქციები
  • ფსიქოლოგია
  • კეთილდღეობა
  • გარემო
  • მთავარი
  • 5 ნაბიჯის პროგრამა
  • ადიქციები
  • ფსიქოლოგია
  • კეთილდღეობა
  • გარემო
No Result
View All Result
Cognita | კოგნიტა
No Result
View All Result

გემბლინგი

ninobekaia by ninobekaia
სექტემბერი 28, 2023
in ადიქციები
421 4
0
ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო
გააზიერე ფეისბუქზეგააზიარე ტვიტერზე

გემბლინგს, იგივე აზარტულ თამაშებს დიდი ხნის ისტორია აქვს და მისი არსებობის შესახებ ინფორმაციას ჩვენ წელთაღრიცხვამდე წყაროებშიც ვხვდებით. აზარტული თამაშები ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და ასევე, გაიზარდა თამაშით გამოწვეული ზიანი. კომერციული თამაშები ხშირ შემთხვევაში ხელმისაწვდომია ინტერნეტის მეშვეობით, რაც აადვილებს თამაშის შესაძლებლობას.   

აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული აშლილობა შესულია ამერიკის ფსიქიატრთა ასოცოაციის ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკურ და სტატისკტურ სახელმრღვანელოში (DSM-5) და განისაზღვრება, როგორც მუდმივი და განმეორებადი სახის პრობლემური თამაშის ქცევა, რომელიც თამაშში ჩართული პირისთვის იწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან გაუარესებას ან დისტრესს. დიაგნოსტირებისთვს საჭიროა პირს აღენიშნებოდეს ჩამოთვლილ სიმპტომთაგან სულ მცირე 4 სიმპტომი, ბოლო 12 თვის განმავლობაში:

You might also like

ადიქციის სფეროში აქტუალურ საკითხებზე საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე

ადიქციის სფეროში აქტუალურ საკითხებზე საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე

ოქტომბერი 30, 2023
20 წლიანი მოღვაწეობა დამოკიდებულების სფეროში – ინტერვიუ დავით ოთიაშვილთან

20 წლიანი მოღვაწეობა დამოკიდებულების სფეროში – ინტერვიუ დავით ოთიაშვილთან

ოქტომბერი 30, 2023
  1. სასურფველი ემოციური აგზნების მისაღწევად საჭიროებს თამაშს ფულის მზარდი რაოდენობით.
  2. განიცდის მოუსვენრობასა და გაღიზიანებას, როდესაც ცდილობს თამაშის შეწყვეტას ან შემცირებას.
  3. ჰქონია თამაშის გაკონტროლების, შემცირების ან შეწყვეტის მრავალჯერადი წარუმატებელი მცდელობა.
  4. მისი გონება ხშირად არის მოცული თამაშთან დაკავშირებული ფიქრებით (მაგალითად, მუდმივად ფიქრობს თამაშის წარსულ გამო9ცდილებაზე, გეგმას შემდეგ აქტივობას, ფიქრობს სათამაშოდ საჭირო ფულის შოვნის გზებზე).
  5. ხშირად თამაშობს მაშინ, როდესაც განიცდის დისტრესს (მაგალითად, უმწეობას, ბრალეულობას, შფოთვას ან უხალისობას).
  6. თამაშში თანხის წაგების შე3მდეგ ხშირად უბრუნდება თამაშს, რომ უკან ამოიღოს წაგებული.
  7. ამბობს ტყუილს, რომ დამალოს თამაშში ჩართულობის ხარისხი/ზომა.
  8. თამაშის მიზეზით საფრთხის ქვეშ დაუდგა ან დაკარგა მნიშვნელოვანი ურთიერთობები, სასმახური, საგამანათლებლო ან კარიერული შესაძლებლობები.
  9. სხვა ადამიანების იმედი აქვს, რომ დააღწიოს თავი თამაშით გამოწვეულ გაოუვალ ფინანსურ მდგომარეობას. 

გამოყოფენ აზარტული თამაშების შემდეგ კლასიფიკაციას:

  • კომერციული აზარტული თამაშები – სადაც შედის კაზინო, ლატარიის თამაშები. სათამაშო აპარატები, საცხენოსნო დოღი და სხვა. 
  • რეკრეაციული აზარტული თამაში – წარმოადგენს თამაშს დასვენებისა და გართობის მიზნით, რომელიც შეიცავს დაბალ რისკებს.
  • გეიმინგი – მოიცავს კომპიოტერულ/ვიდეო თამაშებს. 
  • პირადი სახის აზარტული თამაშები – გულისხმობს ფსონების დადებას სპორტულ შეჯიბრებებზე, ბანქოს თამაშზე და ა.შ.

აზარტული თამაშის ქცევა და სიხშირე შესაძლოა გაძლიერდეს სტრესის ან დეპრესიის დროს. ასევე, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შედეგად. 

გემბლინგის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორები, რისკ ფაქტორებს შორის არის:

  • პიროვნული მახასიათებლები – მაგალითად, იმპულსურობა, ჰიპერაქტიურობა.
  • ასაკი – მოზარდები, რომლებიც ახალგაზრდა ასაკში ერთვებიან აზარტულ თამაშებში, დამოკიდებულების განვითარების მაღალი რიკის ქვეშ არიან.
  • ინტერპერსონალური ურთიერთობები – ოჯახის წევრების ქცევა გავლენას ახდენს ადამიანის ქცევასა და განვითარებაზე. ასევე მნიშვნელოვანია მზრუნველობისა და სოციალური მხარდაჭერის დონე ოჯახის მხრიდან.
  • თანატოლები – მეგობრები ასევე დიდ გავლენას ახდენენ მოზარდის ქცევასა და განვითარებაზე. ხშირად მოზარდებში გემბლინგი ხდება მისაღებ ქცევად, რომელიც ამავედროს, მომხიბვლელიც არის. 
  • მარკეტინგი – აზარტული თამაშების პოპულარიზაციისთვის რეკლამირების სხვადასხვა არხები გამოიყენება. გემბლინგის მიწოდება ხდება როგორც გამდიდრების, იოლი ფულის შოვნისა და გართობის საშუალება. 

აზარტულ თამაშებში ჩართულობა ზიანის მომტანია როგორც ჩართული პირისთვის, ასევე მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის. გემბლინგი იწვევს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებას, ცხოვრებით კმაყოფილების დაბალ ხარისხს. მაღალია გაკოტრების, განქორწინებისა და სუიციდის მაჩვენებელი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს შორის. 

საქართველოში, კვლევის თანახმად, რომელიც ჩატარებულია ალტერნატივა ჯორჯიას მიერ 2015 წელს, ზოგადი მოსახლეობის 9.4%-ს უთამაშია აზარტული თამაშები გასულ თვეს, ბოლო წელს 16%-ს, ხოლო ცხოვრების მანძილზე აზარტულ თამაშში ერთხელ მაინც ჩართულა მოსახლეობის 31.3%. 50 წლის და ზემოთ რესპონდენტები მეტად ტამაშობდნენ ლატარიას და ლოტოს, ხოლო 18-29 წლის ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები მეტად ონლაინ თამაშებს.

აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული აშლილობის სამკურნალოდ ძირთადად გამოიყენება ფსიქოსოციალური სახეობის მკურნალობა. რომელიც მოიცავს ფსიქოთერაპიას, მათ შორის კოგნიტურ ბიჰევიორულ თერაპიას და მოტივაციურ ინტერვიუირებას. ასევე, აქტიურად გამოიყენება 12 ნაბიჯის პროგრამა. 

 

გამოყენებული მასალა:

ქუთელია ლ. (2020). აზარტული თამაშები, რას გვეუბნება ადქიციის მეცნიერება.

ninobekaia

ninobekaia

Related Stories

ადიქციის სფეროში აქტუალურ საკითხებზე საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე

ადიქციის სფეროში აქტუალურ საკითხებზე საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე

by Cognita
ოქტომბერი 30, 2023
0

კითხვებს პასუხებს ფსიქიატრი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ირმა კირთაძე როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა ადიქტოლოგიის მიმართულებით,...

20 წლიანი მოღვაწეობა დამოკიდებულების სფეროში – ინტერვიუ დავით ოთიაშვილთან

20 წლიანი მოღვაწეობა დამოკიდებულების სფეროში – ინტერვიუ დავით ოთიაშვილთან

by Cognita
ოქტომბერი 30, 2023
0

კითხვებს პასუხობს დავით ოთიაშვილი - ექიმი-ნარკოლოგი, ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის დოქტორი, მკვლევარი, ორგანიზაცია "ალტერნატივა ჯორჯიას" დამფუძნებელი და დირექტორი, ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის...

ოპიოიდები/ოპიატები

ოპიოიდები/ოპიატები

by ninobekaia
სექტემბერი 27, 2023
0

ოპიოიდები/ოპიატები დეპრესანტების ძირითად კატეგორიაში შედის. დეპრესანტები ცენტრალურ ნერვულს სისტემაზე მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი (სედაციური), იწვევ ტვინსა და სხეულს შორის კავშირის შესუსტებას....

ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო

ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო

by ninobekaia
სექტემბერი 15, 2023
0

ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს შორის. ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ აღნიშნული პროდუქტები უსაფრთხოა...

Recommended

რა გავლენას ახდენს ოფისის გარემო თანამშრომლებზე

რა გავლენას ახდენს ოფისის გარემო თანამშრომლებზე

ნოემბერი 1, 2023
ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო

კლიმატის ცვლილება და მისი ეფეტქები

სექტემბერი 14, 2023

Popular Story

  • ადიქციის სახეობები, წარმოქმნის მექანიზმები და მათი გავლენა ადამიანზე

    ადიქციის სახეობები, წარმოქმნის მექანიზმები და მათი გავლენა ადამიანზე

    627 shares
    Share 251 Tweet 157
  • 12 ნაბიჯის პროგრამის პირველი ნაბიჯები საქართველოში – ინტერვიუ მანანა სოლოღაშვილთან

    617 shares
    Share 247 Tweet 154
  • ნიკოტინი – დამოკიდებულება თუ მავნე ჩვევა?

    600 shares
    Share 240 Tweet 150
  • ტოქსიკური ურთიერთობები — რა ნიშნები ახასიათებს და როგორ ვმართოთ ის

    598 shares
    Share 239 Tweet 150
  • ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო

    598 shares
    Share 239 Tweet 150
დაგვიკავშირდით:
ელ. ფოსტა: centercognita@gmail.com
ტელეფონი: +995 593 228 168
წესები და პირობები | პერსონალური მონაცემების დაცვის წესები

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

  • მთავარი
  • 5 ნაბიჯის პროგრამა
  • ადიქციები
  • ფსიქოლოგია
  • კეთილდღეობა
  • გარემო

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Go to mobile version