კითხვებს პასუხობს დავით ოთიაშვილი – ექიმი-ნარკოლოგი, ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის დოქტორი, მკვლევარი, ორგანიზაცია “ალტერნატივა ჯორჯიას” დამფუძნებელი და დირექტორი, ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი.
თქვენ და თვენმა გუნდმა დაახლოებით 20 წლის წინ დაიწყო მუშაობა და დაარსა საზოგადოებრივი ორგანიზაცია“ალტერნბატივა ჯორჯია”, რომელიც დამოკიდებულების სფეროში მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პოლიტიკასა და პროგრამებს უჭერს მხარს, ატარებს კვლევებს, ჩართულია საგანმანათლებლო აქტივობებში და საადვოკაციო პროცესში.
რა გზა გამოიარეთ ამ ხნის განმავლობაში? როგორი რეალობა იყო საქართველოში, თქვენი საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით, როდესაც იწყებდით მუშაობას და სად ვართ ახლა?
საინტერესო თემებია, დავიწყებ ჩვენი ისტორიის მოკლე მიმოხილვით. დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი “ალტერნატივა ჯორჯია” პატარა არასამთავრობო ორგანიზაციაა და ჩვენი ინტერესის სფერო არის ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება. პრინციპში, მხოლოდ ამ საკითხებზე ვმუშაობთ, ოღონდ ეს საკითხები ხშირად არის გადაჯაჭვული სხვა პრობლემებთან, მაგალითად საზოგადოებრივი ჯანდაცავის პრობლემებთან, პოლიტიკის პრობლემებთან, სტიგმისა და საზოგადოების დამოკიდებულების პრობლემებთან და ა.შ. ამიტომ ამ თემებსაც ვეხებით.
ჩვენ როდესაც დავაფუძნეთ ორგანიზაცია 2004 წელს, მომავალ წელს 20 წლის იუბილე გვექნება, სიტუაცია ქვეყანაში და საჭიროებები მნიშვნელოვნად განსხვავებული იყო იმასთან შედარებით, რაც გვაქვს დღეს. მოკლედ რომ დავახასიათო ის პერიოდი, ჩვენს დარგში პრაქტიკულად არ გვქონდა არანაირი მონაცემი, რომელიც დაეხმარებოდა დარგში მომუშავე ადამიანებს პრიორიტეტების დასახვაში ან დაგეგმარებაში. არ ვიცოდით არც პრობლემების შესახებ კარგად და დეტალურად, რადგან არ ტარდებოდა კვლევები და არ გროვდებოდა მონაცემები. ასევე, არ გვყავდა სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ამ თემით იყო აქტიურად დაინტერესებული, არც იყო შესაბამის ცოდნა და გამოცდილება, რათა ჩართული ყოფილიყო თუნდაც ადვოკაციის კუთხით. ძალიან მწირი იყო დამხმარე, ზრუნვის სერვისები, რომლებიც უნდა ყოფილიყო მიმართული იმ ადამიანების პრობლემების გადაჭრაზე, ვისაც ნივთიერებების მოხმარების გამო ჰქონდა ჯანმრთრელობის,ს ოციალური ან სამართლებრივი პრობლემები.
ამ პერიოდისთვის, როცა ვიწყებდით, მე მქონდა მინიმუმ 10 წლიანი კლინიკური გამოცდილება, როგორც ნარკოლოგს, ვმუშაობდი ნარკოლოგიის ინსტიტუტში. 2004 წელს გადავწყვიტეთ, კლინიკური ფოკუსიდან მეტად გაგვეფართოვებინა ჩვენი საქმიანობის არეალი. მაშინაც და ახლაც ჩვენი პრიორიტეტი და საყვარელი საქმიანობა არის კვლევები. დასაწყისში ძალიან გაგვიმართლა, რადგან დავამყარეთ ურთიერთობა ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან. მალევე მივხვდით, რომ ის ცოდნა, რომელიც იქმნებოდა კვლევების შედეგად, არავის არ ჭირდებოდა. არ იყო აუდიტორია, რომელიც ამ ინფრომაციას გაეცნობოდა, მიიღებდა, დასკვნებს გააკეთებდა და ეს აისეხებოდა დადებით ცვლილებებში. მივხვდით, რომ მხოლოდ კვლევების კეთება და ახალი ცოდნის გენერირება არ არის საკმარისი, ასევე ვიღაცამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ცოდნამ ასახვა ჰპოვოს რეალურ ცვლილებებში. მივხვდით, რომ იყო ადამიანების ჯგუფები, ვისთანაც უნდა გვემუშავა. ესენი იყვნენ მაგალითად, გადაწყვეტილების მიმღებები, ვინც იღებდა კანონებს, მოიძიებდა ფინანსებს, ვინც დაგეგმავდა და განაახორციელებდა პროგრამებს. ასევე უნდა ყოფილიყო ის ადამიანები, ვისაც ეს პრობლემები ეხება, მათი ჩართულობა ნებისმიერ და განსაკუთრებით ჩვენ სფეროში გადამწვეტია და კრიტიკული. ფსიქოაქტიური ნივთერებების მომხმარებელთა თემის მონაწილეობის გარეშე წარმოუდგენელია მათ საჭიროებებზე მუშაობა. უნდა გვემუშავა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე სამიზნე ჯგუფი იყო სერვისის მიმწოდებლები. იმ პერიოდისთვის საქართველო ნარკოლოგიის სფეროში იყო პოსტ საბჭოთა გადმონაშთი, სადაც ნარკოლგია იყო მკვეთრად მედიკალიზირებული და არ იყო გათვალისწინებული ფსიქოლოგიური, სოციალური თუ სხვა ფაქტორები, რომელთაც ამ პრობლემის ჩამოყალიბებაში და გადაჭრაში დიდი წვლილი აქვთ.
მკურნალობა რა სახის იყო კონკრეტულად რას მოიცავდა? როგორც მახსოვს, საბჭოთა კავშირის დროს გავცერელბული იყო მოსაზრება, რომ ალკოჰოლზე და ნაროტიკულ საშუალებებზე დამოკიდებული ადამიანები იძულებით მიჰყავდათ მკურნალობის მიზნით სტაციონარში.
დღესაც არის კანონმდებლობაში ეს მუხლი, ჩანაწერი, რომელიც ითვალისწინებს იძულებით ზომებს, თუმცა ბევრი წელია არავინ არ იყენებს ამას. მე დავიწყე მუშაობა ექიმად 1993 წლიდან და იმ დროიდან არ მახსოვს არცერთი შემთხვევა, როცა ეს მუხლი იყო გამოყენებული. თუმცა მანამდე, საბჭოთა კავშირის პერიოდში ნამდვილად სრულდებოდა იძულებითი ზომები, მაგალითად ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებს ციხის მსგავს დაწესებულებაში ატარებინებდნენ 1 თუ 2 წელს. ითვლებოდა, რომ შრომა და იზოლაცია “გამოასწორებდა” ამ ადამიანებს. მსგავსი იძულებითი ზომები იყო ნარკოტიკის მომხამრებელ ადამიანებისთვისაც. საბჭოთა კავშირის პერიოდში ექიმები არა მზუნველ, არამედ მაკონტროლებელ ფნქციას ითავსებდნენ. საბედნიეროდ დღეს ეს მიდგომა აღარ გამოიყენება.
ადვოკაცია იყო ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, გადაწყვეტილებების მიმღებებთან. იმ პერიოდისთვის დაგროვებული ინფორმაცია გაგვეცნო მათთვის და დავხმარებოდით სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. აქტიურად ჩავერთეთ სამიზნე ჯგუფებთან – სათემო როგანიზაციებთან და სერვისის მიმწოდებლებთან მუშაობაში, რათა გაგვეზარდა მათი შესაძლებლობები. მტკიცებულებაზე და მეცნიერებაზე დაფუძნებული ცოდნა ვეცადეთ გადმოგვეთარგმნა და დაგვენერგა საქართველოში. ამით ვართ დაკავებული ბოლო 20 წელი.
ადვოკატირების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რა ფორმატში მიმდინარეობდა ის ბოლო წლების განმავლობაში?
ერთ-ერთი შრომატევადი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა ხელისუფლებასთან მუშაობა ძირითადად პარლამენტს ვგულისხმობ, თუმცა, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასაც. კანონების ჩამოყალიბებაში პარლამენტს აქვს დიდი როლი, მაგრამ ჩვენს სფეროში ძალოვანი სამინისტროების წარმომადგენლებს ყოველთვის გადამწყვეტი სიტყვა ეთქმით. კანონმდებლობის ჰუმანიზაცია – ეს მიმართულება იყო და არის ძირითადი ჩვენი მიმართულება. ძალიან მკაცრი კანონმდებლობა შეგვხვდა მემკვიდრეობით და დიდწილად ეს შენარჩუნებულია. მთავარი პრობლემა ამ კანონმდებლობაში არის ის, რომ არაპროპორციულად მკაცრად ისჯება ადამიანი, რომელიც მოიხმარს, თუნდაც არ იყოს ეს ადამიანი უკანანო ბრუნვასა და გავრცელებაში ჩართული.
ვმუშაობდით ყველა მოწვევის პარლამეტთან, 2008 წელს იყო ჩვენი პირველი მცდელობა – ქსელური მუშაობის შედეგად შევიტანეთ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში, რომლის ინიცირებაც მოხდა ამომარჩევლების ხელმოწერების შეგროვების შედეგად. აღნიშნული საკანონმდებლო ინციატივა ითვალისწინებდა დეკრიმინალიზაციას, რაც ნიშნავს მოხმარების არ დასჯას სისხლის სამართლის კანონდებლობით. მაშინ პარლამენტა არ განიხილა ინიციატივა, თუცა მუშაობა გრძელდებოდა. იცვლებოდა ხელისუფლებები, თუმცა საჭიროებები იგივე რჩებოდა. ამასობაში მოხდა ის, რომ გაძლიერდა სფერო. გაძლეირდნენ სათემო სერვისების ორგანიზაციები, შეიძინეს ცოდნა და ტექნიკური უნარები. განვითარდა ზიანის შემცირების ქსელი და სერვისები. განხორციელდა დადებითი ცვლილებები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია და დღეს რადიკალურად სხვა მდგომარეობაა, ვიდრე იყო 20 წლის წინ. ეს ყველაფერი შედეგია პირდაპირ თუ არაპირდაპირ იმ საადვოკაციო საქმიანობისა, რომელსაც ჩვენ ვეწეოდით.
ადვოკაცია მოიცავდა როგორც აქციებს, ასევე გადაცემებში და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობას, სოციალურ ქსელებთან ურთიერთობას და სხვა მრავალ აქტივობას. ამ ყველაფერმა დიდწილად გაზარდა ცნობიერება მოსახლეობაში. მოსახლეობის ნაწილი არის იმ გადაყვეტილების მიმღებ ჯანდაცვის სამინისტროშიც, რომელმაც თანდათან მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ გაფართოვდეს პროგრამები, გაიზარდოს დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ა.შ. შედეგი ნამდვილად გვაქვს თუ შევადარებთ დღევანდელ მდგომარეობას 20 წლის წინანდელს, სახეზეა რადიკალური გაუმჯობესება.
სტიგმასთან დაკავშირებით ზოგად მოსახლეობაში ალბათ გაზომილია, როგორი იყო დამოკიდებულება მომხმარებლების მიმართ ადრე და ახლა.
კონკრეტულად სტიგმა არ ყოფილა გაზომილი, თუმცა რაც გავზომეთ, იყო მოსახლეობის დამოკიდებულება სადასმჯელო ზომებთან მიმართებაში. ერთ-ერთი სტანდარტული კვლევა, რომელიც საბედნიეროდ საქართველოშო ორჯერ ჩატარდა, არის ზოგადი მოსახლეობის კვლევა თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებით, ჩაატარა ჩვენმა ორგნიზაციამ პირველად 2015 წელს და შემდეგ გავიმეორეთ 2022 წელს. ეს იყო დიდი რეპრეზენტატიული კვლევა 4000 რესპონდენტის მონაწილეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ნამდვილად შეგვიძლია ვტქვათ, რომ ეს კვლევები ასახავს ზოგადი მოსახლეობის მდგომარეობას. ორივე კვლევაში სხვა საკითხებტან ერთად გვაინტერესებდა ადამიანების დამოკიდებულება ცალკე კანაფის და ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ. კითხვები იყო მაგალიტად, ასეთი: უნდა ისჯებოდეს თუ არა თავისუფლების აღკვეთით თუ ჯარიმით კანაფის მომხმარებელი და ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელი. 2016 წლის კვლევის შედეგად ძალიან იმედის მომცემი იყო შედეგები. იმ პერიოდში დეკრიმინალიზაციის მოძრაობა აღზევების პერიოდში იყო, “თეთრი ხმაორი” და 41 არასამტავრობო ორგანიზაცია აწერდა ხელს კანონპროექტს დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, მათ შორის “ქართული ოცნების”, მმართველი პარტიის წევრების მხრიდანაც იყო ინიცირებული. დიდი იმედები გვოქნდა, მაგრამ დამთავრდა ისე, რომ არ განიხილა პარლამენტმა. კველევებში იმედის მომცემი შედეგები მივიღეთ, უმრავლესობა ამბობდა, რომ არ უნდა ისჯებოდეს თავისუფლების აღკვეთით ინექციური ნარკოტიკების მოხმარება. კანაფის მომხმარებელთა მიმართ კიდევ უფრო ლმობიერი იყო დამოკიდებულება.
რაც შეეხება 2022 წელს ჩატარებულ კვლევას, როცა შევადარეთ ის 2015 წლის კვლევას, ცოტა მოულოდნელი შედეგები მივიღეთ, რადგან ოდნავ არის გადახრილი სადამსჯელო ზომებისკენ მოსახლეობის აზრი. ამას არ ველოდით. ბევრი რამ მოხდა და ხდება მსოფლიოში, მეტი ქვეყანა აკეთებს დეკრიმინალიზაციას, თუმცა მოულოდნელი შედეგი მივიღეთ ამჯერად.
რომელი ქვეყნისგან ჯობს წარმატებული ნაროპოლიტიკის მაგალითის გადმოღება? თუ ასეთი რამ საერთოდ შესაძლებელია გაკეთდეს. საით უნდა ვისწრაფოდეთ?
მე ვფიქრობ, ნებისმიერი საშუალო ევროპული ქვეყანა შეიძლება იყოს ჩვენთვის მაგალითი. მებისმიერ ქვყანაში შესაძლოა იყოს რაღაც, რაც არ მოგვწონს, მაგრამ ზოგადად ნებისმიერი ევროპული ქვეყანა გამოყოფს რესუსრს იმისთვის, რომ ზრუნვის სერვისები და მათი ნაირსახეობა იყოს ხელმისაწვდომი, მეორეს მხრივ მომხმარებელი, რომელიც ფლობს (და ძირითადად ფლობს მომხმარებელი და ეს არ არის საშიში საზოგაოებისთვის, საკუთარი მოხმარებისთვის ფლობს) ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, ისინი არ ისჯებიან, დასჯა არ არის პრიორიტეტი. დასჯით არ მცირდება მოხმარება, ეს გზა გაიარა ევროპამ ბოლო 60 წლის მანძილზე და მნიშვნელოვანი ცოდნაც დაგროვდა. პრიორტიტეტი არის მომხმარებელთა დაკავშირება სერვისულ ორგაიზაციებთან, რათა დავეხმაროთ მათ. არის ქვეყნები, მაგალითად პორტუგალია, სადაც გადაწყვეტილების მიმღებებმა 2001 წლიდან დაიწყეს პროგრამა, რომელიც სახელმწიფო დონეზე საკმაოდ დახვეწილი იყო და მოიცავდა კონკრეტულ გეგმას რა პერიოდში და რას აკეთებდნენ და როგორ შეაფასებდნენ პროგრესს. ეს ყველაფერი კი განახორციელეს პრაქტიკაში, შედეგებიც დაიდო. აქვთ თავისი პრობლემებიც. ახლა რომ ჩახვიდეთ პორტუგალიაში და მომხმარებელთა თემს ჰკითხოთ, ძალიან ბევრ პრობლემას ჩამოგითვლიან და ეს ბუნებრივია, თუმცა პორტუგალია დღემდე კარგი მაგალითია გამორჩეული ნარკოპოლიტიკის.
საქართველოში როგორ შეიძლება მოხდეს წარმატებული ნარკოპოლიტიკის დანერგვა, საზოგადოების ჩართულობით თუ მეტად პოლიტიკური ნების ხარჯზე?
მადლობა ამ კითხვისთვის, საჭირო და აქტუალური კითხვაა, რომელზეც არ მაქვს მზა პასუხი. ჩემი აზრით, არ არსებობს მზა რეცეპტი, რომელიც ერთნაირად იმუშავებს ყველა გარემოში და თუ ჩვენ გადავხედავთ სხვადასხვა ქვეყნების მაგალითს, ყველგან სხვადასხვანაირად მოხდა. მაგალითად, პორტუგალიაში ეს იყო ინიციატივა, რომელიც ზემოდან წამოვიდა. წინააღმდეგობის მიუხედავად საზოგადოებასა და პოლიციაშიც, ეს იყო პრემიერ მინისტრის და სამთავრობო დონეზე გადაწყვეტილება, რომელიც გაიტანეს. სხხვაგან, მაგალიტად ამერიკაში საპირისპიროდ მოხდა, დეკრიმინალიზაციის და ლეგალიზაციის პროცესები უნიფიცირებულად ყველა შტატში ხდება მოსახლეობის რეფერენდუმის გადაწყვეტილების საფუძველზე, ანუ მზა რეცეპტი, რომელიც ყველგან იმუშავებს, არ არსებობს.
ჩვენს პირობებში მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს კომბინაცია ყველა შესაძლო ხერხისა. ჩვენ ვცდილობდით და ვცდილობთ (დღეს ცოტა შენელებულია ეს პროცესი და შესაძლოა ამაზე ცალკე ვისაუბროთ), ყველა შესაძლო არხი და ხერხი გამოგვეყენებინა გადაწვეტილების მიმღებთა დარწმუნებისთვის. მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანით, მტიცებულებაზე დაფუძნებული ცოდნის მიწოდებით, საჯარო კამპანიებით, ვაკეთებდით ვიდეოებს და ა.შ. ასევე ვცდილობთ სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობას და მათი გავლენით რაიმე ცვლილების მოხდენას ხელისუფლებაზე. რაღაც ცვლილებები მიღწეულია, მაგალითად სასწრაპოს აღარ აქვს ვალდებულება დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეატყობინოს პოლიციას და ა.შ. ვცდილობთ ყველაფერს და ჯერჯერობით რადიკალური ცვლილებები არ გვაქვს. რასაც მივაღწიეთ, არის დადებითი, ოღონდ პატარ-პატარა ფრაგმენტირებული ცვლილებები, იგივე მეთადონის პროგრამა და მისი სრული დაფინანსება.
ჯანმრთელობის დაცვის სისტემა რამდენად სენსიტიურია დახმარების სერვისების მიმართ, რამდენად გეგმავენ ზიანის შემცირების მიზნით სამედიცინო სერვისების დანერგვას. რამდენამ მუშაობს პირველადი სერვისები?
კარგი კითხვაა, არის აქ გარკვეული პრობლემები. რაც კარგად გვაქვს განვითარებული საქართველოში, ეს არის სპეციალიზირებული სერვისები, სადაც წამალდამოკიდებულ ადამიანებს სთავაზობენ დახმარებას. აქ მიდიან ადამიანები, ვინც უკვე მომხმარებელია და მაღალპოროფესიული დახმარებისთვის მიმართავს. აქ შედის ნარკოლოგიური კლინიკები, როგორც სახელმწიფო ისე კერძო. ჩანაცვლებითი მკურნალობის თვალსაზრისით მეტნაკლებად დაფარულია ქვეყანა. სტაციონარები ძირითადად მსხვილ ქალაქებშია კონცენტრირებული.
პრობლემა ნამდვილად არის პირველად ჯანდაცვაში დახმარების გაწევა. ოჯახის ექიმმა უნდა შეძლოს ადრეულ ეტაზე პრობლემის დანახვა და მიმართულების მიცემა. ნულზეა ეს ეტაპი საქართველოში. აქაც ვცდილობთ გამოვასწოროთ მდგომარეობა. მივედით და დაველაპარაკეთ ოჯახის ექიმებს, მათ არ აქვთ სპეციფიკური ცოდნა და უნარები, არც დიდი სურვილი. ვცდილობთ რამენაირად აღვჭურვოთ საბაზისო ცოდნითა და უნარებით, რომ არ შეეშინდეთ და არ ეგონოთ რომ მათი საქმე არ არის და არ შეუძლიათ. ასევე ვცდილობთ დავამოტივიროთ ისინი, რადგან ძალიან დატვირთულები არიან.
რაც შეეხება სპეციალიზირებულ სერვისებს, ზიანის შემცირებაც და ნარკოლოგიური კლინიკებიც ჩანაცვლების ჩათვლით – აქ ნორმალური მდგომარეობა გვაქვს. განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპა რომ ავიღოთ, ვერ ივტყვით რომ ჩამოვრჩებით, ბევრ რაღაცაში წინ ვუსწრებთ კიდეც, მათ შორის დარგში მომუშავე სპეციალისტების კვალიფიკაციით. ეს არის ბევრი ადამიანის, მათ შორის ჩვენი გუნდის მიერ მიღწეული შედეგი. წლებია, კოლეგების მოწადინებითა და დახმარებით ვცდილობთ, დაგროვებული ცოდნა გავრცელდეს სხვადასხვა მეთოდებით.
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ წარმატებული ჩანაცვლებითი პროგრამები გვაქვს, მათ შორის მეთადონის პროგრამით მკურნალობა…
კი, მანდაც არის გარკვეული პრობლემები, რაც ბუნებრივია, თუმცა რომ არის პროგრამა და ხელმისაწვდომია, ეს ძალიან დიდი მონაპოვარია. დღეს დაახლოებით 20 000 ადამიანია უკვე ჩართული ამ პროგრამაში.
რა გეგმები გაქვთ კვლევითი, საადვოკაციო ან სხვა, რაც შეგიძლიათ რომ გაგვიზიაროთ?
ერთ-ერთი, რაც ძალიან გვინდა რომ გავაკეთოთ, არის ე.წ. “ინტეგრირებულოი ზრუნვის” ელემენტების შემოტანა, რაც გულისხმობს კოორდინირებულ ზრუნვას. არის სხვადასხვა დაწესებულებები, რომლებიც შეხებაშია ნარკოტიკების მომხარებლებთან, მაგალითად, ჩანაცვლება, დეტოქსის პროგრამა, ზიანის შემცირება, პირველადი ჯანდაცვა. აღნიშნული სერვისები დღეს ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. გვინდა, დავსვათ ერთად და შევათანხმოთ მათთან ერთად, როგორ შეიძლება კოორდინიებულად იმუშაონ იმისთვის, რომ პაციენტის მრავალმხრივი საჭიროებები უფრო უკეთ იქნას გადაჭრილი.
კვლევას რაც შეეხება, ყოველთვის ვცდილობთ ის ვიკვლიოთ, რაც აქტუალურია და საინტერესო. ხანდახან ეს გამოგვდის, ხანდახან კი არა. კვევითი საქმიანობა დამოკიდებულია დონორის დაფინანსებაზე. რასაც გავაკეთებთ მომავალში, ეს არის კვლევა, რომელიც ეხება უკრაინიდან და რუსეთიდან ნარკოტიკების მომხმარებელ მიგრანტების მდგომარეობას. საველე სამუშაოებს უკვე მაისში დავიწყებთ. კითხვარი შემუშავებულია და პილოტირებას ვაკეთებთ. გვინდა ვნახოთ რა პრობლემებს აწყდებიან, რა სჭიროებები აქვთ და ა.შ.
კიდევ ერთი ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც ევროკავშიტის მიერ არის დაფინანსებული, არის საინტერესო და სასარგებლო ვებ რესურსი, პლათფოტრმა სადაც იქნება ყველაფერი ნარკოტიკებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების თაობაზე. რამდენიმე სამიზნე ჯგუფი იქნება, რა თქმა უნდა ზოგადი პოპულაცია თავისთავად, მაგრამ ცალკე ახალგაზრდებზე იქნება გათვლილი, ვინც ექსპერიმენტირების ეტაპზეა, მშობლებისთვის, პედაგოგებისთვის. ასევე, ზოგადი ინფორმაცია იქნება – რა არის მოხმარება, რა ეფექტები და რისკები ახლავს თან. ზიანის შემცირების შესახებ ინფორმაციაც განტავსდება, მაგალითად, რა რასთან არ უნდა აურიოს ახალგაზრდამ, რომელიც კლუბში მიდის. ცალკე იქნება დიდი სექცია, პროფესიონალებისთვის, დარგში მომჯუშავე სპეციალისტებისთვის, სადაც განთავსდება ყველა ქართული სახელმძღვანელო, გაიდი თუ პროტოკოლი, რაც არსებობს. იქნება ბევრი სხვადასხვა ტრენინგ მოდული აქტუალურ თემებზე, მაგალითად, როგორ ვიმუშაოთ ორსულ მომხმარებელ ქალებთან. ცალკე იქნება ონლაინ შეფასების ინსტრუმენტები, სადაც სტანდარტული ინსტრუმენტების გამოყენებას შეძლებს სპეციალისტი მარტივად.