ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვან კომფორტს უქმნის თანამედროვე ადამიანს. ამავდროულად ინტერნეტის უკონტროლო გამოყენებას ზიანის მოტანაც შეუძლია, რაც გამოიხატება ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებაში, პროდუქტიულობის დაქვეითებაში, სწავლაში ჩამორჩენაში და ინტერნეტ-დამოკიდებულებაში.
ინტერნეტ-დამოკიდებულება – ქცევითი დამოკიდებულების ნაირსახეობაა, რა დროსაც ინტერნეტის ჭარბად გამოყენების ფონზე ზიანდება დამოკიდებული ადამინიას სოციალური, ფსიქოლოგიური ფუნქციები, ადგილი აქვს ფსიქიკურ აშლილობებს, ფობიებს, იმპულსურობას, დეპრესიას, შფოთვას, ობსესიურ-კომპულსუს აშლილობას, ყურადღების დეფიციტს. კვლევები ადასტურებენ, რომ ინტერნეტ-დამოკიდებულებას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუარესოს სტუდენტების ძილის ხარისხი, ემოციური მდგომარეობა, უარყოფითად იმოქმედოს თვითშეფასებაზე, ხელი შეუშალოს სწავლასა და შრომაში, კარიერული მიზნების მიღწევაში.
კვლევების მეშვეობით დგინდება, რომ ინტერნეტ-დამოკიდებულება დაკავშირებულია ვეგიტატიურ დისფუნქციასთან. გულისცემის სიხშირის შემოწმება heart rate variability (HRV) ვეგეტატიური სისტემის ფუნქსიის შემოწმების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და არაინვაზიური მეთოდია. ერთ-ერთმა კვლევამ დაადგინა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებული იყო ინტერნეტ-დამოკიდებულ ბავშვებში. ამასთან რაც უფრო მძიმეა ინტერნე-დამოკიდებულება მით უფრო გამოხატულია ვეგეტატიური დისფუნქცია და ძილის დარღვევები.
2022 წელს სტუდენტების მონაწილეობით ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანი იყო ფიზიკური აქტივობების ეფექტის დადგენა ნერვულ სისტემასა და ინტერნეტზე დამოკიდებულების მიმართულებით. კვლევაში ჩართვამდე და შემდგომ სტუდენტებს ჩაუტარდა ინტერნეტზე ადიქციის შეფასების ტესტი (Young’s Internet Addiction Test), დეპრესიის საზომი ტესტი (Epidemiologic Studies Depression scale) და ძილის ხარისხის ტესტი (Pittsburgh sleep quality index), ასევე მოხდა გულისცემის სიხშირის გაზომვა (HRV).
ინტერვენციის სახით 12 კვირის განმავლობაში გამოყენებული იყო შემდეგი ფიზიკური აქტივობები: სირბილი, ქალათბურთის თამაში, ინტენსიური ფიზიკური ვარჯიში ღია სივრცეში. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ფიზიკურმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად დააქვეითეს ინტერნეტზე დამოკიდებულების და დეპრესიის ხარისხი, ამავდროულად გააუმჯობესდა ძილის ხარისხი და ვეგეტატიური სისტემის ფუნქცია. კვლევამ დაადგინა, რომ ფიზიკურ აქტივობაზე დაფუძნებულ ინტერვენციებს აქვთ ინტერნეტზე ადიქციის შემცირების და დაძლევის პოტენციალი.
გამოყენებული ლიტერატურა:
Yunyun, X. Sheng, and C. Jia, “Causative outcome and intervention effect of adolescent Internet addiction,” School Health in China, vol. 41, no. 2, pp. 316–320, 2020.
Younes, G. Halawi, H. Jabbour et al., “Internet addiction and relationships with insomnia, anxiety, depression, stress and self-esteem in university students: a cross-sectional designed study,” PLoS One, vol. 11, no. 9, article e0161126, 2016.
- Lin, S. Y. Kuo, P. H. Lee, T. C. Sheen, and S. R. Chen, “Effects of Internet addiction on heart rate variability in school-aged children,” The Journal of Cardiovascular Nursing, vol. 29, no. 6, pp. 493–498, 2014.
Effect of Exercise Intervention on Internet Addiction and Autonomic Nervous Function in College Students, Wei Zhang, RuiLin Xu, DOI: 10.1155/2022/5935353, 2022