• მთავარი
No Result
View All Result
Cognita | კოგნიტა
  • მთავარი
  • 5 ნაბიჯის პროგრამა
  • ადიქციები
  • ფსიქოლოგია
  • კეთილდღეობა
  • გარემო
  • მთავარი
  • 5 ნაბიჯის პროგრამა
  • ადიქციები
  • ფსიქოლოგია
  • კეთილდღეობა
  • გარემო
No Result
View All Result
Cognita | კოგნიტა
No Result
View All Result

ძილის მნიშვნელობა ადიქციის დაძლევის პროცესში

ninobekaia by ninobekaia
სექტემბერი 23, 2023
in კეთილდღეობა
419 4
0
ძილის მნიშვნელობა ადიქციის დაძლევის პროცესში
გააზიერე ფეისბუქზეგააზიარე ტვიტერზე

ნივთიერებების მოხმარების აშლილობის (Substance Use Disorders) მქონე ადამიანებს ხშირად აწუხებთ ძილთან დაკავშირებული პრობლემები. ძილის დარღვევამ შეიძლება თავი იჩინოს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პერიოდში (ნიკოტინი, ალკოჰოლი, კანაფი, კოკაინი და სხვა), აღკვეთის მდგომარეობისას (მოხმარების შეწყვეტის შემდეგ), ასევე რეაბილიტაციის პერიოდშიც და შეიძლება მოხმარებისგან თავშეკავების რელაფსის საფუძველიც გახდეს. ძილის დარღვევა მოიცავს ისეთ მდგომარეობებს, როგორიცაა ინსომნია, ჩაძინების პრობლემა, ძილის ციკლების დარღვევა, ძილიანობა, აპნოე, შფოთვით ძილი. ძილის ქრონიკულ დარღვევას შეიძლება მოყვეს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება.

გამომდინარე იქიდან, რომ ძილის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ნივთიერების მოხმარების რეციდივი, რეაბილიტაციის პროცესში ძალაინ მნიშვნელოვანია ამ პრობლემის გადაჭრაც. ამ გზაზე გასათვალისწინებელია უძილობის გამომწვევი სხვა მიზეზებიც, როგორიცაა სოციალური, სამედიცინო პრობლემები, ფსიქიკური აშლილობები, ზოგიერთი მედიკამენტის მიღება, სხვა გარემოებები.

You might also like

პარტნიორისა და მეგობრის მხარდაჭერა რეაბილიტაციის პროცესში

პარტნიორისა და მეგობრის მხარდაჭერა რეაბილიტაციის პროცესში

სექტემბერი 1, 2023
დასაქმების მნიშვნელობა რეაბილიტაციის გზაზე

დასაქმების მნიშვნელობა რეაბილიტაციის გზაზე

სექტემბერი 1, 2023

ძილის დარღვევების არაფარმაკოლოგიური მკურნალობა ნივთიერებების მოხმარების აშლილობის მქონე პაციენტებში მეტად სასურველია, რადგან ფარკამოლოგიური მკურნალობის შემთხვევაში არსებობს როგორც ახალი ადიქციის შეძენის, ასევე ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან ერთად მოხმარებისას, ავადმოხმარების რისკიც. მაგალითად ალკოჰოლთან ერთად ბენზოდიაზეპინის ჯგუფის მედიკამენტების მიღება იწვევს სუნთქვის დათრგუნვის რისკს.

ძილის დარღვევის თერაპიის არაფარმაკოლოგიური მეთოდები შეიძლება იყოს: 

გაცნობიერების მედიტაცია (Mindfulness meditation) – პაციენტი გადადის მოსვენებით მდგომარეობაში, ახდენს ყურადღების ფოკუსირებას მიმდინარე მომენტზე, რაც ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს თვითკონტროლს.

კუნთების პროგრესული რელაქსაცია – პაციენტი კონცენტრირდება კუნთების სხვადასხვა ჯგუფების დაძაბვასა და შემდგომ რელაქსაციაზე.

სტრესის კონტროლი – პაციენტი აცნობიერებს სტრესზე საკუთარ ფიზიოლოგიურ რეაქციებს და სწავლობს მათ მართვას.

კოგნიტურ-ბიჰეივიორული ფსიქოკონსულტირება – იცვლება პაციენტის არაადაპტური რწმენები, რაც ცვლის მის ქცევებს, აუმჯობესებს ემოციურ მდგომარეობას.

სტიმულების კონტროლი – პაციენტი თავიდან აკავშირებს საკუთარ საძინებელს სწრაფ ჩაძინებასთან.

ფიზიკური ვარჯიში – რეგულარული ფიზიკური აქტივობა ამცირებს სტრესს და იწვევს ფიზიკურ დაღლას.

ძილის შემცირების თერაპია – პაციენტი ზღუდავს ძილის ხანგრძლივობას დღეში რამდენიმე საათამდე, შემდეგ კი თანდათანობით ზრდის ძილის ხანგრძლივობას საათების სასურველ ოდენობამდე.

თერაპია სინათლით – მძაფრი, ბუნებრივი სინათლე დღის განმავლობაში ხელს უწყობს ძილის რეჟიმის ნორმალიზებას, ხარისხიანი ძილისთვის მნინელოვანი, ჰორმონ მელატონინის გამომუშავების სტიმულირებით.

სტომატოლოგიური მოწყობილობები – ეხმარებიან ობსტრუქციული აპნოეს მქონე პაციენტებს ძილის დროს ნორმალურ სუნთქვაში.

 

გამოყენებული წყარო: Treating Sleep Problems of People in Recovery From Substance Use Disorders, Substance Abuse and Mental Health Services Administration (SAMHSA), U.S. Department of Health and Human Services (HHS)

ninobekaia

ninobekaia

Related Stories

პარტნიორისა და მეგობრის მხარდაჭერა რეაბილიტაციის პროცესში

პარტნიორისა და მეგობრის მხარდაჭერა რეაბილიტაციის პროცესში

by cognita
სექტემბერი 1, 2023
0

ფსიქოაქტიური ნივთიერებების (ნიკოტინი, ალკოჰოლი, ბენზოდიაზეპინის ჯგუფის მედიკამენტები, სხვა ნარკოტიკული საშუალებები) მოხმარების აშლილობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ დამოკიდებულ ადამიანზე, არამედ მის...

დასაქმების მნიშვნელობა რეაბილიტაციის გზაზე

დასაქმების მნიშვნელობა რეაბილიტაციის გზაზე

by cognita
სექტემბერი 1, 2023
0

ნივთიერებების მოხმარების აშლილობისგან გამოჯანმრთელების გზა, ხშირად, სავსეა გამოწვევებით. რეციდივის რისკით დაწყებული და საზოგადოების მხრიდან სტიგმატიზაციით, იზოლაციით დამთვრებული. წარმატების მისაღწევას დაგჭირდებათ...

კავშირი დალაგებასა და ჯანმრთელობას შორის

კავშირი დალაგებასა და ჯანმრთელობას შორის

by cognita
აგვისტო 30, 2023
0

სახლის დასუფთავება გულისხმობს ფიზიკურ აქტივობას  ინდიანას უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეისწავლეს ასოციაცია ჯანსაღ ფიზიკურ აქტივობასა და სახლის ატმოსფეროს შორის. კვლევაში ჩართული იყო...

ბავშვებთან ურთიერთობის თერაპიული მნიშვნელობა

ბავშვებთან ურთიერთობის თერაპიული მნიშვნელობა

by cognita
აგვისტო 30, 2023
0

ფსიქოაქტიური ნივთიერებების (ნიკოტინი, ალკოჰოლი, ბენზოდიაზეპინის ჯგუფის მედიკამენტები, სხვა ნარკოტიკული საშუალებები) მოხმარების აშლილობის თერაპია და შემდგომი რეაბილიტაცია ხანგრძლივი პროცესია. ეს პერიოდი...

Recommended

ოპიოიდები/ოპიატები

ოპიოიდები/ოპიატები

სექტემბერი 27, 2023
ადიქცია და იოგა

ადიქცია და იოგა

ივლისი 27, 2023

Popular Story

  • ადიქციის სახეობები, წარმოქმნის მექანიზმები და მათი გავლენა ადამიანზე

    ადიქციის სახეობები, წარმოქმნის მექანიზმები და მათი გავლენა ადამიანზე

    627 shares
    Share 251 Tweet 157
  • 12 ნაბიჯის პროგრამის პირველი ნაბიჯები საქართველოში – ინტერვიუ მანანა სოლოღაშვილთან

    618 shares
    Share 247 Tweet 155
  • ტოქსიკური ურთიერთობები — რა ნიშნები ახასიათებს და როგორ ვმართოთ ის

    600 shares
    Share 240 Tweet 150
  • ნიკოტინი – დამოკიდებულება თუ მავნე ჩვევა?

    600 shares
    Share 240 Tweet 150
  • ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო

    598 shares
    Share 239 Tweet 150
დაგვიკავშირდით:
ელ. ფოსტა: centercognita@gmail.com
ტელეფონი: +995 593 228 168
წესები და პირობები | პერსონალური მონაცემების დაცვის წესები

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

  • მთავარი
  • 5 ნაბიჯის პროგრამა
  • ადიქციები
  • ფსიქოლოგია
  • კეთილდღეობა
  • გარემო

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Go to mobile version