• მთავარი
No Result
View All Result
Cognita | კოგნიტა
  • მთავარი
  • 5 ნაბიჯის პროგრამა
  • ადიქციები
  • ფსიქოლოგია
  • კეთილდღეობა
  • გარემო
  • მთავარი
  • 5 ნაბიჯის პროგრამა
  • ადიქციები
  • ფსიქოლოგია
  • კეთილდღეობა
  • გარემო
No Result
View All Result
Cognita | კოგნიტა
No Result
View All Result

ექსტაზი/MDMA

ninobekaia by ninobekaia
მაისი 2, 2023
in ადიქციები
418 5
0
ექსტაზი/MDMA
გააზიერე ფეისბუქზეგააზიარე ტვიტერზე

ექსტაზის ქიმიური სახელწოდებაა 3,4-მეთილენდოქსი–მეტამფეტამინი. ტაბლეტის სახით ცნობილია როგორც ექსტაზი, ხოლო ფხვნილისა და კრისტალური სახით, როგორც მოლი. ექსტაზს წვეულების ნარკოტიკსაც ეძახიან.

MDMA სინთეტიური ნარკოტიკია და მოიცავს როგორც სტიმულატორის, ასევე ჰალუცინოგენის ეფექტებს. ის ცვლის გუნება–განწყობას, დროის შეგრძნებას, აღქმას. თავდაპირველად ექსტაზი პოპულარული იყო ღამის კლუბებში “რეივერებისთვის”, თუმცა მომხმარებელთა წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

You might also like

ადიქციის სფეროში აქტუალურ საკითხებზე საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე

ადიქციის სფეროში აქტუალურ საკითხებზე საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე

ოქტომბერი 30, 2023
20 წლიანი მოღვაწეობა დამოკიდებულების სფეროში – ინტერვიუ დავით ოთიაშვილთან

20 წლიანი მოღვაწეობა დამოკიდებულების სფეროში – ინტერვიუ დავით ოთიაშვილთან

ოქტომბერი 30, 2023

MDMA ზრდის ტვინის ქიმიური ნივთიერების აქტივობას და ხელს უწყობს შემდეგი ჰორმონების გამოყოფას:

დოფამინი – პასუხისმგებელია სიამოვნებაზე, მოტივაციაზე, მოძრაობასა და მეხსიერებაზე.

ექსტაზის მიღების შედეგად წარმოიქმნება ჭარბი ენერგია/აქტივობა, რაც მოქმედებს თავის ტვინის დამაჯილდოვებელ სისტემაზე და ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს მსგავსი ქმედების განმეორებას მომავალში.

ნორეპინეფრინი – ზრდის გულისცემას და არტერიულ წნევას, რაც განსაკუთრებით სარისკოა გულისა და სისხლძარღვების პრობლემების მქონე ადამიანებისთვის

სეროტონინი – გავლენას ახდენს განწყობაზე, მადაზე, ძილს და სხვა ფუნქციებზე.

ექსტაზის ეფექტი დამოკიდებულია არა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების შემადგენლობაზე, არამედ მომხმარებლის სხეულის აგებულებაზე, გუნება–განწყობაზე, და გარემოზე, რომლებშიც ხდება მისი მიღება.

ექსტაზის ზომიერი გამოყენების შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში ადამიანმა შეიძლება განიცადოს:

  • გაღიზიანებადობა
  • იმპულსურობა და აგრესია
  • დეპრესია
  • ძილის პრობლემები
  • შფოთვა
  • მეხსიერების და ყურადღების პრობლემები
  • დაქვეითებული მადა
  • შემცირებული ინტერესი სექსის მიმართ

შესაძლებელია, რომ ზოგიერთი აღნიშნული ეფექტი გამოწვეული იყოს MDMA-ს სხვა ნივთიერებებთან, განსაკუთრებით მარიხუანასთან ერთად გამოყენების გამო.

ექსტაზის რისკებია:

  • სხეულის ტემპერატურის მატება და ოფლიანობა. იმის გამო, რომ იგი ძლიერი სტიმულატორია და ახასიათებს სხეულის ჰიპერაქტიურობა, შესაბამისი გაგრილებისა და წყლის გარეშე მარტივად შესაძლებელია, მის მომხმარებელს, მთელი ღამის ცეკვის შედეგად, ჰიპერთემია (სხეულის გადახურება) განუვითარდეს.
  • დიდი დოზით მიღებისას ჰალუცინაციებმა შესაძლოა გამოიწვიოს შფოთვა, დაბნეულობა და პანიკური შეტევები.
  • კონკრეტული ფორმა, ფერი, სახელი თუ გამოსახულება არასდროსაა ექსტაზის ხარისხის და/ან შემადგენლობის გარანტია. შესაძლებელია, რომ ორ ერთნაირ ტაბლეტს ჰქონდეს სხვადასხვა შემადგენლობა. იგი შეიძლება შედგებოდეს, მაგალითად, სპიდის (ამფეტამინის ჟარგონული დასახელება), კოფეინისა და მდმა–ს ტიპის სხვა ნარკოტიკული საშუალებებისგან, რომელიც უფრო გვიან იწყებს მოქმედებას, თუმცა ექსტაზზე ძლიერია, რაც ზრდის ზედოზირების რისკს.
  • ექსტაზის კომბინაციას ალკოჰოლთან ან სხვა ნარკოტიკთან შეიძლება თან სდევდეს საშიში ეფექტები. ისინი, ვინც მოიხმარენ ექსტაზისა და ალკოჰოლის კომბინაციას, არიან დეჰიდრატაციის (გაუწყლოების) მაღალი რისკის ქვეშ.

ექტსტაზის გრძელვადიან მოხმარებას შესაძლოა მოჰყვეს შემდეგი ეფექტები:

  • კონცენტრაციისა და მეხსიერების გაუარესება
  • დეპრესია
  • ღვიძლისა და თირკმელების დაზიანება
  • დაღლილობისა და წონის დაკლებით გამოწვეული დაქვეითებული იმუნიტეტი შესაძლებელია, გახდეს სხვადასხვა დაავადებისა თუ ინფექციის მიზეზი.
  • ექსტაზის მოხმარებამ შეიძლება გამოწვიოს სხეულის გამოფიტვა.

ექსტაზს აქვს მიჩვევის პოტენციალი. ისევე როგორც სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, ფრთხილად მოეკიდეთ MDMA-ის მიღებას.

 

გამოყენებული მასალა:

https://nida.nih.gov/publications/drugfacts/mdma-ecstasymolly

https://altgeorgia.ge/drug-info/items/ecstasy-mdma-%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%9B%E1%83%90/

ninobekaia

ninobekaia

Related Stories

ადიქციის სფეროში აქტუალურ საკითხებზე საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე

ადიქციის სფეროში აქტუალურ საკითხებზე საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე

by Cognita
ოქტომბერი 30, 2023
0

კითხვებს პასუხებს ფსიქიატრი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ირმა კირთაძე როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა ადიქტოლოგიის მიმართულებით,...

20 წლიანი მოღვაწეობა დამოკიდებულების სფეროში – ინტერვიუ დავით ოთიაშვილთან

20 წლიანი მოღვაწეობა დამოკიდებულების სფეროში – ინტერვიუ დავით ოთიაშვილთან

by Cognita
ოქტომბერი 30, 2023
0

კითხვებს პასუხობს დავით ოთიაშვილი - ექიმი-ნარკოლოგი, ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის დოქტორი, მკვლევარი, ორგანიზაცია "ალტერნატივა ჯორჯიას" დამფუძნებელი და დირექტორი, ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის...

ოპიოიდები/ოპიატები

ოპიოიდები/ოპიატები

by ninobekaia
სექტემბერი 27, 2023
0

ოპიოიდები/ოპიატები დეპრესანტების ძირითად კატეგორიაში შედის. დეპრესანტები ცენტრალურ ნერვულს სისტემაზე მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი (სედაციური), იწვევ ტვინსა და სხეულს შორის კავშირის შესუსტებას....

ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო

გემბლინგი

by ninobekaia
სექტემბერი 28, 2023
0

გემბლინგს, იგივე აზარტულ თამაშებს დიდი ხნის ისტორია აქვს და მისი არსებობის შესახებ ინფორმაციას ჩვენ წელთაღრიცხვამდე წყაროებშიც ვხვდებით. აზარტული თამაშები ბოლო...

Recommended

ადიქციის ხელშემწყობი ფსიქო-სოციალური ფაქტორები – ინტერვიუ ჯანა ჯავახიშვილთან

ადიქციის ხელშემწყობი ფსიქო-სოციალური ფაქტორები – ინტერვიუ ჯანა ჯავახიშვილთან

ოქტომბერი 30, 2023
12 ნაბიჯის პროგრამის პირველი ნაბიჯები საქართველოში – ინტერვიუ მანანა სოლოღაშვილთან

12 ნაბიჯის პროგრამის პირველი ნაბიჯები საქართველოში – ინტერვიუ მანანა სოლოღაშვილთან

ოქტომბერი 30, 2023

Popular Story

  • ადიქციის სახეობები, წარმოქმნის მექანიზმები და მათი გავლენა ადამიანზე

    ადიქციის სახეობები, წარმოქმნის მექანიზმები და მათი გავლენა ადამიანზე

    627 shares
    Share 251 Tweet 157
  • 12 ნაბიჯის პროგრამის პირველი ნაბიჯები საქართველოში – ინტერვიუ მანანა სოლოღაშვილთან

    619 shares
    Share 248 Tweet 155
  • ტოქსიკური ურთიერთობები — რა ნიშნები ახასიათებს და როგორ ვმართოთ ის

    601 shares
    Share 240 Tweet 150
  • ნიკოტინი – დამოკიდებულება თუ მავნე ჩვევა?

    600 shares
    Share 240 Tweet 150
  • ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო

    598 shares
    Share 239 Tweet 150
დაგვიკავშირდით:
ელ. ფოსტა: centercognita@gmail.com
ტელეფონი: +995 593 228 168
წესები და პირობები | პერსონალური მონაცემების დაცვის წესები

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

  • მთავარი
  • 5 ნაბიჯის პროგრამა
  • ადიქციები
  • ფსიქოლოგია
  • კეთილდღეობა
  • გარემო

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Go to mobile version