• მთავარი
No Result
View All Result
Cognita | კოგნიტა
  • მთავარი
  • 5 ნაბიჯის პროგრამა
  • ადიქციები
  • ფსიქოლოგია
  • კეთილდღეობა
  • გარემო
  • მთავარი
  • 5 ნაბიჯის პროგრამა
  • ადიქციები
  • ფსიქოლოგია
  • კეთილდღეობა
  • გარემო
No Result
View All Result
Cognita | კოგნიტა
No Result
View All Result

ფსიქოდელიური ნარკოტიკული საშუალებები და მათი ეფექტები

ninobekaia by ninobekaia
მაისი 2, 2023
in ადიქციები
419 5
0
ფსიქოდელიური ნარკოტიკული საშუალებები და მათი ეფექტები
გააზიერე ფეისბუქზეგააზიარე ტვიტერზე

ფსიქოდელიური ნივთიერებები (ასევე ცნობილი, როგორც ჰალუცინოგენები) წარმოადგენს ფსიქოაქტიური ნივთიერებათა ჯგუფს, რომელიც ცვლის აღქმას, ემოციებს, დროის შეგრძნებასა და კოგნიტურ პროცესებს. იცვლება გარემოს აღქმა, სუსტდება ლოგიკა, ხოლო მძაფრდება ილუზიები და ჰალუცინაციები.

ჰალუცინოგენების  ჯგუფში შედის: LSD, MDMA, სოკოები, იბოგა, კეტამინი, მუსკატი, კანაბინოიდები (მაგ. მარიხუანა, ჰაშიში) და სხვა.

You might also like

ადიქციის სფეროში აქტუალურ საკითხებზე საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე

ადიქციის სფეროში აქტუალურ საკითხებზე საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე

ოქტომბერი 30, 2023
20 წლიანი მოღვაწეობა დამოკიდებულების სფეროში – ინტერვიუ დავით ოთიაშვილთან

20 წლიანი მოღვაწეობა დამოკიდებულების სფეროში – ინტერვიუ დავით ოთიაშვილთან

ოქტომბერი 30, 2023

ფსიქოდელიური მცენარეების გამოყენებას დიდი ხნის ისტორია აქვს. მათ მოიხმარდნენ სხვადასხვა მიზნებისთვის და სხვადასხვა მეთოდებით. მცენარეებსა და სოკოებს აქვთ თვისება დაიცვან თავი ცხოველებისგან თუ სხვადასხვა მწერებისგან, ამისათვის ისინი იყენებენ ძლიერ ალკალოიდებს, როგორებიცაა მაგალითად, კოკაინი (კოკას ფოთლები), თამბაქოს ფოთლები და სხვა. ჰალუცინოგენების გამოყენების პრაქტიკა სხვადასხვა კულტურაში ჰქონდათ როგორც შამანური და რელიგიური რიტუალების, ასევე სამკურნალო მიზნებისთვის.

ჰალუცინოგენების უმეტესობა მოქმედებს სიმპათიკურ[1] ნერვულ სისტემაზე, რაც ხელს უწყობს ჰორმონების გამომუშავებას. აქტიურდება დოფამინი, ნორეპინეფრინი, განსაკუთრებით სეროტონინი და სხვა ჰორმონები. ნორეპინეფრინი ხელს უწყობს სიფხიზლეს, ყურადღების კონცენტრაციას. დოფამინი პასუხისმგებელია სიამოვნებაზე, მოტივაციაზე, მოძრაობასა და მეხსიერებაზე. სეროტონინი არეგულირებს გუნება-განწყობას,  მადას, ძილს, მეხსიერებას და მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში. სეროტონინის ჭარბი გამომუშავებისას მნიშვნელოვნად იცვლება ადამიანის განწყობა, შეგრძნებები და სენსორული ნაწილი. ასეთ დროს ადამიანი მძაფრად აღიქვამს, ხედავს და ესმის.  ფსიქოდელიკების მოხმარებისას შესაძლოა განვითარდეს სინესთეზია – ერთგვარი აღქმის აღრევა, როდესაც მაგალითად, მხედველობით სტიმულს აღიქვამს სმენითი არხი და ხდება მუსიკის დანახვა ფერებში ან ფორმაში. ან პირიქით, ვიზუალური სტიმული აღიქვას სმენითმა არხმა და კონკრეტული გამოსახულება აღქმული იყოს როგორც ბგერა.

გარდა სენსორული და გუნება-განწყობილების ნაწილისა, ჰალუცინოგენები მოქმედებენ ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც ჰალუცინაციებზეა პასუხისმგებელი. ფსიქოდელიკების მიღებას ხშირად თან ახლავს ილუზიები და ბოდვა. მათი გამოყენებისას იზრდება გულისცემა, არტერიალური წნევა გა ხშირდება სუნთქვა. შესაძლოა გამოიწვიოს პირის სიმშრალე, მადის დაკარგვა, ძილის დარღვევები, პანიკური შეტევები, კომპულსიური მოძრაობები, ჭარბი ოფლიანობა, პარანოია.

გრძელვადიანი გამოყენებისას ზოგი ჰალუცინოგენი იწვევს ფსიქოზსა და ჰალუცინოგენური აღქმის პერსისტენტულ აშლილობას (HPPD).

ფსიქოზის სიმპტომებია: ვიზუალური დარღვევები, დეზორგანიზებული აზროვნება, პარანოია, ხასიათის ცვლილებები.

ჰალუცინოგენური აღქმის პერსისტენტულ აშლილობას (HPPD) ახასიათებს ჰალუცინაციები, ილუზიები და ვიზუალური დარღვევები, რომლებიც  უეცარი ფლეშბექების[2] სახით მეორდება. აღნიშნული აშლილობა შესაძლოა განვითარდეს ცუდი მოგზაურობიდან (bad trip) რამოდენიმე თვის ან წლის შემდეგ.

ზოგი ფსიქოდელიური ნივთიერების მიმართ, როგორიც არის მაგალითად LSD და სოკო, ტოლერანტობა საკმაოდ მალე ყალიბდება, ზოგთან კი გარკვეული დრო სჭირდება. LSD-ს მიმართ მეტად ვითარდება ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. სოკოების მოხმარებისას ნაკლებია ფსიქოზური რეაქციები, თუმცა მათი გამოყენება ზოგჯერ იწვევს შფოთვასა და პანიკას. MDMA – რომელიც ძირითადად კლუბურ ნარკოტიკად ითვლება, დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. მისი მიღებისას იზრდება გულისცემა, სუნთქვის გახშირება, მოჭარბებულია ენერგია. შესაძლოა გამოიწვიოს პირის სიმშრალე, გუგების გაფართოება, გულისრევა, კრუნჩხვები, თავის ტკივილი და კანკალი. გრძელვადიან პერსპექტივაში – დეპრესია, შფიოთვა, სხეულის გამოფიტვა, ღვიძლის დაზიანება. აღნიშნული ჰალუცინოგენი იწვევს ელექტროლიტების დისბალანსსა და გაუწყლოებას, რის გამოც წყლის საჭირო რაოდენობის არ მიღების შემთხვევაში შესაძლოა ლეტალურადაც დასრულდეს.

Რაც შეეხება კანაბიოიდებს, ისინი ხასიათდება მაღალი ტოლერანტობით, დროთა განმავლობაში შესაძლოა დაიკარგოს ინტერესი გარე სამყაროს მიმართ. მნიშვნელოვნად ქვეითდება მეხსიერება და კოგნიტური ფუნქციები.

ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს კვლევები, რათა ფსიქოდელიური საშუალებები გამოიყენებული იქნას მედიცინაში, განსაკუთრებით ფსიქიატრიის მიმართულებით. კერძოდ – პოსტტრავმატული სტერსული აშლილობის, დეპრესიის, შფოთვითი აშლილობისა და ადიქციების მკურნალობისას.

 

 

გამოყენებული მასალა:

კოენი უ.ე. (2017). ფსიქოაქტიური საშუალებების ფიზიკური და ფსიქიკური ეფექტები.

Nutt D. (2019). Psychedelic drugs – a new era in psychiatry?. National Library of Medicine

[1] სიმპათიკური ნერვული სისტემა – არეგულირებს ორგანიზმის შიდა რეაქციებსა და ქცევას სტრესის დროს. შინაგანი ორგანოების ტვინთან დაკავშირების შედეგად ხდება  სხეულის აქტივაცია მოქმედებისთვის.

[2] როდესაც წარსული ტრავმული გამოცდილება შეიგრძნობა იმგვარად, თითქოს ხდება ახლა და ამჟამად.

ninobekaia

ninobekaia

Related Stories

ადიქციის სფეროში აქტუალურ საკითხებზე საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე

ადიქციის სფეროში აქტუალურ საკითხებზე საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე

by Cognita
ოქტომბერი 30, 2023
0

კითხვებს პასუხებს ფსიქიატრი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ირმა კირთაძე როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა ადიქტოლოგიის მიმართულებით,...

20 წლიანი მოღვაწეობა დამოკიდებულების სფეროში – ინტერვიუ დავით ოთიაშვილთან

20 წლიანი მოღვაწეობა დამოკიდებულების სფეროში – ინტერვიუ დავით ოთიაშვილთან

by Cognita
ოქტომბერი 30, 2023
0

კითხვებს პასუხობს დავით ოთიაშვილი - ექიმი-ნარკოლოგი, ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის დოქტორი, მკვლევარი, ორგანიზაცია "ალტერნატივა ჯორჯიას" დამფუძნებელი და დირექტორი, ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის...

ოპიოიდები/ოპიატები

ოპიოიდები/ოპიატები

by ninobekaia
სექტემბერი 27, 2023
0

ოპიოიდები/ოპიატები დეპრესანტების ძირითად კატეგორიაში შედის. დეპრესანტები ცენტრალურ ნერვულს სისტემაზე მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი (სედაციური), იწვევ ტვინსა და სხეულს შორის კავშირის შესუსტებას....

ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო

გემბლინგი

by ninobekaia
სექტემბერი 28, 2023
0

გემბლინგს, იგივე აზარტულ თამაშებს დიდი ხნის ისტორია აქვს და მისი არსებობის შესახებ ინფორმაციას ჩვენ წელთაღრიცხვამდე წყაროებშიც ვხვდებით. აზარტული თამაშები ბოლო...

Recommended

ბავშვებთან ურთიერთობის თერაპიული მნიშვნელობა

ბავშვებთან ურთიერთობის თერაპიული მნიშვნელობა

აგვისტო 30, 2023
ჯგუფური თერაპია ადიქციების მკურნალობისას

ჯგუფური თერაპია ადიქციების მკურნალობისას

სექტემბერი 5, 2023

Popular Story

  • ადიქციის სახეობები, წარმოქმნის მექანიზმები და მათი გავლენა ადამიანზე

    ადიქციის სახეობები, წარმოქმნის მექანიზმები და მათი გავლენა ადამიანზე

    627 shares
    Share 251 Tweet 157
  • 12 ნაბიჯის პროგრამის პირველი ნაბიჯები საქართველოში – ინტერვიუ მანანა სოლოღაშვილთან

    618 shares
    Share 247 Tweet 155
  • ტოქსიკური ურთიერთობები — რა ნიშნები ახასიათებს და როგორ ვმართოთ ის

    600 shares
    Share 240 Tweet 150
  • ნიკოტინი – დამოკიდებულება თუ მავნე ჩვევა?

    600 shares
    Share 240 Tweet 150
  • ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო

    598 shares
    Share 239 Tweet 150
დაგვიკავშირდით:
ელ. ფოსტა: centercognita@gmail.com
ტელეფონი: +995 593 228 168
წესები და პირობები | პერსონალური მონაცემების დაცვის წესები

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

  • მთავარი
  • 5 ნაბიჯის პროგრამა
  • ადიქციები
  • ფსიქოლოგია
  • კეთილდღეობა
  • გარემო

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Go to mobile version