• მთავარი
No Result
View All Result
Cognita | კოგნიტა
  • მთავარი
  • 5 ნაბიჯის პროგრამა
  • ადიქციები
  • ფსიქოლოგია
  • კეთილდღეობა
  • გარემო
  • მთავარი
  • 5 ნაბიჯის პროგრამა
  • ადიქციები
  • ფსიქოლოგია
  • კეთილდღეობა
  • გარემო
No Result
View All Result
Cognita | კოგნიტა
No Result
View All Result

LSD (ელესდე)

ninobekaia by ninobekaia
მაისი 2, 2023
in ადიქციები
419 4
0
LSD (ელესდე)
გააზიერე ფეისბუქზეგააზიარე ტვიტერზე

You might also like

ადიქციის სფეროში აქტუალურ საკითხებზე საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე

ადიქციის სფეროში აქტუალურ საკითხებზე საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე

ოქტომბერი 30, 2023
20 წლიანი მოღვაწეობა დამოკიდებულების სფეროში – ინტერვიუ დავით ოთიაშვილთან

20 წლიანი მოღვაწეობა დამოკიდებულების სფეროში – ინტერვიუ დავით ოთიაშვილთან

ოქტომბერი 30, 2023

LSD (ლიზერგინის მჟავა დიეთილამიდი) არის სინთეზური ქიმიური ნივთიერება, მიეკუთვნება ნარკოტიკების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია ფსიქოდელიკების სახელით. მცირე დოზების მიღებისას მას შეუძლია გამოიწვიოს მსუბუქი ცვლილებები აღქმაში, განწყობასა და აზროვნებაში. უფრო დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ვიზუალური ჰალუცინაციები, ასევე სივრცისა და დროის აღქმის შეცვლა.

ზოგჯერ LSD-ს სახელით იყიდება ნივთიერებები, რომელებიც მოიცავს ისეთ ქიმიკატებს, როგორიცაა NBOMe ან 2C ოჯახის ნარკოტიკები (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ნაწილი). აღნიშნული ნივთიერებები შეიძლება იყოს საკმაოდ საშიში, რადგან მათი შემადგენლობა არათანმიმდევრული და ხშირად უცნობია. მათმა ზედოზირებამ კი შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ფატალური ზიანი.

LSD თეთრი უსუნო ნივთიერებაა. მისი დოზის განსაზღვრა რთულია, რადგან LSD-ს ძირითადად სხვა ნივთიერებებით აზავებენ. LSD ყველაზე ხშირად „ბლოტერების“ ფორმით გვხვდება – ესენია ფერადი ქაღალდის პატარა ნაჭრები, რომლებიც საფოსტო მარკებს წააგვანან. ისინი LSD-ს ხსნარითაა გაჟღენთილი, კვადრატული ფორმისაა და მათზე სხვადასხვა სიმბოლოები და გრაფიკული ნახატებია დატანილი. თითო ბლოტერი მოიცავს დაახლოებით 100-დან 400 მიკროგრამამდე LSD-ს.

LSD-ს ყველაზე ხშირად იღებენ ენის ქვეშ დადებით ან გადაყლაპვით, თუმცა შესაძლოა მას  ინექციურადაც მოიხმარდნენ, ასევე იღებდნენ ტაბლეტების და კაფსულების სახითაც.

არ არსებობს ნარკოტიკული ნივთიერების მიღების უსაფრთხო დოზა. ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღება ყოველთვის შეიცავს რისკებს.

LSD-ს ეფექტები ყველა ადამიანზე ინდივიდუალურად ზემოქმედებს და ეს დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

  • სიმაღლე, წონა და ჯანმრთელობა
  • მიღებული ნივთიერების დოზა
  • ნივთიერების სიძლიერე და ხარისხი
  • სხვა ნივთიერებებთან მიღება
  • ტოლერანტობა (რამდენად მიჩვეულია ორგანიზმი ამ ნივთიერების მიღებას)

LSD-ს ეფექტი მღებიდან დაახლოებით 30 წუთში იგრძნობა და 8-12 საათს გასტანს. ამ დროს თქვენ შეიძლება იგრძნოთ:

  • ცვლილებები სამყაროს აღქმაში (ხმოვანი და ვიზუალური ჰალუცინაციები)
  • გაძლიერებული სმენა, ყნოსვა და შეგრძნებები
  • ეიფორია
  • დროის აღქმის დარღვევა
  • ძილის სურვილის არქონა
  • გუგების გაფართოება
  • დაბნეულობა
  • თავის ტკივილი
  • გულისრევა
  • სხეულის ამაღლებული ტემპერატურა
  • სწრაფი სუნთქვა
  • ღებინება
  • სიწითლე სახეზე და ოფლიანობა
  • ჰიპერთერმია
  • ჰალუცინაციები
  • ტრემორი (კანკალი)
  • ტემპერატურისა და წნევის მატება
  • გაშეშება
  • გაუცნობიერებელი შიშები
  • არაპროგნოზირებადი ემოციები
  • თვითაგრესია ან აგრესია გარშემომყფების მიმართ
  • ჩაძინების შიში
  • სუიციდური აზრები
  • დეპრესია

LSD-ს ზედოზირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო (112) იმ შემთხვევშიც თუ LSD-ს მომხმარებელს აღმოაჩნდება ეს სიმპტომები (სასწრაფოს ექიმები არ არიან ვალდებულნი დაუკავშირდნენ პოლიციას):

  • პანიკა
  • პარანოია
  • ფსიქოზი
  • ღებინება
  • გულის რითმის დარღვევა
  • ჰიპერთერმია (ტემპერატურის მკვეთრი მატება)

ე.წ. „ბედ თრიფი“ არის არასასურველი მდგომარეობა, რომელშიც შეიძლება ჩავარდეს ადამიანი LSD-ს გამოყენების დროს. შეიძლება განიცადოს ძლიერ არასასიამოვნო შეგრძნებები და ჰალუცინაციები, დაეწყოს შფოთვა და ჩავარდეს პანიკაში. ეს ყველაფერი კი მოქმედებს პიროვნების ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე. “ბედ თრიფი” შეიძლება გადაიზარდოს ფსიქოზშიც, რაც ხშირ შემთხვევაში ემართებათ ფსიქოლოგიურად მოწყვლად ადამიანებს. LSD-ს მიღების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში თქვენ შეიძლება განიცადოთ უძილობა, სისუსტე, სხეულისა და კუნთების ტკივილი და მცირედი დეპრესია. ტოლერანტობა LSD-ს მიმართ საკმაოდ მალე ყალიბდება.

LSD-ს მიღება სხვა ნებისმიერი ნივთიერებასთან ერთად, ზრდის არაპროგნოზირებადი და სახიფათო ეფექტის რისკებს.

LSD და MDMA-ის(ექსტაზი) ერთად გამოყენება: ზრდის MDMA-ს ეფექტების ინტენსიურობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს “ბედ თრიფი” ან სხვა არასასიამოვნო ეფექტები.

LSD  და ალკოჰოლის გამოყენებისას თრობა ნაკლებად იგრძნობა, რის გამოც შეიძლება ადამიანმა დალიოს ზედმეტი – ამან კი გამოიწვიოს გულისრევა და გონების დაკარგვა.

გრძელვადიანი მოხმარების შემთხვევაში ადამიანმა შეიძლება განიცადოს ე.წ. “ფლეშბექები” მისი მიღებიდან კვირების, თვეების ან წლების შემდეგაც კი. “ფლეშბექის” დროს ცოცხლდება ნივთიერების მიღების გამოცდილება ემოციურ, კოგნიტურ დონეზე და ყველა მოგონება მძაფრად შეიგრძნობა. მსგავსი გამოცდილება ხშირად იწვევს მკვეთრად არასასიამოვნო, დამზაფრველ განცდებსაც კი.

 

გამოყენებული მასალა: Alcohol and Drug Foundation (2022). https://adf.org.au/drug-facts/lsd/

ninobekaia

ninobekaia

Related Stories

ადიქციის სფეროში აქტუალურ საკითხებზე საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე

ადიქციის სფეროში აქტუალურ საკითხებზე საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე

by Cognita
ოქტომბერი 30, 2023
0

კითხვებს პასუხებს ფსიქიატრი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ირმა კირთაძე როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა ადიქტოლოგიის მიმართულებით,...

20 წლიანი მოღვაწეობა დამოკიდებულების სფეროში – ინტერვიუ დავით ოთიაშვილთან

20 წლიანი მოღვაწეობა დამოკიდებულების სფეროში – ინტერვიუ დავით ოთიაშვილთან

by Cognita
ოქტომბერი 30, 2023
0

კითხვებს პასუხობს დავით ოთიაშვილი - ექიმი-ნარკოლოგი, ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის დოქტორი, მკვლევარი, ორგანიზაცია "ალტერნატივა ჯორჯიას" დამფუძნებელი და დირექტორი, ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის...

ოპიოიდები/ოპიატები

ოპიოიდები/ოპიატები

by ninobekaia
სექტემბერი 27, 2023
0

ოპიოიდები/ოპიატები დეპრესანტების ძირითად კატეგორიაში შედის. დეპრესანტები ცენტრალურ ნერვულს სისტემაზე მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი (სედაციური), იწვევ ტვინსა და სხეულს შორის კავშირის შესუსტებას....

ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო

გემბლინგი

by ninobekaia
სექტემბერი 28, 2023
0

გემბლინგს, იგივე აზარტულ თამაშებს დიდი ხნის ისტორია აქვს და მისი არსებობის შესახებ ინფორმაციას ჩვენ წელთაღრიცხვამდე წყაროებშიც ვხვდებით. აზარტული თამაშები ბოლო...

Recommended

ჯადოსნური სოკოები

ჯადოსნური სოკოები

მაისი 2, 2023
კავშირი დალაგებასა და ჯანმრთელობას შორის

კავშირი დალაგებასა და ჯანმრთელობას შორის

აგვისტო 30, 2023

Popular Story

  • ადიქციის სახეობები, წარმოქმნის მექანიზმები და მათი გავლენა ადამიანზე

    ადიქციის სახეობები, წარმოქმნის მექანიზმები და მათი გავლენა ადამიანზე

    623 shares
    Share 249 Tweet 156
  • 12 ნაბიჯის პროგრამის პირველი ნაბიჯები საქართველოში – ინტერვიუ მანანა სოლოღაშვილთან

    614 shares
    Share 246 Tweet 154
  • ნიკოტინი – დამოკიდებულება თუ მავნე ჩვევა?

    599 shares
    Share 240 Tweet 150
  • ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო

    598 shares
    Share 239 Tweet 150
  • ტოქსიკური ურთიერთობები — რა ნიშნები ახასიათებს და როგორ ვმართოთ ის

    596 shares
    Share 238 Tweet 149
დაგვიკავშირდით:
ელ. ფოსტა: centercognita@gmail.com
ტელეფონი: +995 593 228 168
წესები და პირობები | პერსონალური მონაცემების დაცვის წესები

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

  • მთავარი
  • 5 ნაბიჯის პროგრამა
  • ადიქციები
  • ფსიქოლოგია
  • კეთილდღეობა
  • გარემო

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Go to mobile version