• მთავარი
No Result
View All Result
Cognita | კოგნიტა
  • მთავარი
  • 5 ნაბიჯის პროგრამა
  • ადიქციები
  • ფსიქოლოგია
  • კეთილდღეობა
  • გარემო
  • მთავარი
  • 5 ნაბიჯის პროგრამა
  • ადიქციები
  • ფსიქოლოგია
  • კეთილდღეობა
  • გარემო
No Result
View All Result
Cognita | კოგნიტა
No Result
View All Result

ალკოჰოლზე დამოკიდებულების ნიშნები

ninobekaia by ninobekaia
მაისი 2, 2023
in ადიქციები
423 4
0
ალკოჰოლზე დამოკიდებულების ნიშნები

Alcoholism. Young female character trapped inside a bottle. Addiction. Booze. Flat editable vector illustration, clip art

გააზიერე ფეისბუქზეგააზიარე ტვიტერზე

ალკოჰოლი

ალკოჰოლი ფსიქოაქტიური ნივთიერებააა და მიეკუთვნება დეპრესანტების ჯგუფს. იგი შეიცავს ეთაქნოლს ან ეთანოლის სპირტს, რომელიც იწვევს სიმთვრალის მდგომარეობას.

You might also like

ადიქციის სფეროში აქტუალურ საკითხებზე საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე

ადიქციის სფეროში აქტუალურ საკითხებზე საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე

ოქტომბერი 30, 2023
20 წლიანი მოღვაწეობა დამოკიდებულების სფეროში – ინტერვიუ დავით ოთიაშვილთან

20 წლიანი მოღვაწეობა დამოკიდებულების სფეროში – ინტერვიუ დავით ოთიაშვილთან

ოქტომბერი 30, 2023

მიღებისას ალკოჰოლის დაახლოებით 20% შეიწოვება კუჭის მეშვეობით, დანარჩენი 80% შეიწოვება წვრილ ნაწლავში. ალკოჰოლი სისხლძარღვის მეშვეობით ხვდება სხვადასხვა ორგანოებში და იწყებს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას. მიღებული ალკოჰოლის დიდი წილი მეტაბოლიზდება ღვიძლის მეშვეობით, ამიტომ ალკოჰოლის ხანგრძლივმა გამოყენებამ და გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს  ორგანოს დატვირთვა, შედეგად კი, ჯანმრთელობის პრობლემები.

თავის ტვინში ალკოჰოლი ურთიერთქმედებს ნეიროტრანსმიტერების მეშვეობით და გავლენას ახდენს განწყობის, ცნობიერების და აღქმის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.

ალკოჰოლი თრგუნავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და ანელებს თავის ტვინის ფუნქციონირებას. ალკოჰოლის გამოყენების მოკლევადიანი ეფექტებია:

  • შენელებული მეტყველება;
  • კოორდინაციის პრობლემები;
  • ძილიანობა;
  • რეალობის აღქმის შეუძლებლობა/დამახინჯება;
  • ცნობიერების დაკარგვა;
  • მეხსიერების პრობლემები;

ალკოჰოლის მოკლევადიანი ეფექტების ინტენსივობა დამოკიდებულია მისი მოხმარების რაოდენობასა და სისწრაფეზე, სასმელის რაოდენობაზე, საკვების მიღებაზე (დალევამდე მიღებული იქნა თუ არა საკვები). აღნიშნული ფაქტორები გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ გადაამუშავებს და მეტაბოლიზდება სხეულში ალკოჰოლი.

ალკოჰოლის ხანგრძლივმა და დიდი ოდენობით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის დაზიანების სერიოზული საფრთხე. ნივთიერება დაკავშირებულია 200-ზე მეტ დაავადებასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, მათ შორისაა: ღვიძლის ციროზი, კიბო,  დაზიანებები (საკუთარი თავის და სხვების) და დამოკიდებულების (ადქიციის) განვითარება.

ჯანმრთელობის მხრივ სხვა გრძელვადიანი ეფექტებია:

  • ღვიძლის დაავადება
  • მაღალი არტერიული წნევა
  • გულის დაავადება
  • კუჭის წყლული
  • პანკრეატიტი
  • ტვინის და ნერვების დაზიანება
  • შფოთვა
  • დეპრესია
  • საჭმლის მომნელებელი პრობლემები
  • დემენცია

განასხვავებენ ალკოჰოლზე დამოკიდებულებას და ექსცესიურ სმას (binge drinking). ექსცესიური სმა გულისხმობს ერთჯერადად, დროის მოკლე შუალედში, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებას რა  დროსაც სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია დაახლოებით 0.08%-ს აღწევს.

ზომიერი დალევა ითვლება დღეში 1 სტანდარტული ულუფა ქალებისთვის და 2 სტანდარტული ულუფა კაცებისთვის, კვირაშო ორჯერ კი სრული აბსტინენცია სასმელისგან.  სასმელის პრობლემური მოხმარება კლასიფიცირდება როგორც 3 ან მეტი ულუფა დღეში ქალებისთვის და 4 ან მეტი ულუფა დღეში კაცებისთვის. სასმელის აღნიშნული პატერნი ასევე შეიძლება განისაზღვროს, როგორც 8 ულუფა კვირაში ქალებისთვის და 15 ულუფა კვირაში კაცებისთვის.

ალკოჰოლზე დამოკიდებულება ხასიათდება ალკოჰოლისადმი ლტოლვით და სასმელის რეგულარულად მოხმარების შეწყვეტის უუნარობით, მიუხედავად უარყოფითი ზემოქმედებისა. ქიმიური ცვლილებები ალკოჰოლის ხანგრძლივი მოხმარების შედეგად ტვინში მიმდინარე ქიმიური ცვლილებები იწვევს მისი ნორმალურ ფუნქციონირების შეფერხებას.

ალკოჰოლური დამოკიდებულების ნიშნებია:

  • იმაზე მეტი სასმელის მიღება, ვიდრე განზრახული იყო
  • ალკოჰოლური სასმელის მოხმარების შეწყვეტის წარუმატებელი მცდელობები
  • თრობის ეფექტის შესაგრძნობად საჭიროა მეტი ალკოჰოლი
  • აღკვეთის სინდრომის სიმპტომების ქონა, როდესაც წყევტს ალკოჰოლის მიღებას
  • ალკოჰოლი გავლენას ახდენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რაც აისახება სამუშაო ან სწავლის პროცესზე
  • სასმელის გამო სხვა აქტივობებისა და ინტერესების გადადება
  • მეტი დროის დახარჯვა ალკოჰოლის მიღებაზე, დალევაზე და მიღების შემდგომ აღდგენაზე
  • ალკოჰოლური სასმელი მიღება ჯანმრთელობის შედეგების მიუხედავად
  • ალკოჰოლური სასმელების მიმართ ძლიერი ლტოლვა

ვინაიდან ალკოჰოლზე დამოკიდებულება პროგრესირებადი მდგომარეობაა, ის როგორც მოკლევადიან ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, ადამიანის ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გაუარესებას იწვევს.

მკურნალობა ყველაზე მარტივია ადრეულ ეტაპებზე. მკურნალობის პირველი ეტაპი მოიცავს  დეტოქსიკაციას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აღკვეთის სინდრომის არასასიამოვნო სიმპტომები. ეს შეიძლება იყოს თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, უძილობა და ოფლიანობა. სპეციალურ დაწესებულებაში დეტოქსიკაციის მართვა საშუალებას აძლევს სამედიცინო დარგის პროფესიონალებს დაეხმარონ პაციენტს და პროცესი წარიმართოს რაც შეიძლება უსაფრთხოდ.

დეტოქსიკაციის შემდეგ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს საჭიროების შემთხვევაში სტაციონარული ან სტაციონარის გარეშე რეაბილიტაციით. დამხმარე ჯგუფები და ფსიქოთერაპია მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის პროცესში, რათა თავიდან იქნას არიდებული რეციდივი. აჰკოჰოლზე დამოკიდებულების სამკურნალოდ ეფექტურად გამოიყენება 12 ნაბიჯის პროგრამა, რომელიც მოიცავს ბიო–ფსიქო–სოციო–სულიერ პროცესებზე მუშაობას. ასევე წარმატებით გამოიყენება კოგნიტურ ბიჰევიორული თერაპია, რომელიც ორიენტირებულია აზროვნების დამაზიანებელი პატერნების აღმოჩენა–შეცვლაზე,  ადაპტური უნარების განვითარებასა და ახალი ქცევის დასწავლაზე.

გამოყენებული მასალა:

https://www.addictioncenter.com/alcohol/

ninobekaia

ninobekaia

Related Stories

ადიქციის სფეროში აქტუალურ საკითხებზე საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე

ადიქციის სფეროში აქტუალურ საკითხებზე საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე

by Cognita
ოქტომბერი 30, 2023
0

კითხვებს პასუხებს ფსიქიატრი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ირმა კირთაძე როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა ადიქტოლოგიის მიმართულებით,...

20 წლიანი მოღვაწეობა დამოკიდებულების სფეროში – ინტერვიუ დავით ოთიაშვილთან

20 წლიანი მოღვაწეობა დამოკიდებულების სფეროში – ინტერვიუ დავით ოთიაშვილთან

by Cognita
ოქტომბერი 30, 2023
0

კითხვებს პასუხობს დავით ოთიაშვილი - ექიმი-ნარკოლოგი, ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის დოქტორი, მკვლევარი, ორგანიზაცია "ალტერნატივა ჯორჯიას" დამფუძნებელი და დირექტორი, ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის...

ოპიოიდები/ოპიატები

ოპიოიდები/ოპიატები

by ninobekaia
სექტემბერი 27, 2023
0

ოპიოიდები/ოპიატები დეპრესანტების ძირითად კატეგორიაში შედის. დეპრესანტები ცენტრალურ ნერვულს სისტემაზე მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი (სედაციური), იწვევ ტვინსა და სხეულს შორის კავშირის შესუსტებას....

ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო

გემბლინგი

by ninobekaia
სექტემბერი 28, 2023
0

გემბლინგს, იგივე აზარტულ თამაშებს დიდი ხნის ისტორია აქვს და მისი არსებობის შესახებ ინფორმაციას ჩვენ წელთაღრიცხვამდე წყაროებშიც ვხვდებით. აზარტული თამაშები ბოლო...

Recommended

თერაპიული მებაღეობა

თერაპიული მებაღეობა

აგვისტო 29, 2023
ადიქციის სფეროში აქტუალურ საკითხებზე საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე

ადიქციის სფეროში აქტუალურ საკითხებზე საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე

ოქტომბერი 30, 2023

Popular Story

  • ადიქციის სახეობები, წარმოქმნის მექანიზმები და მათი გავლენა ადამიანზე

    ადიქციის სახეობები, წარმოქმნის მექანიზმები და მათი გავლენა ადამიანზე

    627 shares
    Share 251 Tweet 157
  • 12 ნაბიჯის პროგრამის პირველი ნაბიჯები საქართველოში – ინტერვიუ მანანა სოლოღაშვილთან

    619 shares
    Share 248 Tweet 155
  • ტოქსიკური ურთიერთობები — რა ნიშნები ახასიათებს და როგორ ვმართოთ ის

    601 shares
    Share 240 Tweet 150
  • ნიკოტინი – დამოკიდებულება თუ მავნე ჩვევა?

    600 shares
    Share 240 Tweet 150
  • ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო

    598 shares
    Share 239 Tweet 150
დაგვიკავშირდით:
ელ. ფოსტა: centercognita@gmail.com
ტელეფონი: +995 593 228 168
წესები და პირობები | პერსონალური მონაცემების დაცვის წესები

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

  • მთავარი
  • 5 ნაბიჯის პროგრამა
  • ადიქციები
  • ფსიქოლოგია
  • კეთილდღეობა
  • გარემო

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Go to mobile version