• მთავარი
No Result
View All Result
Cognita | კოგნიტა
  • მთავარი
  • 5 ნაბიჯის პროგრამა
  • ადიქციები
  • ფსიქოლოგია
  • კეთილდღეობა
  • გარემო
  • მთავარი
  • 5 ნაბიჯის პროგრამა
  • ადიქციები
  • ფსიქოლოგია
  • კეთილდღეობა
  • გარემო
No Result
View All Result
Cognita | კოგნიტა
No Result
View All Result

საქართველოში გავრცელებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების სახეობები

ninobekaia by ninobekaia
მაისი 2, 2023
in ადიქციები
420 5
0
საქართველოში გავრცელებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების სახეობები
გააზიერე ფეისბუქზეგააზიარე ტვიტერზე

საქართველოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული, არალეგალური ნარკოტიკული საშუალებებია:

  1. ჰალუცინოგენებედან კანაბინოიდების ჯგუფი (კანაფი, ჰაშიში),
  2. სტიმულატორები, სადაც შედის ოპიოიდების ჯგუფი.

ოპიოდიები მოიცავს ოპიატებს – ბუნებრივ ნარკოტიკულ საშუალებებს, როგორებიცაა: ოპიუმი, მორფინი, ჰეროინი, კოდეინი და სხვა. ასევე მოიცავს სინთეტიკურ ნარკოტიკული საშუალებებს, როგორებიცაა: პუბრენორფინი, მეთადონი და სხვა. 3. სტიმულატორები: ექსტაზი, ჯეფი, ვინტი.

You might also like

ადიქციის სფეროში აქტუალურ საკითხებზე საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე

ადიქციის სფეროში აქტუალურ საკითხებზე საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე

ოქტომბერი 30, 2023
20 წლიანი მოღვაწეობა დამოკიდებულების სფეროში – ინტერვიუ დავით ოთიაშვილთან

20 წლიანი მოღვაწეობა დამოკიდებულების სფეროში – ინტერვიუ დავით ოთიაშვილთან

ოქტომბერი 30, 2023

ლეგალური ფსიქოაქტიური ნივთიერებებიდან გავრცელებულია ნიკოტინისა და ალკოჰოლის მოხმარება.

ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის 2019 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ღამის კლუბებში ყველაზე ხშირად მოხმარებული ნარკოტიკული საშუალება არის მდმა/ექსტაზი, ამფეტამინი, კანაფი/ჰაშიში, ლსდ, კეტამინი, ენბოუმი (Nbome), სინთეთური კანაბინოიდები (ე. წ. ბიო-მარიხუანა) და ფსიქოტროპული მედიკამენტები. აღნიშნული კვლევის მიხედვით, გავრცელებული პრაქტიკაა ნარკოტიკების შერევა ან/და ალკოჰოლთან ერთად მოხმარება.

2019 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, სიცოცხლის განმავლობაში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი 36%-ია (ბიჭებში 46%, გოგოებში 27%). გამოკითხული მოსწავლეებიდან 7% არის რეგულარული მწეველი (ვისაც სიცოცხლის განმავლობაში 40-ჯერ ან მეტჯერ მოუწევია სიგარეტი). 2015 წელთან შედარებით, აღინიშნა რეგულარულად მწეველი ბიჭების პროცენტული მაჩვენებლის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კლება.

გამოკითხულ მოსწავლეთა 85%-ს სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც მიუღია ალკოჰოლი (ბიჭები 87%, გოგოები 81%). იმ მოსწავლეების 16%-ს, ვისაც სიცოცხლის განმავლობაში ალკოჰოლი ერთხელ მაინც აქვს მიღებული 40-ჯერ ან მეტჯერ დაულევია.

ყველაზე ხშირად გამოყენებადი ნარკოტიკული საშუალებაა ექსტაზი, რომელიც გამოკითხულ მოსწავლეთა 2%-ს მიუღია (ბიჭების 3% და გოგოების 2%). დანარჩენი ნარკოტიკების მიღების სიხშირე თანაბარია და შეადგენს 1%-ს. 2015 წელთან შედარებით, ბიჭებში მნიშვნელოვნად შემცირდა ექსტაზის მიღების სიხშირე სიცოცხლის განმავლობაში.

გავრცელებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ეფექტები:

ალკოჰოლი თრგუნავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას ნეიროტრანსმიეტერ GABA-ს მოქმედების გაზრდით. შედეგად მეტყველება ხდება ბუნდოვანი, მოძრაობები არასტაბილური, შემცირებულია რეაგირებისა და განსჯის უნარი. ალკოჰოლს აქვს როგორც დამამშვიდებელი, ასევე მასტიმულირებელი ეფექტი. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკურად კლასიფიცირებულია, როგორც დეპრესანტი, მისი გამოყენების სიხშირე, ოდენობა და ადამიანის რექცია განსაზღვრავს ალკოჰოლის სედაციურ თუ მასტიმულირებელ ექფეტს.

სტიმულატორების (მაგალითად ექსტაზის)  ზემოქმედების შედეგად ჭარბად გამოყოფილი ჰორმონები იწვევს მოცულობითი ენერგიის მოზღვავებას სხეულში, რაც გამოიხატება ჭარბი ფიზიკური აქტივობით, საუბრითა და  სიფხიზლით.  დროთა განმავლობაში განსაკუთრებით ძლიერი სტიმულატორების მოხმარება იწვევს აღნიშნული ჰორმონების ამოწურვას. ნივთიერების მიმართ ტოლერანტობის განვითარების შემთხვევაში მომხმარებელს აღარ აკმაყოფილებს პირვანდელი დოზა და ზრდის მას ეფექტის მისაღებად.

კანაბინოიდების (კანაფი, ჰაშიში) შესახებ არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ უვნებელია და არ იწვევს მიჩვევას. თუმცა, სინამდვილეში ხასიათდება მაღალი ტოლერანტობით, მისი ხშირი და რეგულარული მოხმარება იწვევს მიჩვევას. დროთა განმავლობაში შესაძლოა დაიკარგოს ინტერესი გარე სამყაროს მიმართ. მნიშვნელოვნად ქვეითდება მეხსიერება და კოგნიტური ფუნქციები.

ოპიოიდების უმეტესობა ტკივილგამაყუჩებელია, მისი ხანგრძლივად მოხმარება იწვევს მიჩვევას და ტკივილზე მაღალი მგრძნობელობის ჩამოყალიბებას. იმისთვის, რომ მომხმარებელმა შეამციროს ტკივილი, უფრო მაღალი დოზაა საჭირო. ნერვული უჯრედების მგრძნობელობის მომატების გამო შესაძლოა ადამიანი განიცდიდეს ტკივილს სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ასეთ დროს ადამიანი იწყებს დეპრესანტის დოზის გაზრდას.

ოპიოიდების გვერდითი ეფექტებია: გულისცემის შემცირება, სუნთქვის დათრგუნვა, შეფერხება მეტველებაში. რაც უფრო იზრდება გამოყენების დოზა, იზრდება ტოლერანტობა და დამოკიდებულებაც. ძლიერად არის გამოხატული აღკვეთის სინდრომიც.

ნიკოტინი იწვევს სისხლძარღვების შევიწროვებას. იზრდება გულისცემა და არტერიული წნევა. კარგად არ ნაწილდება ჟანგბადი სისხლში. ნიკოტინის ხანგრძლივი გამოყენება ზრდის ინფარქტის, ინსულტისა და სიმსივნეების რისკს. ზემოქმედებს იმუნიტეტზე და მენტალურ ჯანმრთელობაზე.

ტერმინი მოხმარება ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან მიმართებაში არ არის ცალსახა და მის რამოდენიმე ფორმას გამოყოფენ: პასუხისმგებლობით მოხმარებას, ექსპერიმენტული მოხმარებას, სოციალურ მოხმარებას, ავადმოხმარებასა და პრობლემურ მოხმარებას.

ცალკე გამოვყოფ დამოკიდებულებას (ადიქციას), რომელიც ნივთიერების რეგულარულ მოხმარებას გულისხმობს. დამოკიდებულება შესაძლებელია განვითარდეს სხვადასხვა ნივთიერებაზე, საშუალებაზე და ქცევაზე,  მაგალითად, ალკოჰოლზე, თამბაქოზე, საკვებზე, კომპიუტერულ თამაშებზე, გამოიხატოს ნივთების ჭარბი დაგროვებით და ა.შ.

განასხვავებენ ფიზკიკურ და ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას. ფიზიკური დამოკიდებულება ვლინდება აბსტინენციის სინდრომის სახით, როდესაც ადამიანი განიცდის ფიზიკურ დისკომფორტს ნივთიერების მოხმარების შეწყვეტის შედეგად. ფსიქოლოგიური დამოკიდებულება გამოიხატება ძლიერ ლტოლვასა და სურვილში დამოკიდებულების ობიექტის მიმართ. ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე  ორივე სახის დამოკიდებულება ვითარდება – ფიზიკური და ფსიქოლოგიური.

პასუხისმგებლობით მოხმარება მოიცავს ნივთიერების გამოყენებას იმგვარად, რომ საფრთხე არ ექმნება არც მომხმარებელსა და არც გარშემომყოფებს. მოხმარების აღნიშნული სახეობა ეხება ისეთ ლეგალურ ფსქოაქტიურ ნივთიერებას, როგორიცაა ალკოჰოლი, ყავა. სხვა ნებსიმიერი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება ზიანს აყენებს მინიმუმ მომხმარებელს მაინც.

ექსპერიმენტული მოხმარება გულისხმობს ფსიქოაქტიური ნივთიერების არარეგულარულად გამოყენებას მისი ეფექტის შეგრძნების მიზნით. ასეთი მიზნისთვის ხშირად მოიხმარენ სიგარეტს, ალკოჰოლს, მარიხუანას ან ექსტაზს კლუბებში. ექსპერიმენტული მოხმარებისას ადამიანი არ არის დამოკიდებული ნივთიერებაზე და მოიხმარს მათ გარკვეულ სიტუაციებში (მაგალითად გართობის დროს). აღნიშნული სახის მოხმარება მოიცავს დამოკიდებულების განვითარების რისკს.

სოციალური მოხმარება გულისხმობს მხოლოდ გარკვეულ სოციალურ სიტუაციაში ნივთიერებას მოხმარებას. მაგალითად სიგარეტის მოწევას ან ალკოჰოლის დალევას მეგობრებთან ერთად, არა სხვა დროს.

ავადმოხმარება გულისხმობს ფსიქოაქტიური ნივთიერებების არასამედიცინო მიზნით მოხმარებას იმგავარდ, როდესაც საფრთხე ექმნება მომხმარებლის ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას ან უქმნის სოციალურ პრობლემებს.

პრობლემური მოხმარებაში ყველაზე ხშირად, იგულისხმება ნარკოტიკების ინექციურად გამოყენება ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში ოპიოიდების მოხმარება, თუმცა სხვაგვარი მოხმარებაც შეიძლება იყოს სარისკო/პრობლემური.

ზემოთ ჩამოთვლილი მოხმარების სახეობები განსხვავდება  ზიანისა და რისკების მიხედვით. ზოგ მათგანს აქვს დამოკიდებულებაში გადაზრდის პოტენციალი, ზოგი კი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, აისახება ცხოვრების ხარისხზე და ზედოზირებით გარდაცვალების მიზეზიც არის ხშირად (მაგ. ოპიატები).

 

გამოყენებული მასალა

ადა ბესელია და სხვები (2019). ნარკოვიკთარების წლიური ანგარიში 2019. ნარკოვიტარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

კოენი უ.ე. (2017). ფსიქოაქტიური საშუალებების ფიზიკური და ფსიქიკური ეფექტები.

ჯავახიშვილი ჯ. (2017). ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენცია.

ninobekaia

ninobekaia

Related Stories

ადიქციის სფეროში აქტუალურ საკითხებზე საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე

ადიქციის სფეროში აქტუალურ საკითხებზე საუბრობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი ირმა კირთაძე

by Cognita
ოქტომბერი 30, 2023
0

კითხვებს პასუხებს ფსიქიატრი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ირმა კირთაძე როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა ადიქტოლოგიის მიმართულებით,...

20 წლიანი მოღვაწეობა დამოკიდებულების სფეროში – ინტერვიუ დავით ოთიაშვილთან

20 წლიანი მოღვაწეობა დამოკიდებულების სფეროში – ინტერვიუ დავით ოთიაშვილთან

by Cognita
ოქტომბერი 30, 2023
0

კითხვებს პასუხობს დავით ოთიაშვილი - ექიმი-ნარკოლოგი, ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის დოქტორი, მკვლევარი, ორგანიზაცია "ალტერნატივა ჯორჯიას" დამფუძნებელი და დირექტორი, ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის...

ოპიოიდები/ოპიატები

ოპიოიდები/ოპიატები

by ninobekaia
სექტემბერი 27, 2023
0

ოპიოიდები/ოპიატები დეპრესანტების ძირითად კატეგორიაში შედის. დეპრესანტები ცენტრალურ ნერვულს სისტემაზე მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი (სედაციური), იწვევ ტვინსა და სხეულს შორის კავშირის შესუსტებას....

ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო

გემბლინგი

by ninobekaia
სექტემბერი 28, 2023
0

გემბლინგს, იგივე აზარტულ თამაშებს დიდი ხნის ისტორია აქვს და მისი არსებობის შესახებ ინფორმაციას ჩვენ წელთაღრიცხვამდე წყაროებშიც ვხვდებით. აზარტული თამაშები ბოლო...

Recommended

ადიქცია და იოგა

ადიქცია და იოგა

ივლისი 27, 2023
ბავშვებთან ურთიერთობის თერაპიული მნიშვნელობა

ბავშვებთან ურთიერთობის თერაპიული მნიშვნელობა

აგვისტო 30, 2023

Popular Story

  • ადიქციის სახეობები, წარმოქმნის მექანიზმები და მათი გავლენა ადამიანზე

    ადიქციის სახეობები, წარმოქმნის მექანიზმები და მათი გავლენა ადამიანზე

    627 shares
    Share 251 Tweet 157
  • 12 ნაბიჯის პროგრამის პირველი ნაბიჯები საქართველოში – ინტერვიუ მანანა სოლოღაშვილთან

    619 shares
    Share 248 Tweet 155
  • ტოქსიკური ურთიერთობები — რა ნიშნები ახასიათებს და როგორ ვმართოთ ის

    600 shares
    Share 240 Tweet 150
  • ნიკოტინი – დამოკიდებულება თუ მავნე ჩვევა?

    600 shares
    Share 240 Tweet 150
  • ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო

    598 shares
    Share 239 Tweet 150
დაგვიკავშირდით:
ელ. ფოსტა: centercognita@gmail.com
ტელეფონი: +995 593 228 168
წესები და პირობები | პერსონალური მონაცემების დაცვის წესები

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

  • მთავარი
  • 5 ნაბიჯის პროგრამა
  • ადიქციები
  • ფსიქოლოგია
  • კეთილდღეობა
  • გარემო

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Go to mobile version